• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია მარტივდება

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

წულუკიანიიუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა შედეგადაც მოსახლეობა მიწას ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პირადად გააცნო. შეხვედრას, რომელიც ზუგდიდის იუსტიციის სახლში გაიმართა, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი შეკრებილთათვის მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იყო, რათა მომავალში მათ მოქალაქეებისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორი ლევან შონია ესწრებოდნენ. იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, მსგავსი ტიპის შეხვედრები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. კანონპროექტების ავტორია იუსტიციის სამინისტრო. ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონპროექტის თანახმად, მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცედურა მარტივდება; იხსნება ბარიერები, რომლებიც მესაკუთრეს ექმნებოდა, ხოლო რეგისტრაციის პროცედურა წახალისდება.

ახალი ინიციატივები უძრავი ქონების რეგისტრაციის პროცედურების გამარტივებასა და მესაკუთრის უფლებების დაცვაზე იქნება ორიენტირებული.

სპეციალური პროექტისა და შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიწის რეგისტრაციის კუთხით არსებულმა პრობლემებმა გამოიწვია. კერძოდ, დღეისათვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%-მდეა რეგისტრირებული, რაც ძალიან ცოტაა. ცვლილებების უმთავრესი მიზანი სწორედ მიწის რეგისტრაციის პროცესის გამარტივება და წახალისებაა. პროექტზე მუშაობისას   გამოვლინდა მიწის მარტივი რეგისტრაციისთვის ხელისშემშლელი პრობლემები და მათ აღმოსაფხვრელად მომზადდა სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ:

  • შემუშავდება საამზომველო ნახაზის ერთიანი სტანდარტი, პროექტში ჩართული ამზომველები სერტიფიკაციას გაივლიან

დღესდღეობით აზომვით ნახაზში არსებული უზუსტობა ხშირად ხდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი ფაქტორი. ე. წ. გადაფარვების არსებობის გამო უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრს 56 000-მდე სარეგისტრაციო საქმის შეჩერება მოუხდა, პრობლემის მოგვარება კი დღეს მხოლოდ სასამართლოს გზითაა შესაძლებელი,   რაც მოქალაქეების დროისა და დამატებითი რესურსის ხარჯვას ნიშნავს.

ამ პრობლემების მიზეზი საამზომველო საქმიანობის სფეროს მოუწესრიგებლობაა − აზომვითი ნახაზების შედგენის უფლება ნებისმიერ პირს აქვს. ხშირად საკადასტრო ნახაზები ოფისიდან გაუსვლელად სრულდება, რაც ცდომილების მიზეზი ხდება, აფერხებს მიწის რეგისტრაციის პროცესს და ლახავს მესაკუთრეთა უფლებებს.

პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად ამზომველების საქმიანობა სერტიფიცირებას დაექვემდებარება და იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება აზომვითი ნახაზის ერთიანი სტანდარტი. საამზომველო საქმიანობისათვის  დადგინდება მომსახურების საფასური (ნიხრები). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს შეეძლება, ადგილზე გადაამოწმოს  სარეგისტრაციოდ წარდგენილ საკადასტრო ნახაზზე დატანილი მონაცემების სისწორე. სერტიფიცირებულ ამზომველთა ქსელი სამ თვეში შეიქმნება, ხოლო სერტიფიცირება შეეხება იმ ამზომველებს, ვინც პროექტში მიიღებს მონაწილეობას. ინიციატივის შედეგად უფრო მეტად იქნება დაცული როგორც მიწის მესაკუთრეების, ისე ამზომველების უფლებები. სერტიფიცირებულ ამზომველს ეცოდინება, როგორ აზომოს საკუთრება ცდომილების გარეშე, რაც მინიმუმამდე დაიყვანს „გადაფარვებისა“ და  საკუთრებაზე სასამართლო დავის წარმოშობის რისკს; კვალიფიციური ამზომველის საქმიანობა კი მოთხოვნადი გახდება. ამასთან, მთავრობა შეიმუშავებს მიწის გარკვეული ფართობის აზომვის საფასურის დაფინანსებისათვის შესაბამის მექანიზმს.

  • სახელმწიფო მოქალაქეს დაეხმარება საკუთრების დამადასტურებელი საბუთების მოძიებაში

დღესდღეობით მოქალაქე მიწის რეგისტრაციისას ვალდებულია, მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინოს სრული დოკუმენტაცია, რაც მიწაზე მის საკუთრებას დაადასტურებს; დოკუმენტებში ხარვეზების არსებობის შემთხვევებში კი, საჯარო რეესტრი უარს ამბობს ქონების რეგისტრაციაზე. დოკუმენტების ხელახლა შეგროვება და დაფიქსირებული ხარვეზის გამოსწორება მიწის მესაკუთრის ვალდებულებაა − სხვაგვარად მისი საკუთრება ვერ დარეგისტრირდება.

მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, საჯარო რეესტრი რეგისტრაციის პროცესის თანამონაწილე გახდება. დოკუმენტების, მათ შორის, საარქივო დოკუმენტაციის, მოძიებაში მოქალაქეს საჯარო რეესტრი დაეხმარება. იზრდება იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალიც, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მიწის რეგისტრაცია.

