• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 21, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თინათინ ხიდაშელი: „საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ნატოს წევრობას“

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“პრეზიდენტის ვეტო მოსალოდნელი იყო”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

xidasheliსაქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატო-ს შტაბ-ბინაში საფრანგეთის, გაერთიანებულ სამეფოსა და პოლონეთის თავდაცვის მინისტრებს შეხვდება, – ამის შესახებ ხიდაშელმა ტელეკომპანია “კავკასიის” გადაცემა “ბარიერის” ეთერში, ბრიუსელში 8 ოქტომბერს დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე საუბრისას აღნიშნა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით გამოყო შეხვედრა პოლონელ კოლეგასთან, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი.

“პოლონეთის თავდაცვის მინისტრთან საქართველოსა და პოლონეთს შორის საიდუმლოების სფეროში ინფორმაციის გაცვლის შესახებ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას გავაფორმებ, რომელიც ჩვენ ნატოს არსებითი პაკეტის უფრო ეფექტურად იმპლემენტაციაში დაგვეხმარება. აქამდე, ჩვენ სხვადასხვა პროექტების წარმატებით განხორციელების სფეროში ტექნიკური ბარიერი გვქონდა. ორი კვირის წინ ჩემი პოლონეთში ვიზიტის დროს, მე და პოლონეთის თავდაცვის მინისტრი შევთანხმდით, დავიცავით შეთანხმებას, დავასრულეთ პროცედურები და 7 ოქტომბერს ამ ხელშეკრულების ხელმოწერა იქნება”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგი შეხვდება. თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რომ სტოლტენბერგი საქართველოს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

“ნატო-ს გენერალურ მდივანს აშშ-ში ერთი კვირის წინ შევხვდი. ძალიან ბევრი მიმდინარე საკითხი და დეტალია, რომელზეც ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი, რომ ამდენ დროს უთმობს საქართველოს. ის რამდენიმე ხნის წინ იყო საქართველოში, როდესაც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა. ვიზიტი მქონდა მანამდე ბრიუსელში, სადაც საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გვქონდა; ერთი კვირის წინ ამერიკაში შევხვდით და ხვალ კიდევ მექნება მასთან საუბრის შესაძლებლობა. ეს თავისთავად მნიშვნელოვანია. ეს მეტყველებს ყურადღებაზე და მნიშვნელობაზე, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს ანიჭებს. ამისთვის მას მხოლოდ დიდი მადლობა შემიძლია ვუთხრა”.

თინათინ ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც 28+1-ის ფორმატში გაიმართება: “შესაძლებლობა მექნება ნატოს ყველა მინისტრის წინაშე წარვსდგე ყველა იმ პრიორიტეტით, რომელიც ამ წუთებში საქართველოს გააჩნია პოლიტიკურად ანუ რა პოლიტიკური მოლოდინები აქვს საქართველოს ვარშავის სამიტიდან, დეკემბრის მინისტერიალიდან, ასევე ვისაუბრო იმ პრაქტიკულ ასპექტებზე, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში გვაქვს, პრობლემებზე, წინაღობებზე, წარმატებებზე იმიტომ, რომ ეს პროცესი არის ძალიან დინამიური. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი დახმარება, რომელსაც მუდმივად ვიღებთ მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენ კიდევ მორიგი ასეთი შეთავაზებები გვექნება ნატოს მინისტრებისთვის”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა
მან საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრა.

“მჯერა, რომ საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ნატოს წევრობას. მაგრამ ეს არ არის საინტერესო, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები, ეს გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს, რომელიც მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ზის. ჩემი მთავარი ამოცანაა ნატოს წევრობა. ტაქტიკური ამოცანა არის ის, თუ როგორ უნდა მივიდეთ მთავარ სტრატეგიულ ამოცანამდე. საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მაპ-ის მიღება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, გასავლელი ნაბიჯი. მაპ-ის ნაბიჯს რომ გაივლი, ამის შემდეგ დადგები წევრობის გზაზე. ვამბობ, რომ საქართველომ გაიარა მაპ-ის გზა. საქართველო დღეს ახორციელებს ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტს, რომლის მაგვარიც, მიახლოებულიც კი არცერთ ქვეყანას საქართველოს გარდა არ ჰქონია. ჩემი ტაქტიკური ამოცანა სტრატეგიული ამოცანის მისაღწევად არის ის, რომ საქართველომ უნდა გამოტოვოს მაპ-ის ეტაპი. ჩემი სტრატეგია, ასევე ტაქტიკა არის აბსოლუტურად ღია და მე ეს გზა სრულიად შეგნებულად ავირჩიე იმიტომ, რომ საქართველოს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ დახურულ კარს მიღმა რაღაც თემებზე ჩუმად ილაპარაკოს. საქართველოს სჭირდება ძალიან ღია, ნათელი პოლიტიკა, რომელიც ღია და ნათელი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის და ყველას გვეცოდინება ვის რა მოლოდინები აქვს. ჩვენ ვითხოვთ მაპ-ზე გადახტომას. თუმცა, მაპ-ს თუ მოგვცემენ უარს არ ვიტყვით. ეს არის პოლიტიკური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს. პოლიტიკურად იქ ვართ, რაც გვითხრეს ბუქარესტში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი მაპ-ის შესრულების შემდეგ. ხვალ რომ იყოს ის მომენტი, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაუდგათ, ჩვენ ხვალ ნატოში არ მიგვიღებენ იმიტომ, რომ ვალდებულებად გვიწერია მაპ-ი უნდა გავიაროთ. ჩემი ამოცანაა ქვეყანა იმ მომენტისთვის იყოს მზად, როცა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ სტრატეგიული მომენტი დადგება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომენტი ძალიან მალე დადგება ძალიან სამწუხარო რეალობის გამო, რაც დღეს ხდება სირიაში, სამწუხარო ამბების გამო, რომელიც დღეს მსოფლიოში ხდება. მე ძალიან ოპტიმისტურად და რეალისტურად ვუყურებ ამ შესაძლებლობას. ოღონდ გზაზე ბარიერი არ უნდა გვქონდეს”, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

სოციუმში დაკარგული ინდივიდუალობა

სოციუმში დაკარგული ინდივიდუალობა

10 years ago
ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში – „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ტრაგედია ნინო და ილიკო სუხიშვილების ოჯახში – „სუხიშვილები“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

10 months ago
ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს

ევროკავშირი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარს უჭერს

10 years ago
სასამართლომ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

9 years ago

ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. არსებული ცნობით, შემთხვევის დროს...

მეტის ნახვაDetails
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026
ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

ტრაგედია „გლდანი მოლში“ – ახალგაზრდა კაცი აფთიაქში გარდაიცვალა

10/19/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს 10/20/2026
  • ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს 10/20/2026
  • სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება 10/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by