• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გილოცავთ, ბონ!

10 years ago
in მკითხველის ბლოგი
A A
გილოცავთ, ბონ!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

13219615_1114826845246038_584339326_n

არ ვაპატიე-არ მაპატიეს, არ ვაპატიე-არ მაპატიეს, არ ვაპატიე-არ მაპატიეს, გადამიარეს- გადავუარე, გადამიარეს-გადავუარე, გადამიარეს-ბუხ! – კითხულობს ხმამაღლა მოლი და თან, ხელს აყოლებს ნაჯღაბნის მწკრივს-

102, როგორც ცხოვრება, ცემენტის ვალსი, დრო, გამოღვიძების აპოგეა, სულთმოძრავი კამერტონების შეუვსებელი ანალიზი წინ და 12, ამასთანავე, გაზაფხულის ლურჯი და იასამნისფერი დილა. აი, ასეთია სუნთქვა მოკვდავებში და ჩასაფრებული აისების ვნებიანი მირაჟი

– ვააუ… – აღმოხდა აუდიტორიას.

ის კი აგრძელებს- ბომშის უკანასკნელი ფელეტონი, განუმეორებელი წვიმა ღრუბლის დასაწყისში, რეინკარნაციის პოსტინდუსტრიული მაგმა, ლორენტის პერცეფციული მოსაზრებები და გამმათა შორის გართხმული გულმხურვალე შთაბეჭდილება.

– ევრიკა – დაიყვირა და სიზმრიდან და საწოლიდან ერთდროულად გადმოვარდა.

საერთოდ, ჩვევია ასეთი უაზრო სიზმრები. უაზრო და მბორგავი, როგორც მისი ცხოვრებაა.

მან ფეხში სასწრაფოდ გაირჭო ლურსმანი და რადგან სასაფლაოზე აგვიანდებოდა, პირდაპირ, ფანჯრიდან გადახტა. რამდენიმე წუთში იქ იყო და მეტიც, დროზე ადრე მივიდა. 3 კბილი გამოიძრო და დანარჩენი 44-ით ზეცაში აიჭრა… დიახ, ის განსხივოსნდა მაამებელი და მაძაგებელი ტომიდან, რამეთუ დიდია მისი მჭევრმეტყველება, ვინც კომაში გარდასულს ზეცხოველი სულის ამოძრავებისკენ მოგიწოდებს – დაამთავრა ბონმა კითხვა და აპლოდისმენტებმაც დაიღრიალეს.

– ეს დიდებული წამია – გაჰყვირის წამყვანი- მივესალმოთ ჩვენს დიდებულ მწერალს!

პუბლიკა ფეხზე დგას. ყველა ერთ აზრზეა – ისინი უკვდავი მწერლის საუკუნო დაბადებას შეესწრნენ, თან, ის ასეთი ახალგაზრდაა… ესეც რომ არა, ყველაფერი ხომ მისი დამსახურებაა. მხოლოდ მცირედით, გარემომაც შეუწყო ხელი. უცხო სიტყვებისა და ტერმინების 50 000-სიტყვიანი ლექსიკონი, თავში მოსული ნებისმიერი აზრის განვრცობა და სხვა ყველაფრის უგულებელყოფა, სიტყვათა შორის არარსებული კავშირის დაარსება და აზრის მიუხედავად, ძირფესვიანად განსხვავებული წინადადებების ერთმანეთზე მიბმა, შინაარსის სარკასტული დაცინვა და მომავალში აღმოჩენის მიზნით, ყველაფრის იქ მოთავსება, სადაც არაფერი მოგითავსებია- მან ეს ყველაფერი გაიარა. ახლა კი დამსახურებული სიამაყით დგას ასევე სიამაყით განცვიფრებული აუდიტორიის წინაშე და, საკუთარი შედევრის წარდგენის შემდეგ, თამამად ეგუება მოპოვებულ დიდებას, რომელსაც წლებია, შეეგუა. 16 წლის იყო ბონი, როდესაც თავში მოუვიდა გენიალური აზრი- დაეწერა ყველაფერი, ეგულისხმა არაფერი(ან ყველაფერი, კონკრეტული სიტუაციის მიხედვით) და ადამიანების სასაცილო ფანტაზიას დალოდებოდა. ოღონდ ბონმა მაშინ არ იცოდა ამ სასაცილო ფანტაზიის შესახებ… 28 წლისამ არც ახლა იცის. ერთი, რაც დიადმა მწერალმა დანამდვილებით უწყის, მისი მკითხველის შინაგანი სამყარო, ხასიათი ან, გნებავთ, გემოვნებაა. ეს სამივე ჩამოთვლილი ასლივით ემთხვევა საკუთარს.

