• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა იწვევს სარძევე ჯირკვლის კიბოს?! – გასათვალისწინებელი რჩევები მამოლოგისგან

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
5
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ტექნოლოგიური მიღწევების საუკუნეში ერთი შეხედვით ყველაფრის მოგვარება შედარებით მარტივი გვეჩვენება. თუმცა,  არის გამოწვევა, რასთან ჭიდილშიც მეცნიერები დღემდე აქტიურად არიან.

სარძევე ჯირკვლის კიბო  ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც ქალთა სიკვდილიანობის მთავარ მიზეზად მიიჩნევა. მის ტენდენციებს სოციალური და რეპროდუქციული ფაქტორები განაპირობებს, მაგ: სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის ზრდა, ურბანიზაცია, ორსულობა, აბორტები და სხვა.

იმის გასარკვევად, თუ რა პროგრამები ტარდება მკერდის კიბოს მქონე პაციენტთა დასახმარებლად „ თბილისი თაიმსი“  საქართველოს შრომის,  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, დაავადების  არსში გასარკვევად კი, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, პროფესორს, კლინიკური ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, კახაბერ ბარამიძეს ვესაუბრეთ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განგვიცხადეს, კიბოს რეგისტრის მონაცემების მიხედვით, 2015 წელს ძუძუს კიბოს ინციდენტობის მაჩვენებელი (94,2 ასი ათას მოსახლეზე) ევროგაერთიანების და რეგიონის ქვეყნების ავადობის მაჩვენებლებს აღემატებოდა.

„თბილისი თაიმსი” ასევე დაინტერესდა ძუძუს კიბოს პრევენციის თვალსაზრისისთ რა სახელმწიფო პროგრამები არსებობს და რა ახალი პროგრამების დანერგვას უნდა ველოდოდთ სახელმწიფოსგან 2017 წლისთვის.

ჯანდაცვაჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ეკატერინე ადამია: “საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამები  მოქმედებს, რომელთა ფარგლებშიც  ძუძუს კიბოს, როგორც პრევენციული, ასევე სამკურნალო სერვისებია გათვალისწინებული.

პრევენციული ხასიათისაა დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო  პროგრამა, რომელიც კიბოს სკრინინგის კომპონენტს  მოიცავს. კომპონენტის ფარგლებში ერთ-ერთ ღონისძიებას 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში ძუძუს კიბოს სკრინინგი  წარმოადგენს, გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობისა (თბილისში იგივე სერვისს ქ.თბილისის მერია აწვდის).

სკრინინგის კომპონენტის ფარგლებში  მამოლოგის კონსულტაცია და  საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფიული კვლევაც გათვალისწინებულია, რაც  ბენეფიციარებისათვის სრულიად უფასოა.

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო  პროგრამის მიხედვით, ონკოლოგიურ პაციენტთა, მათ შორის ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მკურნალობა ხორციელდება. კერძოდ, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და ამ პროცედურებთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები შესაბამისი ლიმიტისა და თანადაფინანსების ფარგლებში.

გარდა ამისა, რეფერალური მოსახურების სახელმწიფო პროგამის ფარგლებში მედიკამენტოზური მკურნალობაა გათვალისწინებული. კერძოდ, HER-2 რეცეპტორდადებითი ადრეული ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე პაციენტებისათვის, გარდა ქ. თბილისში რეგისტრირებული მოსახლეობისა (თბილისში იგივე სერვისს ქ. თბილისის მერია  აწვდის), მედიკამენტ ტრასტუზუმაბით (ჰერცეპტინით) მკურნალობა ფინანსდება. მედიკამენტის ღირებულების 80% იფარება, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა 20%-ს შეადგენს.

2017 წელს, ზემოთხსენებული პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული სერვისების მიწოდება, საჭიროების მქონე ბენეფიციარებისათვის კვლავ უწყვეტად გაგრძელდება,“ – განმარტა ეკატერინე ადამიამ.

14971449_1248255591905292_1007120325_oთუ რა სიმპტომები აქვს მკერდის კიბოს, რამ შეიძლება განაპირობოს სიმსიმნის პროვოცირება, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე მამოლოგი კახაბერ ბარამიძე გვესაუბრა.

მკერდის სიმსივნის აღნმოჩენის წინა პირობებში რა სიმპტომებია დამახასიათებელი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

– ძუძუს კიბოს სიმპტომური მიმდინარეობა ახასიათებს. ამისთვის  პრევენციული ღონისძიებები  არსებობს: პროფილაქტიკა, გასინჯვა, ადრეული დიაგნოსტიკა.

