• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მარკესი -,,შობა დღეს არავის ახსენდება ღმერთი“

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მარკესი -,,შობა დღეს არავის ახსენდება ღმერთი“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მარკესიგაბრიელ გარსია მარკესი თავის პუბლიცისტურ ნაშრომში: ,,ეს ავისმომასწავებელი შობა“ – წერს:

შობა დღეს აღარავის ახსენდება ღმერთი. უწყვეტი საყვირი და ფეიერვერკი, ფერად-ფერადი გირლანდები, უთვალავი უდანაშაულო ყელგამოღადრული ინდაური და უზომო ფულის სურვილი, რათა, რეალურ შესაძლებლობათა მიუხედავად, არ შერცხვე და ჩნდება კითხზვა: რჩება კი თუნდაც წამი იმისათვის, რომ გაიაზრო: ესოდენ მფლანგველობა იმისთვისაა, რათა აღინიშნოს იმ ჩვილის დაბადების დღე, რომელიც 2000 წლის წინათ ღარიბულ თავლაში იშვა, შორიახლო იმ ადგილიდან, სადაც დაახლოებით ათასი წლით ადრე დაიბადა მეფე დავითი. 954 მილიონ ქრისტიანს სწამს, რომ ეს ჩვილი ხორცშესხმული ღმერთი იყო, მაგრამ ბევრი შობას ისე აღნიშნავს, თითქოს ამის არც სჯეროდეს. გარდა ამისა, შობას დღესასწაულობს მილიონობით ის ადამიანი, რომელიც არასოდეს ყოფილა რელიგიური, მაგრამ უყვარს ქეიფი, და აგრეთვე ისინიც, მზად რომ არიან თავდაყირა დააყენონ სამყარო, რათა აღარავინ იწამოს. საინტერესოა, გულის სიღრმეში რამდენი ფიქრობს, რომ შობა დღევანდელი სახით აუტანელია; და ცრურწმენისა გამო ვერ ბედავს იმის თქმას, რომ ეს უკვე არა რელიგიური, არამედ სოციალური დღესასწაულია.

ყველაზე მძიმე კი ის კულტურული კატასტროფაა, რასაც ასერიგად გადაგვარებული შობა იწვევს ლათინურ ამერიკაში. ძველად, როდესაც გაგვაჩნდა მხოლოდ ესპანელთაგან ნამემკვიდრევი წეს-ჩვეულებები, ოჯახური ბაგა-საკვებური ხალხური წარმოსახვის საოცრებას წარმოადგენდა. ჩვილი ღმერთი უფრო დიდი იყო, ვიდრე ხარი, ბორცვებზე აღმართული კოპწია სახლები კი ღვთისმშობელზე დიდი. და არავინ აქცევდა ყურადღებას ანაქრონიზმებს: ბეთლემის პეიზაჟში დასაქოქ მატარებელს, რომლის ფუმფულა ხავერდის თათი უფრო დიდი იყო, ვიდრე იმ ლომისა, სასტუმრო ოთახის სარკეში რომ ირეკლებოდა; ანდა საგზაო აგენტს, რომელიც იერუსალიმის ერთ-ერთ უბანში ცხვრის ფარას მიერეკებოდა. ყოველივე ამას ემატებოდა ოქროსფერი ქაღალდისაგან გამოჭრილი ვარსკვლავი, შუაში მიმაგრებული მანათობლითა და ყვითელი აბრეშუმის სხივით, რომელსაც მოგვებისათვის უნდა მიეთითებინა გზა ხსნისა. ყოველივე სშინელი იყო, მაგრამ ჩვენეული; და, ყოველ შემთხვევაში, მებაჟე რუსოს მიერ ცუდად გადახატულ სურათებს სჯობდა.

მითოლოგიზაცია დაიწყო ადათით: სათამაშოები მოაქვთ არა მოგვებს – როგორც წესითა და რიგით ხდება ესპანეთში, არამედ ჩვილ ღმერთს. ბავშვობაში უფრო ადრე ვიძინებდით, რათა უფრო ადრე მიგვეღო საჩუქრები, და ბედნიერები ვიყავით, როდესაც უფროსების მიერ მოგონილ პოეტურ ტყუილებს ვისმენდით. თუმცა ხუთიოდე წლის ვიქნებოდი, როდესაც ვიღაცამ ჩვენს ოჯახში გადაწყვიტა, სიმართლის გამჟღავნების დრო დადგაო. ეს იყო იმედგაცრუება და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მართლა მჯეროდა, სწორედ ჩვილს მოაქვს ჩემთან სათამაშოები-მეთქი. იმიტომაც, რომ მინდოდა ისევ და ისევ დამეჯერებინა ყოველივე ეს. გარდა ამისა, სავსებით მოწიფულის ლოგიკით დავასკვენი, რომ დანარჩენი კათოლიკური მისტერიებიც მშობლების მიერ იყო გამოგონილი ბავშვების გასართობად, და აღმოვჩნდი სმოთხის კარიბჭესთან. იმ დღეს, როგორც ამას დაწყებითი სკოლის იეზუიტი მასწავლებლები ამბობდნენ, დავკარგე უმანკოება: აღმოვაჩინე ისიც, თურმე არც ბავშვები მოჰყავდათ წეროებს პარიზიდან, რისი დაჯერებაც ძალიან მინდოდა, რათა მეტად მეფიქრა სიყვარულზე და ნაკლებად _ აბებზე.

