• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, May 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თელავის მუნიციპალიტეტში იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნო გაიხსნა

10 years ago
in საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ღვინიქართული ღვინის კვირეული თელავის მუნიციპალიტეტში,  იყალთოს ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნის საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.  ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა   გახსნა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ ქართული ღვინის კვირეული ქვევრის სკოლა-სახელოსნოს გახსნით დაიწყო, რადგან ქვევრი და ღვინო ერთმანეთისგან განუყოფელია, ქართული კულტურისა და ტრადიციების ნაწილია.

„მოხარული ვარ, რომ ქვევრის სკოლა-სახელოსნოს დაარსების პროექტი მთავრობის, ეკლესიის, ადგილობრივი ხელისუფლების და კერძო სექტორის აქტიური თანამშრომლობით, ერთ წელიწადში რეალობად იქცა და  დღეს,  ყველა ჩვენგანი ამ მნიშვნელოვანი ამბის თანამონაწილენი ვართ. მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სექტორის, მათ შორის მეღვინეობის  განვითარება უნდა მოხდეს კომპლექსში. შესაბამისად, ქვევრის სკოლა-აკადემია ქვევრის ღვინის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. თითქმის მთელი მსოფლიო აღიარებს რომ საქართველო  ღვინის სამშობლოა.  ქვევრის ღვინო კი, არის  უნიკალური მარგალიტი, რომელიც ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე  განსხვავებულ და განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს.  2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი მიანიჭა, რაც ძალიან დიდი აღიარებაა მთელი საქართველოსთვის.  სწორედ ეს აღიარება არის დიდი პასუხისმგებლობა. ქვევრის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს  სჭირდებოდა გადარჩენა და  ქვევრის სკოლა-აკადემია სწორედ ამის შესაძლებლობას მოგვცემს. კარგი ქვევრი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომ კარგი ქვევრის ღვინო იწარმოებოდეს.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ქვევრის ხარისხი შევინარჩუნოთ და ავიყვანოთ მაღალ დონეზე, გვქონდეს განსაკუთრებული სტანდარტები და დამოკიდებულება ამის მიმართ. ქვევრის  ღვინო ჩვენი საგანძურია და იმისათვის, რომ   ეს უნიკალურობა  არ დაგვეკარგოს, მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა ისეთის ინფრასტრუქტურა, სადაც  საფუძველი ჩაეყრება  ქვევრის კვლევის,  დახვეწისა და წარმოების განვითარებას. ეს მოგვცემს საშუალებას, მეღვინეობის მიმართულებით ხმამაღალი სიტყვა გვეთქმოდეს მსოფლიოში“,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის ინიციატივით დაარსებული ქვევრის სკოლა-სახელოსნო მიზნად ისახავს ქვევრის დამზადების ტრადიციული, უძველესი მეთოდების აღდგენა-შენარჩუნებას, ასევე სოფელ იყალთოს ისტორიულ-კულტურული და ტურისტულ-საგანმანათლებლო პოტენციალის განვითარებას.

სკოლის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა აღნიშნა, რომ სკოლა-სახელოსნოს აშენება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა სოფლის მეურნეობის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ასევე  კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და მხარდაჭერა. მეუფემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს და დასძინა, რომ სკოლა-სახელოსნოს ფუნქციონირება რამდენიმე წლის შემდეგ რეალურ, პოზიტიურ შედეგებს მოიტანს.

იყალთოს მრავალფუნქციური სკოლა-აკადემია  ერთ სივრცეში გააერთიანებს სახელოსნოს, მუზეუმს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტკაფეს. სკოლა საშუალებას მისცემს ყველა მსურველს შეისწავლოს არა მარტო ქვევრის, არამედ ღვინის ჭურჭლისა და ძველი, ტრადიციული სასმისების  დამზადების უძველესი მეთოდები. თიხის სახელოსნოს გარდა, სკოლაში გაიხსნება ქართული ფაიფურის, ქართული ემალისა და საოქრომჭედლო სახელოსნოები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ხელობას დაეუფლოს.

სკოლა-სახელოსნო აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით. სახელოსნოში განთავსებულია თიხის გამოსაწვავი თანამედროვე სტანდარტების ღუმელი, თიხის წისქვილი, თიხის სარეცხი ცისტერნები, წნეხი და ვაკუუმპრესი. თანამედროვე ტექნოლოგიები და დანადგარები უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების ქვევრისა და თიხისი ჭურჭლის წარმოებას.

სკოლა-სახელოსნოს გახსნის ღონისძიებაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია დარჩიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მუნიციპალური განვითარების ფონდი აღნიშნული პროექტის აქტიური მხარდამჭერია.

,,პროექტის განხორციელებაში ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართული და მოხარული ვარ, რომ სამუშაოები დასრულდა და დღეს იყალთოს სკოლა-აკადემია გაიხსნა. პროექტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით და მისი ღირებულება 5 მლნ ლარია. მას შემდეგ რაც სკოლა-სახელოსნო ფუნქციონირებას დაიწყებს, არაერთი მიმართულებით, მათ შორის ისტორიულ-კულტურული, საგანმანათლებლო და ტურისტული მიმართულებით მნიშვნელოვანი, პოზიტიური შედეგები ექნება“,-აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართეს კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა.  აღინიშნა, რომ იყალთოს სკოლა-სახელოსნოს გახსნა უმნიშვნელოვანესია არა მარტო კახეთის რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის.

,,ქვევრი და ქვევრის ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია, ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ნაწილია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ ტრადიციის ხელშეწყობა და განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლა-სახელოსნოს შექმნა“,- აღნიშნა კახეთის რეგიონის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

სკოლა-სახელოსნოს გახსნის საზეიმო ღონისძიებას სოფლის მეურნეობის, განათლებისა და მეცნიერების და  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  სამინისტროების, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის,  ღვინის ეროვნული სააგენტოს, დიპლომატიური კორპუსის,  ასოციაცია  ქართული ღვინის, ადგილობრივი თვითმმართველობის და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

ესტონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ესტონეთში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

7 years ago
გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე სხდომა დანიშნა

“უკიდურესად აღშფოთებული ვარ ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტით”

10 years ago

სამგორის რაიონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა

8 years ago
ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები იწყება

8 years ago

ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა
ახალი ამბები

ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა

05/13/2026

თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა ნუკრი ქოქუაშვილია. ახლობლების ინფორმაციით, 25 წლის ბიჭის ცხედარი პოლიციამ იპოვა. ნუკრი ქოქუაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან იყო და...

Read moreDetails
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

05/13/2026
სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა

05/13/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ცნობილია, თბილისის ზღვაზე ნაპოვნი 25 წლის ბიჭის ვინაობა 05/13/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის” – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 05/13/2026
  • სეტყვა თელავში – სტიქიამ ხეხილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა 05/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by