• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“საჭიროა თითოეული შშმ პირისთვის შეიქმნას თანაბარი პირობები” – მაია ბერაძე

11 years ago
in მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
“საჭიროა თითოეული შშმ პირისთვის შეიქმნას თანაბარი პირობები” – მაია ბერაძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავია და ზოგადად შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს! დიახ, ეს ის სიტყვებია, რომლებიც ალბათ თითოეულ ჩვენგანს ძალიან ხშირად გვითქვამს და ასევე ხშირად სხვისგან  გაგვიგონია,  თუმცა რეალურად, რამდენად გვაქვს ეს  საკითხი გონებაში სათანადოდ გააზრებული და გამჯდარი  ცალკე თემაა,  ფაქტი  ერთია,  შეზღუდული  შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა მიმართ გარკვეული სტიგმა, არასწორი სტერეოტიპები და პრობლემები კვლავ არსებობს, პრობლემები, რომლებიც მათთვის საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რესოციალიზაციის უდიდეს ბარიერს წარმოადგენს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს (შშმპ) მიეკუთვნებიან ადამიანები, რომელთა ხანგრძლივმა ფიზიკურმა, მენტალურმა, ინტელექტუალურმა და სენსორულმა დარღვევებმა დამატებით ბარიერებთან ურთიერთქმედებაში შესაძლოა შეაფერხონ მათი საზოგადოების ცხოვრებაში თანასწორი, სრულფასოვანი და ეფექტური მონაწილეობა.

რეალურად ტერმინი „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი“ პირობითია და საერთოდ არ ნიშნავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ მოსაზრებას – უნარშეზღუდულ ადამიანს. უბრალოდ შეუძლებელია უნარშეზღუდული ვუწოდოთ ადამიანს, რომელსაც ეტლში მჯდომარეს, სმენადაქვეითებულსა, თუ მხედველობა შეზღუდულს  შეუძლია ხატვა, წერა, ცეკვა,  გასაოცარი სურათების გადაღება, სიმღერა  და სხვა მრავალი (მაგალითები შორს წაგვიყვანს). ამის ფონზე კი გასაოცარია, რატომ არის სოციუმი შშმ პირების მიმართ არაჰუმანური და არაადეკვატური, რატომ დგნან ისინი იმ გადაულახავი ბარიერების წინაშე, რომელიც არ აძლევთ შესაძლებლობას თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრად იგრძნონ და  მიუხედავად მრავალი გატარებული ღონისძიებებისა, მათთვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად დარჩეს გარემო, ინფორმაციისა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა (ადაპტირებული გარემო – სადგომები, სხვადასხვა საზოგადოებრივ შენობებთან ბორდიულები და სხვა), რაც დამეთანხმებით თავისთავად ზღუდავს მათ უფლებებს. ამ რეალობაზე პასუხისმგებლობა კი  ყველას გვაკისრია, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ის, თუ  რეალურად  რას აკეთებს თითოეული ჩვენგანი   სიტუაციის შესაცვლელად და გასაუმჯობესებლად.

ფოტოგამოფენა სახელწოდებით  „AccesAbility – ფიზიკური გარემოს მიღმა”, რომელიც საქართელოს ეროვნულ მუზეუმში  8 ივნისს გაიხსნა,  შეზღუდული ფიზიკური, თუ ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების, ხელმისაწვდომობის, საზოგადოებაში ჩართულობის, პოპულარიზაციისა და წინ წამოწევისთვის  ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, აღნიშნული პროექტი, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება, შვედურმა ინსტიტუტმა (SI) ქართველ პარტნიორებთან ერთად მოამზადა.  გამოფენა საქართველოსა და შვედეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პირად ისტორიებს ასახავს.. ისინი მოგვითხრობენ თავიაანთ  განცდებზე, ოცნებებზე, იმედებზე, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებზე. „თბილისი თაიმსი“ შვედური ინსტიტუტის წარმომადგენელს, პროექტ “AccessAbility“-ის კოორდინატორს  მაია ბერაძეს ესაუბრა.

11421441_910346329018586_1966453247_n

როგორც ცნობილია, 8-28 ივნისს თბილისში, ეროვნულ მუზეუმში შვედეთის ინსტიტუტის ორგანიზებით  და საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, ქართული და შვედი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ფოტოგამოფენა იმართება. ზოგადად რას ისახავს  ეს პროექტი მიზნად  და რა შედეგებს ელით მისგან?

– დიახ, როგორც აღნიშნეთ 8-28 ივნისს ეროვნულ მუზეუმში შვედეთის საელჩოს ხელშეწყობით იმართება ფოტოგამოფენა “ AccesAbility – ფიზიკური გარემოს მიღმა”,  რომელიც  შვედურმა ინსტიტუტმა (SI) ქართველ პარტნიორებთან ერთად მოამზადა. გამოფენაზე წარმოდგენილია 22 შშმ პირის ფოტო საქართველოდან, შვედეთიდან, ამონარიდები მათი პირადი ისტორიებიდან. ისინი მოგვითხრობენ მათ ყოველდღიურობაზე, გრძნობებსა და იმედებზე. გამოფენის ძირითადი იდეა არის საზოგადოებაში დამოუკიდებელი და ღირსეული თანაცხოვრების უფლების პოპულარიზაცია, რის შედეგადაც ხელი შეეწყობა შშმ პირთა უფლებების დაცვის იმპლემენტაციას და სამოქალაქო ინტერესების ლობირებას.

