გსმენიათ “ღირსების დანაშაულის” შესახებ?
გსმენიათ, იმის შესახებ, რომ ასეთი დანაშაული, ოჯახის ” შელახული ღირსების ” აღსადგენად, ადამიანის მკვლელობასაც კი ამართლებს?
ახლა არ იკითხავთ “შელახულ ღირსებად” რა მიიჩნევა? რა ითვლება სიკვდილის ტოლფასად?
ქორწინებამდელი სიყვარული !
ცოტა დაიბნევით, მაგრამ სწორედ, რომ დღეს, 21-ე საუკუნეში ხდება ეს. საუკუნეში , რომელიც ასეთ აზროვნებას და ქმედებას თითქოს არ უნდა ღებულობდეს, მაგრამ სადღაც, შორს, შორეულ აღმოსავლეთში, ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მოვლენაა. მოვლენა, რომელიც არავისთვისაა გასაკვირი და ხშირად ამას ისე ამართლებენ, უკვირთ საერთოდ ამის გაუმართლებლობაზე ხალხი როგორ ლაპარაკობს.
სუადი, სწორედ ამ “ტრადიციისა” თუ “ღირსების აღდგენის” მსხვერპლია, რომელიც საკუთარ მწარე გამოცდილებას სხვებს წიგნის სახით უზიარებს. ეს წიგნი რეალურ ამბავზე დაფუძნებული ერთგვარი პროტესტია ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ. აღწერილი თანამედროვე რეალობა, რომელიც დაუჯერებელ სისასტიკესა და უსამართლობაზე მოგვითხრობს, უამრავ ქალს ღუპავს, ღუპავს იმიტომ, რომ ისინი ქალებად დაიბადნენ, ქალებად, რომლებსაც არავითარი უფლება არ გააჩნიათ და ცხოველებზე უფრო დაბლა დგანან.
”აქ მამაკაცებისთვის არჩევანი რომ შეეთავაზებინათ, ქალიშვილის დაბადება თუ ძროხა, ისინი ძროხას აირჩევდნენ. მამაჩემს არაერთხელ უთქვამს, რომ ჩვენ სრულიად უსარგებლონი ვიყავით. “ძროხა რძეს იძლევა, მას ხბოები, ჰყავს. რისთვის ვიყენებთ რძეს და ხბოს? ვყიდით და ოჯახში ფული შემოდის, ესე იგი, ძროხას, ოჯახისთვის სარგებლობა მოაქვს. ქალიშვილი? მოაქვს თუ არა რაიმე სარგებლობა ოჯახისთვის? არავითარი. ახლა ცხვარი ავიღოთ. რას გვაძლევს ცხვარი? მატყლს. ცხვარი იზრდება, ბატკნები ჰყავს, რძეს იძლევა და ყველი ამოგვყავს, ამ ყველაფერს ვყიდით და ოჯახში ისევ ფული შემოდის. ძროხა და ცხვარი ქალიშვილზე ბევრად უკეთესია”. ასე ვფიქრობდით ჩვენც, გოგონები. ამას გარდა, ძროხას, ცხვარსა და თხას ჩვენზე უკეთ ეპყრობოდნენ – მათ არასოდეს სცემდნენ”.
სუადისთვის არსებობდა მხოლოდ საკუთარი სოფელი და დანარჩენი სამყარო.მან არ იციოდა რა ხდებოდა სხვაგან,ვერც კი წარმოედგინა, რომ ქალმა შეიძლება თავაწეულმა იაროს. ქალებს განათლების მიღების უფლება არ აქვთ, ეს პრივილეგია მხოლოდ მამაკაცებს ენიჭებათ. ოჯახის წევრებიც კი არ არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეიძლება ენდო. რას უნდა ელოდე დედისგან,რომელმაც ახლადგაჩენილი ჩვილი გაგუდა მხოლოდ იმიტომ, რომ გოგო იყო, ან ძმისგან, რომელმაც საკუთარი და დაახრჩო და ამით “ღირსება” დაუბრუნა ოჯახს.
სუადს მეზობელი ბიჭი შეუყვარდება და მისგან დაურსულდება,თუმცა როდესაც ბიჭი ამ ამბავს გაიგებს, გოგონას ზურგს აქცევს და უჩინარდება. მარტო დარჩენილი გოგონა გამოსავალს ეძებს, იცის რომ მოკლავენ. რამდენიმე თვის შემდეგ სუადის ორსულობა აშკარა ხდება და ოჯახის წევრებიც გადაწყვეტენ “ღირსების შემლახავი” შვილი მოკლან და საკუთარ სიძეს ავალებენ ამის გაკეთებას.
ერთ დღესაც მასთან მოდის სიძე და თავზე ნავთს ასხამს,შემდეგ კი ცეცხლს უკიდებს.
„ჩემი მეხსიერება კვალმა წაშალა იმ დღეს, როცა ჩემი სხეული ცეცხლის ალში გაეხვა“
“ყველას” თვალში ადამიანი, რომელიც ამ “განაჩენს” აღასრულებს გმირია. ასეთია ის ადათი, რომელსაც ”ღირსების დანაშაული” ეწოდება. სინამდვილეში, სუადის სიძე, ერთი ლაჩარი მკვლელია, რომლის მსგავსი ადამიანები ყოველწლიურად ხუთი ათას ასეთ დანაშაულს სჩადიან. დამწვარი სუადი სასწაულებრივად გადარჩა და გადაწყვიტა, იმ ქალების სახელით ილაპარაკოს, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისი მიზანია მსოფლიომ ამ ბარბაროსული ადათის შესახებ გაიგოს. სუადი საკუთარ სიცოცხლეს რისკავს, რადგან ოჯახის “ღირსება” შელახულია.
“ცოცხლად დამწვარი” მხოლოდ ამაღელვებელ ნამდვილი ამბავი არ არის, ის მოწოდებაცაა. გირჩევთ, წაიკითხოთ, გაიაზროთ და სხვა თვალით შე(ვ)ხედოთ იმ ქალების ცხოვრებას, რომელთა სამყაროც მათი სახლის გალავნებს იქეთ არ ვრცელდება და მიზანი, მხოლოდ ბღუჯა ბალახის მოგროვება ან ლეღვით კალთის ავსებაა.
უბრალოდ წაიკითხეთ!
და არ მისცეთ დავიწყებას!
ჟუჟკა ყანჩაშვილი






