• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა მატებს ქრისტიანულ დღესასწაულებს განსაკუთრებულობას?!

10 years ago
in რელიგია
A A
რა მატებს ქრისტიანულ დღესასწაულებს განსაკუთრებულობას?!
8
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველო მდიდარია დღესასწაულებით რომლეთა აღნიშვნის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და ეფუძნება იმ წეს-ჩვეულებებსა თუ რწმენა-წარმოდგენებს,  რომელიც დამახასიათებელი იყო თითოელი რეგიონისათვის. საზეიმო დღეები ბევრი გვაქვს, ამ დღეების აღსანიშნი ტრადიციები კიდევ უფრო მრავალფეროვანი. იმდენად, რომ ხშირად იკარგება დღესასწაულის მთავარი არსი და ზოგჯერ თეატრალურ წარმოდგენასაც კი  ემსგავსება ღრმა რელიგიური შინაარსის მატარებელი დღეები.

რა არის დღესასწაული,  რა  დატვრთვის მატარებელია დღესასწაულების აღნიშვნა ქრისტიანობაში,  რას ვზეიმობთ მაშინ, როცა რომელიმე წმინდანის აღსრულების დღეს აღვნიშნავთ, ამ და სხვა თემებზე „თბილისი თაიმსი“ ჯვრის ამაღლების ტაძრის მღვდელმსახურ მამა იაკობ მუჯირს ესაბრა.

მამაო იაკობიმამა იკაობ, რა უდევს საფუძვლად დღესასწაულების აღნიშვნის ტრადიციას მართლმადიდებლობაში და რა არის ზოგადად დღესასწაული, მისი არსი და დანიშნულება?

– ცალკეული დღესასწაული ინდივიდუალურად არის განსახილველი. არსებობს თორმეტი უძრავი, საუფლო დღესასწაული, ასევე რიგით და რანგით განსხვავებული დღესასწაულები, რომლებიც ნაკლები ზეიმურობით აღინიშნება საუფლოსთან შედარებით, მაგრამ არანაკლები სიხარულით.  მნიშვნელოვანია რამ შესძინა ამა თუ იმ დღეს განსაკუთრებულობა, მნიშვნელოვნობა. იმან, რომ რაიმე  ისტორიული მოვლენა აღსრულდა თუ საღმრთო განგებულება. ყველას ერთად ვერ განვიხილავთ… სხვა არის აღდგომა, შობა, ნათლისღება, გიორგობა, რომელსაც უფრო ეროვნულ დღესასწაულის სახე აქვს, სხვა არის თუნდაც ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის დღესასწაული, რომელიც  არის ყველაფრის დასაწყისი, განგებულობის დასაბამი.  დღესასწაულია მაგალითად ყოველი კვირა დღე, იმიტომ რომ ის არის აღდგომის  სწორი დღე, დღესასწაულია ყოველი წირვა, რადგან ყოველ წირვაზე „მოდის“ მეუფე, ოღონდ ზეცათა, აქედან გამომდინარე ის აღმატებული დღეა. აღდგომა კი ყველაზე მთავარი დღესასწაულია. ამ ყოველივესთვის განკაცდა ღმერთი, ამისთვის შეიმოსა მან ხორცი.  ქროსტე არის მეუფე, რომელიც წმინდაა, რომელიც ძლიერია. ყოვლად კმა, უკვდავია, საუკუნეთა უწინარესია, აღმატებულია. ჩვენი მეუფე სიკვდილით სიკვდილის დამძლევია. ამით გამოიხსნა ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებიდან უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ისურვებს უფალთან მყოფობას.

ამ ყველაფრის გააზრებით, თითოეული მოვლენის, წმინდანის მოღვაწეობის გაცნობის შემდეგ იწყება დღესასწაულის აღნიშვნა, რომელიც განსაკუთრებულ მზადებას საჭიროებს. ყოველ დღესასწაულზე ახალი ფურცლიდან უნდა დაიწყოს მორწმუნემ  სულიერი ცხოვრება.

პირველი დღესასწაული იყო აღდგომა, რომელსაც აღნიშნავდნენ. სხვათაშორის კვერცხი შეღებვის ტრადიციაც აქედან მოდის. ამის შემდეგ არის ამაღლება. უფლის ამაღლებას აღდგომის შემდეგ იმიტომ ვდღესასწაულობთ, რომ გავიაზრეთ რა სიდიადე მოხდა, ჩვენი დაცემული ადამიანური ბუნება განწმინდა ღმერთმა და დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამისა. მესამე დღესასწაული იყო სულთმოფენობა, როცა სულიწმინდის მადლი გარდამოვიდა მოციქულებზე. ამის შემდეგ სხვა ყველა დღესასწაული იდღესასწაულება.