ქალი დააახლოებით 16, 17, 18 წლის ასაკიდან  წელიწადში ერთხელ მამოლოგთან კონსულტაციას უნდა  გადიოდეს, არაფერი რომც არ სჭირდეს, ექიმს უდნა მოუყვეს  მისი შეგრძნებების შესახებ. დღევანდელ ვითარებაში ქალები ამას თანდათან აცნობიერებენ და კონტროლს ექვემდებარებიან.

ჩივილების არსებობის შემთხვევაში  ვიზიტების გახშირება ხდება, 6 თვიანი ინტერვალებით, ისმება დიაგნოზი.

ხშირ შემთხვევაში მოგვმართავენ „მარტივი“ დაავადებით, რასაც მასტოფატიას (ბერძნ. მასტო-ძუძუ და ფათოს- ტანჯვას (პათოლოგია), პათოლოგიური ძუძუ, რომელშიც სხვადასხვა ტიპის პათოლოგიების გაერთიანებაა სარძევე ჯირკვალში)  მასტოფატიის ნაირსსახეობები არსებობს, არის მასტოფატიები, რომელთაგანაც ნაკლებ სავარაუდოა ჩამოყალიბდეს პრობლემა და არის მასტოფატიები ,რომელთაგანაც პრობლემის ჩამოყალიბება შესაძლებელია. თვითონ ძუძუ ამის გამომწვევი არ არის, ამიტომაც აქვს მნიშვნელობა ვიზიტს, რომ დადგინდეს რამ გამოიწვია მასტოფატია.

 შეიძლება თუ არა ძუძუს კიბოს წინაპირობად მკერდის ტკივილი ჩაითვალოს?

– ტკივილი თვითონ ასეთი ფენომენი შეიძლება ორ ფორმად დავყოთ, ერთი, როდესაც ქალი მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში, კრიტიკული დღეების წინა პერიოდში აქვს ტკივილი, ანუ ციკლური ტკივილი  და არის აციკლური, რომელიც  კრიტიკული დღეების მოახლოებასა და ფაზურობასთან კავშირში არა, თუმცა იქაც არის გამოსავლები და ასაკობრივი გრადაცია, რომელიც მიუღებელია ერთ ასაკობრივ ჯგუფში და მისაღებია მეორეში. შესაბამისად, ფათოლოგის ჩამოყალიბება არა მარტო ამ გზით ხდება, რომ ტკივილი მოდის წინა პლანზე, არამედ ამ ტკივილის გამომწვევი მიზეზები არსებობს, ეს არის  ქალის შინაგანი ბუნება, ფიზიოლოგია. ჯანმრთეოლია თუ არა ფარისებრი ჯირკვალი, საკვერცხე ანუ რეპროდუქციული აპარატი, ქრონიკული პათოლოგიები აქვს თუ არა პაციენტს, როგორი იყო მისი ორსულობა, ძილი როგორი აქვს, როგორი იყო მისი ფსიქოლოგიური სტატუსი, ამ დროს ბევრ რაღაცას ენიჭება ყურადღება და შესაბამისად გამახვილება ხდება კონკრეტულ სიტუაციაზე კონკრეტული მონიტორინგითა და მკურნალობით.

თუმცა, შეიძლება ითქვას, ამით კიბოს პრევენციას სრულყოფილად მაინც ვერ ვახდენთ.  

ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტი გამოკვლეული ყოფილა და არაფერი არ სჭირდა, მაგრამ 6 თვის შემდგომ ხელახალი ვიზიტისას კიბო აღმოჩენია, ამას  გამოკვლევებს შორის კიბოს ეძახიან, რომლიც მსოფლიო პრობლემაა და საკმაოდ აგრესიულებით ხასიათდება, უმეტესწილად ავთვისებიანია.

სტატისტიკურად უმეტესად კეთილთვისებიანი პათოლოგიები ჭარბობს თუ ავთვისებიანი?

– სტატისტქიკის მიხედვით, რომელიც ჩვენ დღეს ხელს გვაქვს ძუძუს კიბო მსოფლიოში კიბოებს შორის პრიველ ადგილზეა. 275 000 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული  და  ეს ტენდენცია დღითიდღე უფრო იზრდება. რა თქმა უნდა, პროცენტულად კეთილთვისებიანი პათოლოგიები უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ავთვისებიანი პათოლოგიები.  პროცენტული კოეფიციენტი დაახლოებით 70%-30%-ზეა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავმშვიდდებით. თუკი უწინ კეთილთვისებიანი პათოლოგიები იყო მართლა კეთილთვისებიანი, ახლა ავთვისებიანად  ძალიან სწრაფად გარდაიქმნება.

