• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სუადი – ცოცხლად დამწვარი

10 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
სუადი – ცოცხლად დამწვარი
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სუადიგსმენიათ “ღირსების დანაშაულის” შესახებ?

გსმენიათ, იმის შესახებ, რომ ასეთი დანაშაული, ოჯახის ” შელახული ღირსების ” აღსადგენად, ადამიანის მკვლელობასაც კი ამართლებს?

ახლა არ იკითხავთ “შელახულ ღირსებად” რა მიიჩნევა?  რა ითვლება სიკვდილის ტოლფასად?

ქორწინებამდელი სიყვარული !

ცოტა დაიბნევით, მაგრამ სწორედ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში ხდება ეს. საუკუნეში , რომელიც ასეთ აზროვნებას და  ქმედებას თითქოს არ უნდა ღებულობდეს, მაგრამ სადღაც, შორს, შორეულ აღმოსავლეთში, ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენაა. მოვლენა, რომელიც არავისთვისაა გასაკვირი და ხშირად ამას ისე ამართლებენ, უკვირთ საერთოდ ამის გაუმართლებლობაზე ხალხი როგორ ლაპარაკობს.

სუადი, სწორედ ამ “ტრადიციისა” თუ “ღირსების აღდგენის” მსხვერპლია, რომელიც საკუთარ მწარე გამოცდილებას სხვებს წიგნის სახით უზიარებს. ეს წიგნი რეალურ ამბავზე დაფუძნებული ერთგვარი პროტესტია ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ.  აღწერილი თანამედროვე რეალობა, რომელიც დაუჯერებელ სისასტიკესა და უსამართლობაზე მოგვითხრობს, უამრავ ქალს ღუპავს, ღუპავს იმიტომ, რომ ისინი ქალებად დაიბადნენ, ქალებად, რომლებსაც არავითარი უფლება არ გააჩნიათ და ცხოველებზე უფრო დაბლა დგანან.

”აქ მამაკაცებისთვის არჩევანი რომ შეეთავაზებინათ, ქალიშვილის დაბადება თუ ძროხა, ისინი ძროხას აირჩევდნენ. მამაჩემს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენ სრულიად უსარგებლონი ვიყავით. “ძროხა რძეს იძლევა, მას ხბოები, ჰყავს. რისთვის ვიყენებთ რძეს და ხბოს? ვყიდით და ოჯახში ფული შემოდის, ესე იგი, ძროხას, ოჯახისთვის სარგებლობა მოაქვს. ქალიშვილი? მოაქვს თუ არა რაიმე სარგებლობა ოჯახისთვის? არავითარი. ახლა ცხვარი ავიღოთ. რას გვაძლევს ცხვარი? მატყლს. ცხვარი იზრდება, ბატკნები ჰყავს, რძეს იძლევა და ყველი ამოგვყავს, ამ ყველაფერს ვყიდით და ოჯახში ისევ ფული შემოდის. ძროხა და ცხვარი ქალიშვილზე ბევრად უკეთესია”. ასე ვფიქრობდით ჩვენც, გოგონები. ამას გარდა, ძროხას, ცხვარსა და თხას ჩვენზე უკეთ ეპყრობოდნენ – მათ არასოდეს სცემდნენ”. 

სუადისთვის არსებობდა მხოლოდ საკუთარი  სოფელი და დანარჩენი სამყარო.მან არ იციოდა რა ხდებოდა სხვაგან,ვერც კი წარმოედგინა, რომ ქალმა შეიძლება თავაწეულმა იაროს. ქალებს განათლების მიღების უფლება არ აქვთ, ეს პრივილეგია მხოლოდ მამაკაცებს ენიჭებათ. ოჯახის წევრებიც კი არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ენდო. რას უნდა ელოდე დედისგან,რომელმაც ახლადგაჩენილი ჩვილი გაგუდა მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო იყო, ან ძმისგან, რომელმაც საკუთარი და დაახრჩო და ამით “ღირსება” დაუბრუნა ოჯახს.

სუადს მეზობელი ბიჭი შეუყვარდება და მისგან დაურსულდება,თუმცა როდესაც ბიჭი ამ ამბავს გაიგებს, გოგონას ზურგს აქცევს და უჩინარდება. მარტო დარჩენილი გოგონა გამოსავალს ეძებს, იცის რომ მოკლავენ. რამდენიმე თვის შემდეგ სუადის ორსულობა აშკარა ხდება და ოჯახის წევრებიც გადაწყვეტენ “ღირსების შემლახავი” შვილი მოკლან და საკუთარ სიძეს ავალებენ ამის გაკეთებას.

ერთ დღესაც მასთან მოდის სიძე და თავზე ნავთს ასხამს,შემდეგ კი ცეცხლს უკიდებს.

„ჩემი მეხსიერება კვალმა წაშალა იმ დღეს, როცა ჩემი სხეული ცეცხლის ალში გაეხვა“

“ყველას” თვალში ადამიანი, რომელიც ამ “განაჩენს” აღასრულებს გმირია. ასეთია ის ადათი, რომელსაც ”ღირსების დანაშაული” ეწოდება. სინამდვილეში, სუადის სიძე, ერთი ლაჩარი მკვლელია, რომლის მსგავსი ადამიანები ყოველწლიურად ხუთი ათას ასეთ დანაშაულს სჩადიან. დამწვარი სუადი სასწაულებრივად გადარჩა და გადაწყვიტა, იმ ქალების სახელით ილაპარაკოს, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისი მიზანია მსოფლიომ ამ ბარბაროსული ადათის შესახებ გაიგოს. სუადი საკუთარ სიცოცხლეს რისკავს, რადგან ოჯახის “ღირსება” შელახულია.

“ცოცხლად დამწვარი” მხოლოდ ამაღელვებელ ნამდვილი ამბავი არ არის, ის მოწოდებაცაა. გირჩევთ, წაიკითხოთ, გაიაზროთ და სხვა თვალით შე(ვ)ხედოთ იმ ქალების ცხოვრებას, რომელთა სამყაროც მათი სახლის გალავნებს იქეთ არ ვრცელდება და მიზანი, მხოლოდ ბღუჯა ბალახის მოგროვება  ან ლეღვით კალთის ავსებაა.

უბრალოდ წაიკითხეთ!

და არ მისცეთ დავიწყებას!

ჟუჟკა ყანჩაშვილი

fb-share-icon
Tweet
Share7Tweet5

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In