მამა იაკობ, საზოგადოებაში გავრცელებულია სხვადახვა რიტუალები, ტრადიციები, რომელიც ამა თუ იმ ქრისტიანული დღესასწაულის აღნიშვნასთან არის დაკავშირებული, მაგალითად ბარბარობას „ლობიანების“ გამოცხობა, ან საკლავის დაკვლა, რომელიც შემზარავ სანახობაში გადაიზრდება ხოლმე, თუნდაც გავრცელებული აზრი რომ დღესასწაულზე არ შეიძლება ხელსაქმე, მუშაობა და ა.შ. რამდენად ჯდება ქრისტიანულ ნორმებში მსგავსი დამოკიდებულება, ხომ არ ვაკნინებთ ამგვარი მიდგომით დღესასწაულის მთავრ არს?

– არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ნეოწარმართულ გარემოში.  რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ კიდევ შემორჩენილია საქართველოში წარმართული ელემენტები. ჩვენ ვერ დავიიმედებთ თავს იმით, რომ უამრავი ტაძარი შენდება, რომ მონაზვნებისა და სასულიერო პირების რიცხვი იმატებს. საერთოდ რაოდენობა ხარისხზე არ მეტყველებს. სამწუხაროდ, უმეტესწილად არც კი იციან ქრისტე ვინ არის.  რაც შეეხება სასაკლაოდ ქცევას დღესასწაულებისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მთაა,  სადაც არც თუ ისე ადვილად იღებენ სიტყვას.

რაც შეეხება დღესასწაულებზე მუშაობას, ხელსაქმეს, ეს უფრო ძველაღთქმისეული გადმონაშთია, აქ  იყო შაბათი დღე, საღვთო უქმობა. ახალი აღთქმის შაბათი არსობრივად  კვირა დღეს  მიემართება, რაც ნიშნავს მთელი კვირის განმავლობაში აღასრულე შენი საქმეები, რაც გევალები, მაგრამ ბოლო დღეს ამოისუნთქე სულეიერად, იყავი ღმერთის ძიებაში და ამ ძიებაში დაისვენებ. აქ არ შეიძება ფარისევლური მიდგომა, რომ აუცილებლად უნდა ვიუქმოთ,  თუ ადამიანს დახმარება სჭირდება აუცილებლად უნდა შევეწიოთ, რათა „ლოცვა ცოდვათ არ შეგვერაცხოს“, ეს დახმარება შესაძლოა გარკვეულ საქმიანობაში იყოს გამოვლენილი.

და ბოლოს მამაო რატომ ვზეიმობთ, ვდღესასწაულობთ სხვადასხვა წმინდათა გარდაცვალების, წამების დღეებს?

– უმეტეს წილად სიკვდილი  სასურველია წმინდა ადმიანისთვის. სიკვდილი  მათთვის არის ქრისტესთან მიახლება. წმინდა წერილში ვკითხულობთ: „ გამოიყვანეს საპყობილით სული ჩემი რაითა აღვუარო სახელსა შენსა“,  ანუ მალე დატოვოს ჩემმა სულმა სხეული, რომ მთელი ძალმოსილებით,  უკვდავი სულით ვიყო შენი მადიდებელი. ფილიპელთა მიმართ პირველი ეპისტოლის 23-24 მუხლებში მოციქული ამბობს: „ხოლო შეპრობილ ვარ ორთა სულთაგან, გული მეტყვის გასვლად,  ქრისტესთანაყოფად, ხოლო დადგრომაი ხორცთა შინა უნდა ველადრე თქვენთვის“.

ჩემ სულს უნდა ქრისტესთან ვიყო და გადავიცვალო, არა იმ გაგებით რაც გულისხობს სუიციდით თვითმკვლელობას,  დეპრესიას, წარუმატებელობას, არამედ მხოლოდ და მხოლოდ სისავსეს და ღმერთთან განსაკუთრებულად მიახლების სურვილს. მას უყვარს ქრიტე, მაგრამ ამავე დროს უყვარს მოყვასი. და თუკი მეორე აზრი მეუბნება რომ  უნდა იცოცხლო მხლოდ და მხოლოდ თქვენთვის, რომ თქვენ არ დაგტოვოთ მარტო… აი ამ მდგომარობას უნდა მიღწევა, აი, ეს არის სადღესასწაულო.

მოწამოება და უფალთან ყოფნისთვის სიკვდილის სურვილის არსებობა ნიშნავს, რომ ადამიანმა ძალიან დიდი გზა გაიარა, ამას სჭირდება დიდი  ღვაწლი. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვდღესასწაულობთ იმას, რომ თავი მოკვეთეს ან სიკვდილით დასაჯეს ესა თუ ის პიროვნება, არამედ ვდღესასწაულობთ იმას, რომ იგი იმგვარად ამაღმლდა  ამ სოფელზე, ფიზიკურ ტკივილის განცდაზე, რომ მისთვის მთავარი საწადელი იყო ქრისტე.

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

დავით უსუფაშვილი: “მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის გამო, ინდონეზიას საქართველოსთან ბევრი საერთო აქვს”

10 years ago
საქსტატი: 2015 წლის მე-2 კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა

საქსტატი: 2015 წლის მე-2 კვარტალში მშპ-ის რეალურმა ზრდამ 2.5% შეადგინა

11 years ago
ილია მეორე ხვალ სამებაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

10 years ago

მეგის ქარდავას სერგო თეთრაძის საქმეზე პატიმრობა მიესაჯა

11 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by