დიაგნოზის დადგენის შემთხვევაში მკერდის მოკვეთა აუცილებელია?

– არა, არ არის აუცილებელი. დღევანდელ დღეს, პრაქტიკულად,  ეს მეთოდი ხშირ გამოყენებაში აღარ არის, იშვიათ შემთხვევაში არის  გარკვეული ფორმები, რომლებიც ითხოვს სარძევე ჯირკვლის კვეთას – მასტექტომიას.

თუმცა, შემიძლია დიფერენცირება გავაკეთო: ფორმები, რომლებიც ძუძუს შენარუნებას ექვემდებარებიან  (1, 2 სტადიები), ხდება წინა საოპერაციო მკურნალობის ჩატარება, წარმონაქმნის   ზომაში შემცირება. ეს მინიმალური ქირურგიული ჩარევის მეშვეობით სარძევე ჯირკვლის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს.

თუმცა, არსებობს ძუძუს კიბოს ფორმები, სარძევე ჯირკვლის მრავლობითი დაზიანება მულტიცენრტრული ფორმა, არსებობს ლობულარული კარცინომები, ანუ კარცინომა, რომლის დროსაც ძუძუს შენარჩუნება რეკომენდირებული არ არის, რამეთუ ალბათობა დააავადების კვლავ დაბრუნებისა და განვითარების ძალიან მაღალია. ამის გამო, კაცობრიობამ სარძევე ჯირკვლის აღდგენის ოპერაცია  გამოიგონა, თუმცა ეს დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ქართველები მას ხშირად ვერ წვდებიან.

საზოგადებაში მუსირებს აზრი, რომ მკერდის კიბოს ასაკი გაახალგაზრდავდა. უმეტესად რა ასაკის პაციენტები გყავთ?

– ყველაზე ახალგაზრდა პაციენტი 18 წლის მყავდა, მყოლია 20, 21 ასევე  30, 34 წლის პაციენტები.  რიცხვობრივად შუა ხნის პაციენტები ჭარბობენ.

ყველაზე საყურადღებო  40-დან 60 წლამდე ასაკობრივი კატეგორიაა.

რეპროდუქციულმა ასაკმა  გადაიწია, მშობიარობის ასაკი ქალს შედარებით გაეზარდა.  დღეს ჩვეულებრივად 45, 47 წლის ქალს შეუძლია დაორსულდეს და ბავშვი გააჩინოს, ეს გარემო ფაქტორებმა განაპირობა.

სამწუხაროდ, თანამედროვე მიღწევების მიუხედავად,  ამ პათოლოგიასთან გამარჯვება ჯერ-ჯერობით მაინც ვერ მოხერხდა.

უბრალოდ, იმის თქმა შეიძლება, რომ იყო პერიდი, როდესაც კაცობრიობა მარცხდებოდა.

დღევანდელ დღეს სიტუაცია  შედარებით განმუხტულია, ამ დაავადებით დაღუპული პაციენტების რიცხვი, ფაქტობრივად, გადარჩენილი პაციენტების რიცხვს გაუთანაბრდა.

დღევანდელ რეალობაში ესეც სასიხარულოა.

ამ კონკრეტული დაავადების წარმოქმნას რა განაპირობებს (უხარისხო საკვების მიღება, გენეტიკა, სხვადასხვა ტრავმა თუ სხვა)?

– ამ დროს ყველაფერი მნიშვნელოვანია. ტრავმა, მექანიკური დაზიანება, რომელიც თავიდან შეიძლება არ იყოს აღქმული როგორც კიბო, მაგრამ ამ დაავადების ჩამოყალიბებას ბიძგს აძლევს. ონკოლოგიაში არსებობს მექანიკური ზემოქმედების თეორია, ონკოლოგიური პათოლოგიის ჩამოყალიბებაში.

მეორე მომენტი უკვე არის გენეტიკა. როდესაც პაციენტი ჩვენთან  მოდის, ხშირად ვეკითხებით ჰქონდა თუ არა მსგავსი პრობლემა დედას, დეიდას, ბებიას ან ბებიის დას. ამ დროს  გენი  ძირითადად დომინანტურია, რეცესიული არ არის, მამასთან ეს უფრო ითიშება.

