• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ფიქრები ჰარომონიის სკვერიდან“

10 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
„ფიქრები ჰარომონიის სკვერიდან“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჰარმონია„ჰარმონიის“ სკვერში ერთადერთი თავისუფალი სკამი იყო, ისიც განაპირას. ბევრი არ მიფიქრია, ჯერ ჩემი ჩანთა დაეშვა მძიმედ (უფრო დაეხეთქა) ხის ზედაპირზე, შემდეგ –  მე.

შეყვარებულმა წყვილებმა უცნაურად ამათვალიერეს.  შეიძლება იმიტომ, რომ „ჰარმონიის“ სკვერში მარტო თითქმის არავინ დადის ან იქნებ იმიტომ, რომ უბრალოდ მათი ჰარმონია დავარღვიე. საბედნიეროდ, მალე მობეზრდათ ჩემი ამ ქმედების შესაძლო გამომწვევი ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორების განხილვა და სელფების გადაღება განაგრძეს. შორიახლოს ძაღლი და მოხუცი ასეირნებდნენ ერთმანეთს. ქარმა დაუბერა და გამხმარი ფოთლები ჩემკენ წამოხვეტა. ცხოვრებაში მეორედ ვინანე, რომ ქუდს არ ვწყალობ… გასასვლელიდან ვიღაც შემოვიდა, პალტოს ღილებბოლომდეშეკრული. ახლა რაღაცას მკითხავს, ალბათ საათს – გავიფიქრე და უცნობმაც არ დააყოვნა:

– სიგარეტი არ გაქვს? – არაა!

– სხვა დროს გამიკვირდებოდა ან გამეცინებოდა მაინც. – კარგი!

– შებრუნდა და წავიდა. ადამიანებს ნებით ან უნებლიეთ ყურადღება ექცევინებათ დამთხვევების თუ შემთხვევითობების მიმართ. ამიტომ ცოტა მეუცნაურა, წეღანდელი უცნობი რომ ისევ გამოჩნდა, ამჯერად სიგარეტის კოლოფით ხელში. მოვიდა, უცერემონიოდ დაჯდა და ჯიბეები მოიჩხრიკა, ალბათ სანთებელასთვის.  „მოწევა კლავს“

– უნებლიეთ გადავიკითხე ყველაზე უწყინარი ფრაზა და ცისკენ მიმავალ კვამლს გავაყოლე თვალი… ის ეწეოდა და უყურებდა რაღაცას შორს, მგონი გზის მოპირდაპირე მხარეს ბილბორდზე გამოსახულ საბურავებს. შემდეგ პალტოს ჯიბიდან ფანქარი ამოიღო და სიგარეტის კოლოფზე წრეების ხაზვა დაიწყო. გამიხარდა, ვიღაც ჩემზე უნიჭოდ ხაზავდა წრეებს.

მოულოდნელად წამოდგა, კოლოფი სკამზე დატოვა და წავიდა. გოგოების უმეტესობა ინახავს ყველა სულელურ ნივთს, საღეჭი რეზინის შესაფუთი ქაღალდით დაწყებული, საბრძოლო ტანკით დამთავრებული, თუ ეს რაიმე უცნაურს ან რომანტიკულს უკავშირდება. ამიტომ მეც, ჯერ ყურადღებით დავაკვირდი კოლოფზე გამოსახულ სამ წრეს, შემდეგ კი შეუმჩნევლად მოვათავსე კონსპექტებს შორის. მეორე დილით ქალის ხმამ გამაღვიძა, რომელიც მონოტონურად კითხულობდა გამოცდის მსვლელობისას აკრძალული ქმედებების სიას. თავში ათას ერთი კითხვა შემოვიდა…   პირველ რიგში ის  მაინც უნდა გამერკვია, რომელ გამოცდას ვაბარებდი. ფრთხილად ავწიე გადაბრუნებული ტესტის კუთხე და დამკვირვებლის ხმა დამედევნა: – ხომ გაგაფრთხილეთ, ტესტს არ შეეხოთ, სანამ არ გეტყვით-მეთქი. წაკითხვა მაინც მოვასწარი. ტესტს დიდი შავი ასოებით ეწერა: „ვერბალური ნაწილი“. – ეს ხომ უკვე იყო! თანაც სამი წლის წინ! -თავში შემოსული კითხვები გაორმაგდა. – დაიწყეთ წერა! – სწრაფად გადავშალე ფურცლები. ისევ ის ტესტი იყო, სამი წლის წინ რომ საშინლად ვწერე. წარმოდგენა არ მქონდა, რა მოხდა, მაგრამ, მგონი, ის შემთხვევა უნდა  ყოფილიყო,  მეორე შანსს რომ უწოდებენ, შემეძლო შემეცვალა წარსული.. სამი საათის შემდეგ ასე აღარ ვფიქრობდი…