ჰოდა, დგას ეს განუმეორებელი და აპლოდისმენტების ფონზე ტკბება აღიარებით, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიპარება მისკენ.

ბონმა არაჩვეულებრივი წიგნი დაწერა, არაჩვეულებრივი სათაურით და არაჩვეულებრივად წარადგინა ახლახანს.

ოვაციებიც არაჩვეულებრივი და შეუწყვეტელია.

ემოციაგაუნელებელი ადამიანები აუდიტორიიდან სათითაოდ მიდიან ბონთან, ხელს ართმევენ, ეხვევიან, ავტოგრაფს სთხოვენ და საკუთარ აზრებს, უფრო სწორად, წიგნის აზრობრივ მხარესთან დაკავშირებულ საკუთარ სწორ გადაწყვეტილებებს ღიმილით აცნობენ.

– ვიცი, რომ თქვენ მწვანე ფერში გულის ფეთქვა იგულისხმეთ, კამერტონში- ცხოვრების ამაოება. ბონ, მე გავიგე, რისი თქმაც გინდოდათ, ტოტიდან მეორე ტოტზე ჩიტები გადაფრინდნენო რომ დაწერეთ… ამით ის გვითხარით, ადამიანის სული ჩიტივით თავისუფალია და თუ ამას გაიაზრებს, ისიც შეძლებს გაფრენას, როგორც ჩიტი…

– თქვენ თქვენი წიგნი „გამარჯობათი“ დაიწყეთ. ესე იგი, თქვენ მიესალმეთ… მიესალმეთ ცხოვრებას, რომლის ბოლოც სიკვდილია, დიახ, თქვენ სიკვდილს უთხარით გამარჯობა და ამით ჩვენ, თქვენი მკითხველი, სიკვდილს შეგვაგუეთ. რაც თქვენ თქვით, ჩვენ იმის მერე სიკვდილის აღარ გვეშინია.

– ბონ, ოხ, არ ვიცი, როგორ გითხრათ… გამოგიტყდებით- მეც დიდი ხანია,  ვფიქრობ, რომ მოკვდავების სუნთქვა იასამნისფერი და გაზაფხულივით ლურჯია. ზუტად ამას ვამბობდი ყოველთვის, ეს ასეა…

– მხოლოდ მცირედ შეგეკამათებით და გეტყვით, ბონ, რომ მიზამერების ბრუნვა ისევე ჰგავს გარდასულ პეტიციას, როგორც შედედებულ სინამდვილეს მოუთოკავი პედიგმა, რაც, თავის მხრივ, უგულებელყოფს მასობრივ პერსპექტივებს და შობს უსიერ  კმაყოფილებას, რადგან ყველაფერი, გამომდინარე მცირე დეტალიდან, საკაცობრიო ზღვარის მიღმა კი არაა დარჩენელი, არამედ მასში კარგად გამოძინებული და ფრიგიდულად შესისხლხორცებულია.

 ეპილოგი I

წიგნმა „სვიტერი ანუ ხმა ზეცის მეორედიდან“ არნახული მოწონება დაიმსახურა და რადგან ვერავინ ვერაფერი გაიგო, რთულ და დიდებულ წიგნად შერაცხეს. შედევრის მილიონობით ეგზემპლარი გამოიცა და პრემიაც აიღო საშინელებათა ჟანრში, რომელიც ლიტერატურაში, ჯერჯერობით, მაინც ახალია. ჰორორმა „სვიტერი ანუ ხმა ზეცის მეორედიდან“, რადგან სათაურიდანვე ყველაფერი გასაგები იყო, სრული სიმძაფრით ჩაითრია ახალგაზრდა მკითხველი.

 ეპილოგი II

გილოცავთ, ბონ, ჩვენ თქვენი ვერაფერ გავიგეთ, თქვენ ნამდვილად დიდებული მწერალი ხართ!

ბექა ღიბრაძე

 

ShareTweet

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

ორგანიზაცია “მოქალაქე”: “ვთხოვთ მედიასაშუალებებს, ბიძინა ივანიშვილის სახელით მოწოდებული განცხადებების სიზუსტე გადაამოწმონ”

ორგანიზაცია “მოქალაქე”: “ვთხოვთ მედიასაშუალებებს, ბიძინა ივანიშვილის სახელით მოწოდებული განცხადებების სიზუსტე გადაამოწმონ”

12 years ago

“Foreign Policy”-ს შემდეგ უკვე “როიტერი” წერს – ქართულმა მხარემ ვაშინგტონს სირიელი მეამბოხეების გაწვრთნა შესთავაზა

12 years ago
სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით – ხაზარაძე

სასწრაფოდ ჩატარდეს საერთაშორისო აუდიტი რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით – ხაზარაძე

3 years ago

სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

12 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by