• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სუფთა გარემო „მენაგვის“ თუ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი

11 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სუფთა გარემო „მენაგვის“ თუ ჩემი მოქალაქეობრივი ვალი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სამყარო საოცრად შეიცვალა. ბაღებისა და სკვერების ნაცვლად ყველგან ავტოსადგომებია. ბუნების წიაღიდან ადამიანი მრავალსართულიანი შენობების ტყვეობაში აღმოჩნდა; ქიმიური წარმოების ნარჩენები პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება… ჩვენ კი რატომღაც გვიკვირს, რატომ აღარ არის ადამიანი დღეს ისეთი ჯანმრთელი, როგორიც, თუნდაც, გასულ საუკუნეში იყო. საინტერესოა, რამდენად გრძნობს ადამიანი თავს ქვეყნის, სამყაროს, ბუნების პატრონად და თუ გრძნობს, რაში გამოიხატება ეს?!. ხშირად გვესმის „ოხ, ეს ახალი თაობა, სულ დაკარგეს ზრდილობა, აი ჩემს ახალგაზრდობაში…“ და მსგავსი ფრაზები. რეალურად პრობლემა თაობათა ცვლაში არ არის, პრობლემა შინაგან დამოკიდებულებასთან ერთად აღზრდა და გაუნათლებლობაა.

ბუნკერი

ყველა ადამიანი ინდივიდია, თითოეულს განსხვავებული ხედვა და მოსაზრებები აქვს ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. დაზიანებული ინვენტარი სკოლებში, დაგლეჯილი სავარძლები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დამტვრეული და განადგურებული საბავშვო ატრაქციონები პარკებში… დარწმუნებული ვარ, ყოველ დილით გხვდებათ ზემოთხსენებულიდან ერთ–ერთი მაინც. თქვენ, რა თქმა უნდა, არ მოგწონთ, მაგრამ  არც აპროტესტებთ „მე რა შემიძლია?“ დამოკიდებულებით.

სწორედ ამ თემას ეხმიანება  ფეისბუქის პოსტი, რომლის წაკითხვაც ადამიანს ბევრ რამეზე დააფიქრებს: „დღეს ავტობუსში ჩემ გვერდით ადგილს იკავებს საოცარი კულტურის მფლობელი მდედრი არსება (პირდაპირი მნიშვნელობით), ცოტახანში ემზადება ჩასასვლელად, კუთვნილ ბილეთს იღებს, სკამზე ტოვებს და ჩადის ისე, ვითომ არაფერი მომხდარა. ამ დროს, გაოგნებული მე ვიღებ ამ ნაგავს და ჯიბეში ვიდებ, უნდა გენახათ როგორი სახით გამომხედა და დამამცირებელი ტონით მომაძახა ჩასვლამდე – “მენაგვე ხარ?” აქ არ დამთავრდა ყველაფერი წინ ბიჭი ზის და მეუბნება ბილეთი არ გქონდა და იმიტომ აიღე? ვ ა ი“ – წერს  სალომე ტატიშვილი. „დავიბენი, ვერ მივხვდი რას მეუბნებოდა ის ქალბატონი. გაოცებული ვიჯექი რამდენიმე წუთით ისე, რომ პასუხის გაცემაც ვერ მოვახერხე, შემდეგ კი, ახალგაზრდამაც შემამკო, მაშინ როდესაც საკუთარი ბილეთი უკვე ჯიბეში მქონდა,“ – ამბობს სალომე ჩემთან საუბრისას.

ასეთ მომენტებში ყოველთვის მახსენდება ცნობილი მულტიპლიკაციური სერიალის, „სიმპსონების“ დახურვის მოთხოვნის ისტორია. ადამიანთა დიდი ნაწილი მოითხოვდა ამას, რადგან თვლიდნენ, რომ ბარტ სიმპსონი (შვილი) ცუდ მაგალითს აძლევდა ამერიკელ ბავშვებს. პროდიუსერებმა, ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური პასუხი გასცეს – იმისთვის, რომ თქვენი შვილი არ ჰგავდეს ბარტ სიმპსონს, საჭიროა, რომ თქვენ არ ჰგავდეთ ჰომერ სიმპსონს (მამა).