ცვლილებების თანახმად, ქონების რეგისტრაციაზე უარის მიზეზი მხოლოდ დოკუმენტებში არსებული მნიშვნელოვანი შეუსაბამობა გახდება. უმნიშვნელო ხარვეზი − მფლობელის სახელის, გვარის შეუსაბამობა-უზუსტობა ასოებში; არასწორი დაწერილობა და სხვა −  აღარ გახდება მიწის რეგისტრაციის ხელისშემშლელი, თუკი პიროვნების სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (მაგალითად, პირადი ნომერი, საცხოვრებელი მისამართი და ა. შ.) ერთმანეთს შეესაბამება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად  დასახლებული რეგიონებისათვის.

გარდა ამისა, მოხდება ხარვეზიანი დოკუმენტაციის ლეგალიზაცია, გამოყენებულ იქნება ფაქტების კონსტატაცია. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ საკუთრების დადგენის ნაწილში, რაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება მხარდაჭერილი.

  • სახელმწიფო მესაკუთრეებს დავების მოგვარებაში დაეხმარება

მიწის რეფორმის ფარგლებში შემოთავაზებული ცვლილებების შედეგად სახელმწიფო მოქალაქეს დავის მოგვარების სწრაფ და იაფ მეთოდს შესთავაზებს. მედიატორების, მათ შორის, სანოტარო მედიაციის, მეშვეობით სახელმწიფო მოქალაქეებს საკუთრებაზე წარმოქმნილი დავების მარტივად − სასამართლო დავის გარეშე, მოგვარებაში დაეხმარება. დავის შემთხვევაში, მოქალაქეს ექნება არჩევანი − ისარგებლოს მედიაციით, თუ მიმართოს სასამართლოს და იქ დაიცვას საკუთრების უფლება.

სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები (დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, მედიაცია, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია) უსასყიდლოდ შესრულდება, მიწის რეგისტრაცია ან ნაკვეთზე საკუთრების უფლებებში ცვლილება საჯარო რეესტრის მომსახურების საფასურის გარეშე განხორციელდება.

Share1Tweet1

ახალი ამბები

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია
ახალი ამბები

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია

10/27/2026
“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა
ახალი ამბები

“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა

10/26/2026
“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმოჩენილია გურამ დადიანიძის ნეშტი“ – 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აღმოჩენილია გურამ დადიანიძის ნეშტი“ – 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის საქმის ადვოკატი მიმართვას ავრცელებს

10/26/2026
“მადლობა, ჩემო საქართველო, რომ მამაჩემი ასე ძალიან გიყვარდათ. თქვენ კიდევ ერთხელ დამანახეთ, როგორი დიდი ადამიანი იყო ჩემი მამა“ – გიორგი ნემსაძის შვილის ემოციური პოსტი
ახალი ამბები

“მადლობა, ჩემო საქართველო, რომ მამაჩემი ასე ძალიან გიყვარდათ. თქვენ კიდევ ერთხელ დამანახეთ, როგორი დიდი ადამიანი იყო ჩემი მამა“ – გიორგი ნემსაძის შვილის ემოციური პოსტი

10/26/2026
“უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო და 112-ში თავად დარეკა”- ფოთში მომხდარი სავარაუდო ფემიციდის ახალი დეტალები
ახალი ამბები

“უბედური შემთხვევის ინსცენირება მოაწყო და 112-ში თავად დარეკა”- ფოთში მომხდარი სავარაუდო ფემიციდის ახალი დეტალები

10/26/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

საინტერესო

პაატა ბურჭულაძე აშშ-ში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების ლიდერებს შეხვდება

11 years ago

ვარდების მოედანს სახელი შეეცვლება და პირველი რესპუბლიკის მოედანი დაერქმევა

8 years ago
„ინფორმაციას მოსალოდნელი მორიგი წმენდის შესახებ ფლობს ყველა ჟურნალისტი“ – ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია: „თუ ჟურნალისტები არღვევდნენ კანონს, ეს მათთვის ვინმეს უნდა ეთქვა“

9 years ago
აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი “არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები” არიან – კობახიძე

აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი “არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები” არიან – კობახიძე

2 years ago

ახალი ამბები

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია
ახალი ამბები

“მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია

10/27/2026

12 წლის წინ გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის ბე­ბი­ამ მე­დი­ას­თან პირ­ვე­ლი კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა. ბე­ბი­ის მტკი­ცე­ბით, ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი მო­ზარ­დის ოჯა­ხი, მა­მის...

მეტის ნახვაDetails
“ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამა

“ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამა

10/26/2026
“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა

“9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა

10/26/2026
“ერთადერთი ვაჟიშვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ და დარჩნენ განადგურებულნი!“ – წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

“ერთადერთი ვაჟიშვილის ქორწილისთვის ემზადებოდნენ და დარჩნენ განადგურებულნი!“ – წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

10/26/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “მე სიმართლის ქალი ვარ, სიტყვა სიტყვით გეტყვით…” – რას ამბობს 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ბებია 10/27/2026
  • “ჩემი თვალებით ვნახე, კაიფში იყო ჩემი შვილი” – გურამ დადიანიძის მამა 10/26/2026
  • “9 წლის გურიკა მამამ სველი ჯინსის შარვლით ცემა” – დაკარგული ბიჭის დედა 10/26/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by