• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“გადავწყვიტეთ წლევანდელი ამბასადორიალის კონცეფცია თანამედროვე გამოწვევებს მოვარგოთ “- მიხეილ ჯანელიძე

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც ჩვენ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს მოველით ამერიკა-საქართველოს შორის”
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

ჯანელიძე“გადავწყვიტეთ წლევანდელი ამბასადორიალის კონცეფცია თანამედროვე გამოწვევებისთვის მოგვერგო. მომდევნო 4 დღის განმავლობაში შევეცდებით სხვა კუთხით შევაფასოთ ის საერთაშორისო გარემო, რომელშიც გვიწევს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად ძალისხმევის მიმართვა”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ “ამბასადორიალი 2016”-გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მიხეილ ჯანელიძემ მსოფლიოში არსებული გამოწვევები და საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები შეაფასა. მისი განცხადებით თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ქართულ დიპლომატიას ახალი ამოცანებისა და მათი შესრულების უფრო ეფექტური გზების გამოყენებისკენ უბიძგებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში ე.წ. “რბილი ძალის” მნიშვნელობაზე, რომლის ინსტრუმენტები  – საჯარო დიპლომატია და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები სულ უფრო აქტიურად გამოიყენება დიპლომატიაში.

მისი განცხადებით წლევანდელ ამბასადორიალიზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სტრატეგიული კომუნიკაციისა და ციფრული დიპლომატიის უფრო ეფეტურად გამოყენების გზებზე მსჯელობას, რა დროსაც მოხდება აღნიშნულ საკითხებზე პარტნიორი სახელმწიფოების გამოცდილების გაზიარება.

“თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში სულ უფრო მეტად არის გაზრდილი არასახელმწიფო აქტორების, სოციალური ქსელებისა და თითოეული მოქალაქის, როგორც ინფორმაციის ყველაზე სწრაფად მიმღებისა და გამავრცელებლის როლი.

კარგად გვაქვს გააზრებული, რომ აუცილებელია მაქსიმალური გახსნილობა და უშუალობა, რათა უფრო აქტიურად დავამყაროთ კონტაქტები, როგორც ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, ისე სხვა აქტორებთან, იქნება ეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები თუ უბრალოდ მოქალაქეები.

საინფორმაციო ტექნოლოგიების ეპოქაში და სწრაფად ცვალებად საერთაშორისო გარემოში აუცილებელია დიპლომატებს ჰქონდეთ უფრო მეტი ავტონომია და შეძლონ ცალკეულ სიტუაციებში დამოუკიდებლად მოქმედება. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბოლო პერიოდში მომრავლებულ კრიზისულ სიტუაციებში, როდესაც უცხო ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო-პოლიტიკური, თუ უსაფრთხოებასთან  დაკავშირებული კრიზისების ფონზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებთან განუწყვეტელი და ყოველმხრივი კომუნიკაცია, იქნება ეს ტრადიციული საკომუნიკაციო საშუალებების თუ სოციალური ქსელების გამოყენებით, რათა დროულად შევძლოთ მათი დახმარება” – განაცხადა მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით ამბასადორიალის ფარგლებში ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბიზნესსექტორთან კომუნიკაციას და საქართველოში ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დამკვიდრებას. სწორედ საქართველოს ტექნოლოგიურ პარკში წელს პირველად გაიმართება ელჩების შეხვედრა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და მთავრობის ეკონომიკური სექტორის მინისტრებთან ეკონომიკური დიპლომატიის  საკითხზე მსჯელობა.

“შემთხვევითი არ არის, რომ ამბასადორიალის ფარგლებში ორ პანელს ვატარებთ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკში. თანამედროვე ტექნოლოგიების, მათ შორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ქვეყანაში შემოტანა და ყოველდღიურ საქმიანობაში მათი აქტიურად გამოყენება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ისე საშინაო და საგარეო პოლიტიკის უფრო პროაქტიულად და ინოვაციურად წარმართვას” – განაცხადა მინისტრმა.

“ამბასადორიალი 2016”-ის გახსნის ცერემონიაზე ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს საგარეო სამეთა მინისტრმა.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება 2016 წლის 26-29 ივლისს საქართველოს პარლამენის შენობაში გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში იმსჯელებენ საქართველოს დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის იმ პრიორიტეტების მისაღწევად, როგორიცაა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება და საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა. საუბარი შეეხება საგარეო პოლიტიკური მიზნების მიღწევის გზებს.  როგორც ტრადიციული დიპლომატიით, ისე თანამედროვე გამოწვევებთან ადაპტირებული ხერხებითა და საშუალებებით. ​

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

ცხოვრება სტატუსით – ლევან აბაშიძის მარადიული სიყვარული

ცხოვრება სტატუსით – ლევან აბაშიძის მარადიული სიყვარული

6 years ago

რა იწვევს სარძევე ჯირკვლის კიბოს?! – გასათვალისწინებელი რჩევები მამოლოგისგან

10 years ago

დიმიტრი ხუნდაძე: „45 აბი 350 გამოცდილი ინექციური ნარკომომხმარებლის საკმარისი დოზაა“

9 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველო მზად არის, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა და იყოს რეგიონული ცენტრი აზიასა და ევროპას შორის”

ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველო მზად არის, გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა და იყოს რეგიონული ცენტრი აზიასა და ევროპას შორის”

12 years ago

ახალი ამბები

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური
ახალი ამბები

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური

10/28/2026

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო ოპერაციას გადაურჩა. ამის შესახებ ძიუდოისტი სოციალურ ქსელში წერს....

მეტის ნახვაDetails
“გაშველებას ცდილობდა, რა დროსაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს“ – ცნობილი ხდება ძმის ქორწილში მოკლული 25 წლის ბიჭის ვინაობა და ახალი დეტალები

დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა

10/28/2026
ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა

10/28/2026
ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია

ლოცვა „ბარაქის ღვთისმშობლის“ წინაშე – 28 ოქტომბერს ამ ხატის დღესასწაულია

10/28/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით!“ – ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური 10/28/2026
  • დააკავეს პირი, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭი ძმის ქორწილში მოკლა 10/28/2026
  • ქუთაისში 5 წლის ბავშვი აპენდიციტის ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა 10/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by