• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“გიგი წერეთლის არჩევა ეუთოს საპარლამენტო ასამბლის პრეზიდენტად, უფრო მეტ კითხვას გააჩენს ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე სარგებელს მოუტანს მას”

10 years ago
in პოლიტიკა
A A
ქართული ოცნება” ცესკოს მიმართავს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

714kartuli_ocnebaგიგი წერეთელი ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისთვის, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო” აცხადებს.

პარტია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აფიქსირებს, რომ ის ამ პოსტზე გიგი წერეთლის არჩევას მხარს არ უჭერს და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას.

”1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია იმართება, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება. მომავალი პრეზიდენტობის კანდიდატად, სხვა კანდიდატებთან ერთად, “ევროპის სახალხო პარტიის” მიერ წარდგენილია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგი წერეთელი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატები შეირჩევიან პოლიტიკური პლატფორმის საფუძველზე და შესაბამისად, გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია პოლიტიკური აფილაცია და არა კანდიდატის ეროვნება თუ მოქალაქეობა.

”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ არ უჭერს მხარს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე გიგი წერეთლის არჩევას და არ აპირებს კენჭისყრაში მის სასარგებლოდ ხმის მიცემას.

გიგი წერეთელი ზედიზედ ორჯერ იყო არჩეული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე და ბუნებრივია, იგი ამ პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისათვის, თუმცა საზოგადოებისთვის უცნობია, რამდენად ეფექტიანად ხელმძღვანელობდა ამ პეროდში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებით.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ერთ-ერთ მთავარ სადამკვირვებლო მისიას წარმოადგენს, ხოლო გიგი წერეთელი ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე მხარეა. შესაძლოა გაჩნდეს განცდა, რომ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მას ექნება შესაძლებლობა, რაიმე ფორმით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგების შეფასებაზე.

მიგვაჩნია, რომ სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი. განსაკუთრებულად გასათვალისწინებელია ის, რომ ენმ-ის ლიდერი თუ პარტიასთან მჭიდროდ დაკავშირებული სხვა პირები ღიად გამოხატავენ საქართველოში ”რევოლუციური სცენარის“, ”აჯანყების“ თუ სხვა ტიპის უკანონო ქმედებებით ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილს. ამ განცხადებებიდან და ოპოზიციის ცალკეული ქმედებებიდან გამომდინარე, ჩნდება განცდა, რომ “ერთიანი ნაციონალური მორაობის” მიზანია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დელეგიტიმაცია უკანონო და ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის არჩევამ საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩრდილი მიაყენოს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის შედეგების ობიექტურად და დაბალანსებულად აღქმას.

ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ”ნაციონალურ მოძრაობას” ავტორიტარული მმართველობის რამდენიმეწლიანი ისტორია ამძიმებს, მათ შორის წამების, საკუთრების ხელყოფის, შანტაჟის, გამოხატვის თავისუფლების და თავისუფალი მედიის ჩახშობის, პოლიტიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმების გამოყენება, რაც შეუთავსებელია ეუთოს ღირებულებებსა და სტანდარტებთან.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ გიგი წერეთლის არჩევა ეუთოს საპარლამენტო ასამბლის პრეზიდენტად, უფრო მეტ კითხვას გააჩენს ქართულ საზოგადოებაში, ვიდრე სარგებელს მოუტანს მას. შესაბამისად, პარტია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოუწოდებს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს, გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინონ აღნიშნული გარემოებები”, – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოზიციას აქტიურად იყენებდა პარტიული მიზნებისათვის

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებსა და კომპანიას შორის მოქმედ შეთანხმებას აქვეყნებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებსა და კომპანიას შორის მოქმედ შეთანხმებას აქვეყნებს

8 years ago

ანაკლიის პორტის წინასამშენებლო სამუშაოები დაიწყო

10 years ago
ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი და საფეხმავლო გზა გაკეთდება

ბოტანიკურ ბაღსა და წავკისის წყლის ხეობაში ველობილიკი და საფეხმავლო გზა გაკეთდება

8 years ago
“ვარშავის სამიტზე ველოდები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ძლიერ განცხადებას”

“ვარშავის სამიტზე ველოდები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ძლიერ განცხადებას”

10 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by