თავის დროზე მხოლოდ მიღებული ქულა ვნახე, რა შემეშალა, არ მიძებნია. ახლაც, ალბათ მაშინ დაშვებულ სულ ცოტა ორ მექანიკურ შეცდომას გავასწორებდი, ძირითად შეცდომებს ისევ დავუშვებდი. გაბრაზებულმა გამოვართვი ჩანთა ჩანთების ჩამბარებელ ქალს და კიდევ ერთხელ დავიბენი: ჩანთაში სიგარეტის კოლოფი ეგდო, ამჯერად ცენტრში დახაზული ორი წრით. შემდეგი გაჩერება „ურთიერთგაგების  გამზირი“ – გაისმა ნაცნობი ხმა და მატარებელი დაიძრა.

– ესეც იყო უკვე, ერთი წლის წინ. აქ მეგობარი ცხოვრობდა, რომელიც ჩემთვის აბსურდული, მაგრამ მისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო მიზეზის გამო დამშორდა. ამ შანსს მაინც გამოვიყენებ!

– გავიფიქრე და მხიარულად ავუყევი კიბეს. ნინი ისე ტიროდა, როგორც ერთი წლის წინ. ამჯერად სერიოზული სახით ვუსმენდი და ვცდილობდი გამეგო, როგორ შეიძლება ხელი ჩაიქნიო ცხოვრებაზე, იმის გამო, რომ ინტერნეტით გამოწერილი კაბა მუქი ლურჯი აღმოჩნდა და არა შავი. მოვიფიქრე დამამშვიდებელი, დამაიმედებელი სიტყვები, შევარჩიე ინტონაცია, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ერთ დიდ სისულელედ მომეჩვენა და ისევ ის ვუთხარი, რაც ერთი წლის წინ:

-კარგი რა! რა მნიშვნელობა აქვს. რეაქციაც ერთი წლის წინანდელი იყო… სიგარეტის კოლოფზე ერთი წრე დარჩა.

პროექტი „ხეები საყოფაცხოვრებო ნარჩენების  გარეშე“ დასრულდა. პროექტის მონაწილე ბიჭი, მე რომ მომწონდა, გაჩერებაზე იდგა, წიგნით ხელში. ეს კადრიც იყო უკვე, უახლოეს წარსულში. კარგად მახსოვს, სანამ მე დაბნეულობისგან მოპირდაპირე კორპუსში ფანჯრების რაოდენობას ვითვლიდი, ბიჭი ავტობუსს გაჰყვა.

გადავწყვიტე, ამჯერად უფრო გაბედული ვყოფილიყავი. ჯერ მივუახლოვდები და საათს ვკითხავ;  შემდეგ  წიგნზე გადავალ, მგონი, კამიუ უნდა იყოს;  დღევანდელ პროექტსაც განვიხილავ მოკლედ; არა, ვერ მივალ! არა, მივალ! თვალები დავხუჭე, ამოვისუნთქე, გავახილე და … ავტობუსმა ცხვირწინ ჩამიქროლა. ქუჩა გადავჭერი. სიგარეტის კოლოფი პირველივე ნაგვის ურნაში გადავაგდე.

– რა აზრი ჰქონდა უკან დაბრუნებას და  შეხსენებას, რომ სწორად არაფერს ვაკეთებ? ეგ ხომ ისედაც ვიცოდი. ან საერთოდ ვინ იყო ის მოცლილი, მაინცდამაინც ჩემთვის რომ მოიცალა? შევჩერდი და რკინის კარს ძლიერად მივაწექი. „ჰარმონიის“ სკვერში ერთადერთი თავისუფალი სკამი იყო, ისიც განაპირას. ბევრი არ მიფიქრია, ჯერ ჩემი ჩანთა დაეშვა მძიმედ (უფრო დაეხეთქა) ხის ზედაპირზე, შემდეგ –  მე. შეყვარებულმა წყვილებმა უცნაურად ამათვალიერეს.

შეიძლება იმიტომ, რომ „ჰარმონიის“ სკვერში მარტო თითქმის არავინ დადის, ან იქნებ იმიტომ რომ უბრალოდ მათი ჰარმონია დავარღვიე. საბედნიეროდ, მალე მობეზრდათ ჩემი ამ ქმედების შესაძლო გამომწვევი ბიო-ფსიქო-სოციალური ფაქტორების განხილვა და სელფების გადაღება განაგრძეს. შორიახლოს ძაღლი და მოხუცი ასეირნებდნენ ერთმანეთს. ქარმა დაუბერა და გამხმარი ფოთლები ჩემკენ წამოხვეტა. ცხოვრებაში მესამედ ვინანე, რომ ქუდს არ ვწყალობ…

ანა ვარდოსანიძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In