უკანასკნელი ოცდაათი წელია მსოფლიო მასშატბის კომერციული ოპერაციის შედეგად ყევლაფერი შეიცვალა, რაც, იმავდროულად, გამანადგურებელი კულტურული აგრესიაა. ჩვილი ღმერთი ტახტიდან ჩამოგდებულ იქნა გრინგოებისა და ინგლისელთა სანტა კლაუსის მიერ, რაც ფრანგებისათვის პაპა ნოელია, და რომელთაც სუყველანი ძალიან კარგად ვიცნობთ. მან ყველაფერი თან წამოიღო: ხარ-ირემში შებმული ციგა და სათამაშოებით დახუნძლული ნაძვის ხე, ფანტასტიკური თოვლის გრიგალიც კი გამოაყოლა. სინამდვილეში ეს ლოთისცხვირიანი უზურპატორი სხვა არავინაა, თუ არა კეთილი წმინდა ნიკოლასი, წმინდანი, რომელიც ძალიან მიყვარს თუნდაც იმიტომ, რომ ჩემი პოლკოვნიკი პაპის წმინდანია; მაგრამ საერთო არაფერი აქვს შობასთან, მით უმეტეს, ლათინური ამერიკის ტროპიკული შობის ღამესთან. ჩრდილოური ლეგენდის თანახმად, წმინდა ნიკოლასმა  გააცოცხლა და განკურნა რამდენიმე სკოლის მოწაფე, რომლებიც დათვმა თოვლში დაგლიჯა; ამიტომაც გამოაცხადეს ბავშვების მფარველად. მაგრამ მისი ხსენების დღე აღინიშნება 6 და არა 25 დეკემბერს. ინსტიტუციური ხასიათი მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხის ლეგენდამ გერმანიის ჩრდილოეთ პროვინციებში XVIII საუკუნის ბოლოს მიიღო; ხოლო ას წელზე ცოტა მეტი ხნის წინათ დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში გადაინაცვლა. შემდეგ გავრცელდა შეერთებულ შტატებში, და მათ კი ეს ტრადიცია ლათინურ ამერიკაში გამოგვიგზავნეს მთელი თავისი კონტრაბანდული კულტურით: ხელოვნური თოვლით, ფერადი კელაპტრებით, ფარშირებული ინდაურითა და ორკვირიანი ზღვარსგადასული მომხმარებლობით, რომლისგანაც თავის დაღწევას ძალიან ცოტანი თუ ვბედავთ. და მაინც, ალბათ ყველაზე საბედისწერო ამ მომხმარებლური შობიდან ის უბადრუკი ესთეტიკაა, რომელიც მას თან მოჰყვა: უგემოვნო საფოსტო ბარათები, ფერადი ნათურების აცმა, მინის ზანზალაკები, ზღურბლზე დაკიდებული ფითრის გვირგვინი, ინგლისურიდან თარგმნილი საშობაო სიმღერები გონებაჩლუნგთათვის და სხვა უამრავი ბრწყინვალე სიბრიყვე, რომელთა გამოც არც კი ღირდა ელექტრობის გამოგონება.

და ყოველივე ეს ხდება წლის ყველაზე შემაშფოთებელი დღესასწაულის დროს: ჯოჯოხეთურ ღამეს, როდესაც ბავშვები ვერ იძინებენ მთვრალებით სავსე სახლში, ოთახიდან ოთახში რომ ბორიალობენ და ეძებენ ადგილს, სად დაიცალონ, ან სულაც დასდევენ სხვის ცოლებს, რომელთა ქმრებსაც სასტუმრო ოთახში დაძინების ბედნიერება ერგოთ წილად. ყველაფერი სიყალბეა. ეს არ არის სიმშვიდისა და სიყვარულის ღამე, არამედ, პირიქით _ ეს არის ზეიმი იმათთვის, ვისაც ერთმანეთი არ უყვარს. ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ბოლოს და ბოლოს უნდა შეასრულო გადადებული ვალდებულებანი, რომელთა შესრულებაც არ გინდა: მოიპატიჟო საცოდავი უსინათლო, რომელიც არავის ახსოვს, ან ბიძაშვილი ისაბელი, თხუთმეტი წლის წინათ დაქვრივებული, ან დამბლადაცემული ბებია, რომლის გამოჩენასაც ვერავინ ბედავს. ეს დეკრეტით ნებადართული მხიარულებაა, სიყვარული სიბრალულისა გამო, წამი გაცემისა, იმიტომ, რომ შენც გწყალობენ და წამი ტირილისა საჯარო ახსნა-განმარტების გარეშე. ბედნიერება გამოწვეულია იმით, რომ სტუმრებმა დალიონ ყველაფერი, რაც წინა შობიდან მორჩა: პიტნის კრემი, შოკოლადის ლიქიორი, ბანანის ღვინო. არც ის არის გასაკვირი, რომ დღესასწაული ხშირად ჩხუბითა და სროლით მთავრდება, და აღარც ის, რომ ამდენი სისასტიკის შემხედვარე ბავშვები დაიჯერებენ _ ჩვილი იესო დაიბადა არა ბეთლემს, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებში.

ნატალია ჯალაღონია

 

Share2Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 1 ადამიანი მძიმედ დაშავდა

9 years ago
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლატვიის თავდაცვის სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

12 years ago
საქართველო პირველად მონაწილეობს  პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე

საქართველო პირველად მონაწილეობს პეკინის საერთაშორისო ხელოვნების ბიენალეზე

9 years ago

ჯონ მაკკეინი საქართველოს ეწვევა

10 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by