• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

kvirikaპარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო შტაბს კახა კალაძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა, საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე, საზოგადოებას პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ კახა კალაძე, რომელმაც საქმით დაამტკიცა, რომ აქვს ორგანიზატორული ნიჭი, წარმატებით უხელმძღვანელებს წინასაარჩევნო პროცესს.

„კახიმ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მას გააჩნია ძალიან კარგი ორგანიზატორული ნიჭი, მენეჯერული თვისებები და აქვს გამოცდილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი პარტიისთვის წინასაარჩევნო პერიოდის ღირსეულად ჩატარებისთვის და გამარჯვების მოსაპოვებლად. კახი კალაძის გამორჩეული კაპიტნის თვისებები ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ მივაღწიოთ ღირსეულ გამარჯვებას, რაც თავისთავად, საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს,“-განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, რაშიც მმართველ პოლიტიკურ ძალას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია.

„დღეიდან გადავდივართ წინასაარჩევნო პერიოდზე, 4 თვე გვაშორებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რომელიც ჩვენ ღირსეულად უნდა გავიაროთ და კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ის მაღალი დემოკრატიული სტანდარტი, რომელიც იქნა ნაჩვენები როგორც საპრეზიდენტო, ასევე ადგილობრივი არჩევნების დროს, არათუ უნდა შევინარჩუნოთ, არამედ კიდევ უფრო უნდა გავაუმჯობესოთ,“-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პროცესისთვის დამახასიათებელი ვნებათაღელვა და კონკურენცია დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ კონკურენცია კონფრონტაციაში არ გადაიზარდოს და ამ მიმართულებით ჩვენ, როგორც სახელისუფლებო ძალას, გაათმაგებული პასუხისმგებლობა გვაკისრია, უპირველეს ყოვლისა ამომრჩევლის წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდამჭერების წინაშეც. თავის მხრივ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც აკისრიათ დიდი პასუხისიმგებლობა, რათა კიდევ ერთხელ დაამტკიცონ, რომ საქართველო არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყანას, ვინაიდან მომავალ არჩევნებზე და მისი დემოკრატიულობის ხარისხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,“-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, პარტიამ ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დაამტკიცა, რომ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ განვითარებას და რომელიც უკეთეს მომავალს მოუტანს ქვეყანას და ხალხს.

პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის, კახა კალაძის განცხადებით, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ აქტიურ წინასაარჩევნო სამზადისზე გადადის.

„ნამდვილად საპასუხისმგებლოა ეს ყველაფერი ჩემთვის და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ღირსეულად გავართვა თავი ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო მისიას. დღეიდან ჩვენი პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ იწყებს აქტიურ მზადებას ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის , რომელშიც პარტია მონაწილეობას მიიღებს , როგორც დამოუკიდებელი პარტია. „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი პარტია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულ, სამართლიან, თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში. ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებებით ჩრდილი მიაყენონ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. ამ არჩევნებით დავანახებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები შეუქცევადი ხასიათისაა. ჩვენ უკვე დავასრულეთ პარტიის ცენტრალური საარჩევნო შტაბის ფორმირება, უახლოეს დღეებში დასრულდება ადგილობრივი შტაბების ფორმირების პროცესი. ჩვენი პარტიული რესურსი სრულად იქნება მობილიზებული ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და ქართველი ამომრჩევლის გამარჯვებისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის ამ ნდობისთვის. პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება წარმატებას მივაღწიოთ. ეს იქნება აუცილებელი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის განვითარებისთვის“,-განაცხადა კახა კალაძემ.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

„Air Astana“ 2 ივნისიდან თბილისი–ასტანას მიმართულებით ავიარეისების განხორციელებას დაიწყებს

12 years ago
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ჟურნალისტ გიორგი გასვიანის ცემის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

10 years ago
გადავედით წითელ ზონაში, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც უნდა დაწესდეს – გამყრელიძე

აუცილებელია, აცრის შემდეგ, ადამიანს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე მიეცეს – დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ

5 years ago
ნუგზარ ჭიაბერაშვილი: „ესაა პროექტი, რომელიც ემსახურება  და აერთიანებს სრულიად საქართველოს“

ნუგზარ ჭიაბერაშვილი: „ესაა პროექტი, რომელიც ემსახურება და აერთიანებს სრულიად საქართველოს“

12 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by