11324085_910346332351919_529572835_n

მერამდენედ სტუმრობს ეს პროექტი საქართველოს და  რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში, რამდენად ამაღლდა ამ მხრივ საზოგადოების  ცნობიერება?

– შვედური ინსტიტუტის (SI) მიერ უკვე მრავალი წელია ხორციელდება კულტურული თუ სოციალური პროექტები, თუმცა ასეთი ფორმით აღნიშნული პროექტი საქართველოში განხორციელდა პირველად. აქამდე მსგავსი გამოფენა გაიმართა სანტ-პეტერბურგში, საქართველოდან გადაინაცვლებს თურქეთში, ბრაზილიასა და უკრაინაში. გამოფენა იმოგზაურებს საქართველოს რეგიონებში და ხელს შეუწყობს შშმ პირთა პრობლემებისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

11270103_910346322351920_1887728556_n

მიუხედავად მრავალი გატარებული ღონისძიებებისა, შშმ პირთათვის კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება გარემო, ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა (ადაპტირებული გარემო – სადგომები, სხვადასხვა საზოგადოებრივ შენობებთან ბორდიულები და სხვა), რას იტყვით,  აქვთ თუ არა  დღეს საქართველოში შშმ პირებს  თვითრეალიზაციის საშუალება?

– მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით შშმ პირებს სრულად არ გააჩნიათ თვითრეალიზაციის საშუალება არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგიერთ წამყვან ქვეყანაშიც კი.

11125100_910346339018585_1302216914_n

ქალბატონო მაია, რას ფიქრობთ,  უქმნის თუ არა დღეს    სახელმწიფო  შშმ პირებს  სათანადო პირობებს საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რესოციალიზაციისთვის? 

– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო წლებში ბევრი რამ გაკეთდა შშმ პირთა არსებული პრობლემატიკის გადასაჭრელად, კერძოდ, საქართველოს პარლამენტმა 2013 წლის 26 დეკემბერს მოახდინა გაეროს 2006 წლის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ძალაში მომდევნო წლის 12 აპრილს შევიდა, გასაკეთებელი კიდევ ბევრია, რათა მოხერხდეს მათი ღირსეული ინტეგრირება საზოგადოებაში.

11637883_910346325685253_1852159510_n

თქვენი აზრით, რა არის ის მთავარი პრობლემა, რომლის წინაშეც  შეზღუდული  შესაძლებლობების პირები დგანან?

– საჭიროა თითოეული შშმ პირისთვის შეიქმნას თანაბარი პირობები მათი პოტენციალის  გამოსავლენად, დაცული იქნას შშმ პირთა უფლებები და სამოქალაქო ინტერესები, ხელი შეეწყოს მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და  კულტურულ პროცესებში.

თქვენ როგორ გესახებათ, რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ და საზოგადოებამ იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა თავი საზოგადოების სრულფასოვან  წევრად იგრძნონ და ცხოვრება გაუდვილდეთ?

– პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან აუცილებლად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, ლობირება და მათი ჰარმონიზაციაში მოყვანა საერთაშორისო აქტებთან მიმართებაში, სოციალური მეწარმეობის განვითარება, შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება შშმ პირთა მიმართ საზოგადოებრივი აქციების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, ინკლუზიური ტურისტულ-გამაჯანსაღებელი განვითარების ხელშეწყობის და სხვა აქტივობების გზით.

ესაუბრა 

ლაკო ბიტ-ბაბიკოვი

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები
ახალი ამბები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა
ახალი ამბები

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია
ახალი ამბები

გარდაბნის ავარიაში დაღუპული ძმების ვინაობა ცნობილია

05/14/2026
„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი
ახალი ამბები

„18 წლისები იყვნენ… მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, ჩემ სახლთან მოხდა…” – რას ჰყვება მძიმე ავარიაზე ადგილობრივი

05/14/2026

საინტერესო

თინა ხიდაშელმა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა

11 years ago
დიმიტრი ყიფიანი:”დღის მეორე ნახევარში მინერალური წლის აღება ყველას შეეძლება”

დიმიტრი ყიფიანი:”დღის მეორე ნახევარში მინერალური წლის აღება ყველას შეეძლება”

10 years ago
საქართველოში საშუალო მომხმარებლის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 178.1 ლარია

საქართველოში საშუალო მომხმარებლის არსებობისთვის საჭირო მინიმალური თანხის ოდენობა 178.1 ლარია

5 years ago

მაია ცქიტიშვილი : სამთავრობო ცვლილებების პრიორიტეტი ხარჯების დაზოგვა არ არის

8 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by