• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ მმართველობის კულტურას”

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

garibaჩვენ მუდმივად ვაუმჯობესებთ მმართველობის კულტურას, რადგან ღია მმართველობა, როგორც პრინციპი, ჩვენი მთავრობის მმართველობის განუყოფელი ნაწილია, – ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღია მმართველობის პარტნიორობის ევროპის რეგიონალური კონფერენცია, რომელსაც თბილისი მასპინძლობს.

მთავრობის მეთაური საამაყოდ მიიჩნევს, რომ საქართველო, მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით, მსოფლიოში 29-ე ადგილზეა და ღია მმართველობის პარტნიორობა მთავრობის რეფორმების სავიზიტო ბარათი გახდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი უწოდა იმ ფაქტს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივას უკვე 64 ქვეყანა შეუერთდა.

„გასული წლის სექტემბერში ვიმყოფებოდი გაეროში, სადაც გაიმართა OGP-ის კონფერენცია და ის აშშ-ის პრეზიდენტმა გახსნა. ბარაკ ობამას ამ ინიციატივას უკვე 64 ქვეყანა შეუერთდა. საქართველო მმართველი კომიტეტის წევრია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ, მმართველობის ღია და გახსნილი სტილით მოწოდებული ვართ ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, – აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას და აქტიურად მონაწილეობს ღია მმართველობის პარტნიორობის კვლევაში.

„დღევანდელ მსოფლიოში ტექნოლოგიის სწრაფი განვითარება და ინოვაცია ღია მმართველობის იდეის რეალიზაციას ემსახურება.

„ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში, ელექტრონული მმართველობა ღია მმართველობის ინიციატივის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ჩვენ, პრემიერ-მინისტრის ოფისში, დავაფუძნეთ ელექტრონული მმართველობის საკოორდინაციო დეპარტამენტი, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მმართველობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია, რეგიონების მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ის სერვისები, რომლებიც ჩვენ დავნერგეთ“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით მთელი რიგი ვალდებულებები აქვს აღებული, რაც მკაფიოდ ადასტურებს მთავრობის მისწრაფებას, ტექნოლოგიების მეშვეობით თითოეული ადამიანისათვის უზრუნველყოს სიკეთე, რომელსაც ეფუძნება განვითარებული მსოფლიო საზოგადოების კეთილდღეობა და წარმატება.

„მაგალითისათვის, გეტყვით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციით მთავრობის ადმინისტრაციამ აიღო ვალდებულება შექმნას ელექტრონული პეტიციების პორტალი, რომელიც კიდევ უფრო აამაღლებს საზოგადოების მონაწილეობას ქვეყნის მმართველობაში და გააძლიერებს მთავრობის საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მმართველობის ახალი კულტურის დამკვიდრება გულისხმობს საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღების ყველა ეტაპზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მმართველობის საკითხებში მოქალაქეთა მუდმივად მზარდი ჩართულობის კარგი გამოხატულებაა თუნდაც ის საზოგადოებრივი ცენტრები, რომლებსაც იუსტიციის სამინისტრო შედარებით მცირერიცხოვან დასახლებულ პუნქტებში აშენებს.

„ეს ცენტრები გამიზნულია იმისათვის, რომ მოქალაქეებს ადგილზე  ერთი ფანჯრის პრინციპით მიეწოდოთ საჯარო და კერძო სწრაფი სერვისები, ასევე ერთიან სოციალურ-კულტურულ და საკომუნიკაციო სივრცედ ჩამოყალიბდეს ბიბლიოთეკები, მათ შორის ელექტრონული ბიბლიოთეკები, უფასო კომპიუტერები და ინტერნეტი.  ჩემი მიზანია, რომ ეს სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების ფუფუნება არ იყოს“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური მოხარულია, რომ ღია და გახსნილი ინსტიტუტების რიცხვი საქართველოში სულ უფრო იზრდება და, თუ აქამდე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შტოები იყვნენ აქტიური, ბოლო პერიოდში მათ სასამართლო ხელისუფლებაც შეუერთდა.

პრემიერ-მინისტრმა ამ პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძეს და განაცხადა, რომ სასამართლო ხელისუფლების ჩართულობა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმებში საკმაოდ იშვიათია.

„ნიშანდობლივია, რომ სწორედ სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციით და სამოქმედო გეგმის თანახმად, ჩვენმა სასამართლო ხელისუფლებამ აიღო ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულება, როგორიცაა საზოგადოების ინფორმირება სასამართლოების მიერ ქვეყანაში გამჭვირვალე მმართველობის ხელშეწყობის კუთხით გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების, მათ შორის ცალკეული სტატისტიკური მონაცემების შესახებ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაური ასევე მიესალმა ღია მმართველობის პარტნიორობისინიციატივის მმართველი კომიტეტის ორ წევრ ქვეყანას – საქართველოსა და საფრანგეთს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესახებ თანამშრომლობისწერილების ოფიციალურ გაცვლას და მთავრობის სახელით გამოთქვა მზადყოფნა, საქართველო აქტიურად ჩაერთოს ნებისმიერ ღონისძიებაში, რომელიც გამოცდილების გაზიარებას ემსახურება და ღია მმართველობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„მინდა, სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩემი კაბინეტის წევრები არიან აბსოლუტურად მოტივირებული, ამ პროცესში კიდევ უფრო მეტი გააკეთონ. ჩვენ სისტემატურად ვმართავთ საჯარო კონფერენციებს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილად მოვახდინოთ ინფორმირება, მეტი იყოს მოქალაქეების ჩართულობა. მინდა, დიდი მადლიერებით აღვნიშნო თქვენი გადაწყვეტილება, რომ რეგიონალურ კონფერენციას მართავთ თბილისში. ეს ბევრს ნიშნავს ჩვენთვის და ნდობის გამოხატულებაა ჩვენს მიერ აღებული კურსისადმი, რაც არის ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი მისწრაფება. გასულ წელს გავაფორმეთ ისტორიული ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან და ჩვენ ვართ მოტივირებული, საქართველო გარდავქმნათ ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მჯერა, თქვენი ჩართულობა იქნება ძალიან აქტიური. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული პარტნიორების – აშშ-ის, ევროკავშირის მხარდაჭერა, რომ რეალური დემოკრატია დამკვიდრდეს საქართველოში. ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ და მჯერა, ამაში დაგეხმარებათ ჩვენი არაჩვეულებრივი სამზარეულო და ქართული ღვინო“, – მიმართა პრემიერმაOGP-ის კონფერენციის მონაწილეებს და მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომლის აქტიური ჩართულობით საქართველო აღნიშნულ პლატფორმაზე ღირსეულად არის წარმოდგენილი.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ქალაქიდან ქალაქში გამგზავრება დღეიდან მხოლოდ მანქანით და 06:00-დან 21:00 საათის პერიოდშია ნებადართული

ავტომობილით 3-ზე მეტი პირის მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი 3 000 ლარით დაჯარიმდება

6 years ago
“იტალიაში ხომ არ წავიდე, რომ დამლაგებლად ვიმუშაო?” – ციცინო შურღაიას პასუხი დაზარალებულ   პაციენტზე

“იტალიაში ხომ არ წავიდე, რომ დამლაგებლად ვიმუშაო?” – ციცინო შურღაიას პასუხი დაზარალებულ პაციენტზე

2 years ago

საქართველოს პრეზიდენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობს

10 years ago

“მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესში პატრიარქის ჩართულობის გაზრდას პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია”

11 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by