როდესაც ვნახულობთ ხოლმე, რომ 1, 2, 3 ხაზი დატვირთულია, გვაქვს ვარაუდი,  რომ პაციენტს პოტენციურად შესაძლოა კიბო ჩამოუყალიბდეს. ამის შემდგომ, გენის დომინანტურობის დასადგენად, გენეტიკური ანალიზი კეთდება და თუ  ეს დადასტურდა, შესაბამისი მკურნალობა ინიშნება.

რაც შეეხება კვებასთან კავშირს, კავშირი აქაც არის. საკვები ჯანსაღი, დაბალ კალორიული უნდა იყოს. ნახშირწყლებით მდიდარი არ უნდა იყოს. შემწვარ საკვებს მოხარშული ჯობია.

ჭარბი წონა უკვე რისკია.

გენიალური ენდოკრინოლოგი, დიმანი, რომელმაც ტერმინი კანტროფილია შექმნა, ამბობდა, რომ გაერთიანებული სიმსუქნე, არტერიული გიპეტენზია ანუ მაღალი წნევა და შაქრიანი დიაბეტი, ეს არის  სამი პარამეტრი, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც  ქალი  სარძევე  ჯირკვლის კიბოს განვითარების თითქმის 100%-იანი რისკის ქვეშ იმყოფება.

მოკლედ, ყოველივე ერთმანეთთანაა დაკავშირებული.

რამდენად არის სიმსივნის მაპროვოცირებელი ე.წ. სოლარიუმები?

– კაცობრიობამ ზომიერებას ვერ მიაღწია, ბუნებრივი ინსოლაციის წიინააღმდეგი არანაირად არ ვარ, უბრალოდ წესების დაცვაა საჭირო.

ე.წ. გარუჯვა 7 სთ.დან 11-ის ნახევრამდე შეიძლება და შემდგომ 5 საათიდან.

მზის აქტიური პერიოდის განმავლობაში სასურველია ჩრდილში ვიყოთ.

 სოლარიუმი, ჩემთვის მიუღებელი ფენომენია, ხშირად კანს აზიანებს.

გაძლიერებული ბუნებრივი თუ ხელოვნური ინსოლაცია ენდოკრინული სისტემის აქტივირებას იწვევს, შედეგი შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.

არ მინდა სილამაზის წინააღდმეგი ვიყო, მაგრამ იქაც ხომ ზღვარი არსებობს, დაცულობის მექანიზმი უნდა არსებობდეს. სოლარიუმებში სარძევე ჯირკვალზე დაცვის ფირფიტებს არ გამოიყენებენ, ამ დროს რეპროდუქციული სიტემა დარტყმის ქვეშაა, შესაძლოა ონკოლოგიური დაავადებებიდან ყველაზე სახიფათო დაავადებაა-მელანომა განვითარდეს.

ზომიერად გარუჯვა შეიძლება, მაგრამ თავის დამწვრობამდე მიყვანა არა.

თქვენი რეკომენდაციები როგორია?

– უპირველეს ყოვლისა, ქალი საკუთარ თავს პატივს უნდა სცემდეს და ცოტა მეტ დროს უთმობდეს მას.  სპორტის თვალსაზრისით უფრო მეტად აქტიურები,  ხოლო საკვებთან მიმართებაში მეტად პრეტენზუიულები უდნა იყვნენ და რაც მთავარია,  ხანდახან უნდა გაიხსენონ, რომ არსებობს ეს დარგი, სადაც უნდა მოვიდნენ,  გაესინჯონ და მოიპოვონ სიმშვიდე.

ნინო ზარიძე

Share2Tweet1

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

რა შეზღუდვები იმოქმედებს საგანგებო მდგომარეობის დროს – პრემიერ-მინისტრის განმარტება

გიორგი გახარია-ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის არასწორი იქნება ვთქვთ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა მუდმივი გამოწვევაა

6 years ago
100-ლარიან დახმარებას მიიღებენ ბავშვები, თუ ოჯახის ქულა 120 001-ზე ნაკლებია

100-ლარიან დახმარებას მიიღებენ ბავშვები, თუ ოჯახის ქულა 120 001-ზე ნაკლებია

5 years ago
სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში საგანმანათლებლო ცენტრი გაიხსნა

თეატრალური უნივერსიტეტის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

11 years ago
ნათია თურნავა: ჩვენი ყველა გადაწყვეტილებით ვებრძვით სიღარიბეს

ნათია თურნავა: ჩვენი ყველა გადაწყვეტილებით ვებრძვით სიღარიბეს

6 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by