ვაგონიკითხვაზე თუ რას ფიქრობს ახალგაზრდობა, რამდენად გრძნობენ ისინი გარემოსადმი მათი მოვალეობის შესრულების აუცილებლობას და რა პრობლემას ხედავენ საზოგადოებაში  ანი ცაბაძე ამბობს „საზოგადოება ყოველდღიურად უფრო და უფრო მაოცებს, მაგრამ ის რაც  მეტროს ერთ–ერთ ვაგონში ვნახე,  ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს, პეპსის ქილა მიმალული სკამის ქვეშ. არ ვიცი რამდენმა ადამიანმა გაუარა გვერდი, რამდენმა შეამჩნია ან სულაც მე პირველად ვნახე მსგავსი სანახაობა, მაგრამ მე ავდექი, უბრალოდ ავიღე და პარკში ჩავდე რომ გადამეგდო. შევამჩნიე ხალხის გაოცებული თვალებიც, დიახ მე მინდა ვიყო მაგალითი! მაგალითი იმის, რომ ჩვენს უნდა გავსუფთავდეთ! ჩვენ უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება. მე მსურს, გარემო, სადაც მე გადავაადგილდები, იყოს სუფთა!“

მსგავსი შემთხვევები ყოველდღიურად ხდება. მახსენდება ნორვეგიელ ტურისტად გასაღებული ქართველი ოთო კობახიძე.  ადამიანი, რომელმაც გერგეთზე ორი ტომარა ნაგავი მოაგროვა და ურნაში გადაყარა.“  მიხარია, თუ მე და ჩემმა დამ შევძელი ავალაპარაკეთ საზოგადოება იმ საკითხზე, რომ უკიდურესად დანაგვიანებულ გარემოში ვცხოვრობთ და რომ ეს და ჩვენი ბუნებისადმი დამოკიდებულება, სრულებით შესაცვლელია,“ – ამბობს ოთო. ის ასევე საუბრობს იმ თემაზე, რომ საზოგადოებისთვის მსგავსი ჰუმანური ქმედება საოცრებასთან ასოცირდება და აუცილებლად სხვა ეროვნების უნდა იყო, რომ  მსგავსი ქმედება ჩაიდინო. ასევე დასძენს,  „გარემოზე ზრუნვის სურვილი, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეიძლება გააჩნდეს. ბევრ ჩემ თსუ-ელ მეგობარს უთრევია სხვების დაყრილი დაგავი და უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე, კილომეტრები ზურგზე მოკიდებული ნაგვით უვლია.“  რა თქმა უნდა, არსებობენ ასეთი ადამიანები, ადამიანები, რომლებიც  მოხუცი ქალბატონის მსგავსად პოლიეთილენის პარკით ქუჩაში დაყრილ სიბინძურეს აგროვენებ ამ ფაქტის თვითმხილველი თავად გავხდი, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ვარკვირდებოდი და  მეც გამიკვირდა, გავოცდი და მივხვდი, რომ თურმე ასეთებიც შეგვიძლია ვიყოთ.  ასუფთავებენ ქალაქს, თუმცა ისინი „მენაგვეები“ არ არიან.

მარიამ ფანჩულიძე

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

არასამთავრობოები განმარტავენ თუ რატომ არ ესწრებოდნენ გუშინ შსს-ში ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების ჩვენებას

13 years ago
რიკოთის გვირაბში ავარია მოხდა

რიკოთის გვირაბში ავარია მოხდა

2 years ago

მე დავარწმუნებ ილია მეორეს ევროკავშირის სახელით, რომ განზრახვა საქართველოს ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არ გაგვაჩნია

12 years ago
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დღეს იმართება

ცესკოს პირველადი წინასწარი მონაცემები- სალომე ზურაბიშვილს 57% აქვს, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს – 43%

8 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by