• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მოქვის სახარება“- ქართული ხელნაწერი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

2 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
„მოქვის სახარება“- ქართული ხელნაწერი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს
32
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მოქვის სახარება  XIII-XIV საუკუნეების ქართული კალიგრაფიული ხელოვნებისა და მინიატურული მხატვრობის გამორჩიული ნიმუშია.

ხელნაწერში 329 ფურცელი, 155 სიუჟეტური მინიატიურა, 10 კამარა, 4 თავსამკაული და 530-ზე მეტი მოხატული საზედაო ასოა. თავების დასაწყისში  მდიდრულად შემკული თავსართებია. თვით ტექსტში კი დიდი ზომის მრავალი, 500-ზე მეტი ფიგურული ინიციალია, რომლებიც ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებისაგან შედგება.

ტექსტი შესრულებულია ნუსხურით. ყავისფერი მელნის სხვადასხვა ტონალობაში ჩართული სინგურის აქცენტები ტექსტის მნიშვნელოვან პასაჟებს გამოყოფენ. სახარება გადაწერილია ორ სვეტად ეფრემის მიერ და მთელ ტექსტში  მკაცრადაა დაცული სვეტის 22-სტრიქონიანი სისტემა.

მოქვის ოთხთავის მოხატულობა უშუალოდ  ოქროზეა შესრულებული. ძველი ქართველი ოსტატები ორი სახის ოქროს იყენებენ ხელნაწერის მოხატულობის დროს: ფურცლოვანსა და ფხვიერი ოქროსაგან სპეციალურად დამზადებულ ოქრომელანს.

მოქვის ოთხთავი ქართულ ტრადიციაში დაცული ის იშვიათი გამონაკლისია, რომლებშიც მახარებლებს მათი შთამაგონებელი ფიგურები ახლავს. წმ. მარკოზს-წმ. პეტრე; წმ. ლუკას- ღვთისმშობელი; წმ.იოანეს- ღვთაებრივი სხივი; წმ. მათეს შთამაგობელი ფიგურა ხელნაწერის დაზიანების გამო უცნობია.

მოქვის სახარების მხატვრულ გაფორმებას ტექსტში ჩართული მრავალრიცხოვანი მინიატურები ქმნიან, მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 160. მათგან გამორჩეულია „ქრისტეს გენეალოგია“- მაცხოვრის წინაპართა სახეებში  გამჟღავნებულია ახალი აღთქმის კავშირი ძველთან. მინიატიურაში 42 მამამთავარს შორის ერთადერთი ქალის გამოსახულებაა და ეს არის ღვთისმშობელი. ზოგადად, ხელნაწერი გამორჩეულია ღვთისმშობლის გამოსახულებათა სიმრავლითაც.

ძირითადად დასურათებულია მათეს სახარება – სულ 97 მინიატიურა,  ხოლო დანარჩენ თავებში ივსება საილუსტრაციო ციკლის შემადგენლობა. იშვიათია ერთი და იმავე სიუჟეტის მინიატიურის განმეორება. 

ხელნაწერი საკმაოდ დაზიანებული სახითაა ჩვენამდე მოღწეული, რაც მისი თავდაპირველი შენახვის არასათანადო პირობებით იყო გამოწვეული. ასევე,  არც თავად ოთხთავის საშემსრულებლო ტექნიკა – ოქროზე საღებავების დადება არ აღმოჩნდა მყარი. საღებავმა როგორც ჩანს, შეიწოვა ოქრო და გამოაშრო. საღებავი ოქროსთან ერთად თანდათანობით სცილდება ეტრატს და მინიატურულ მხატვრობას აზიანებს.

დღემდე მოქვის სახარებამ რთული გზა განვლო. გადაწერილია 1300 წელს, აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ეკლესიაში დანიელ მოქველი ეპისკოპოსის დაკვეთით, რომლის მინიატურაც გამოსახულია ოთხთავში. ხელნაწერის დამკვეთის მინიატიურა არც ერთ სხვა ძველ ხელნაწერში არ გვხვდება.

უცნობია რა ვითარებაში მოხვდა ხელნაწერი მოქვიდან მარტვილის ეკლესიაში. სწორედ იქ მიაკვლიეს მას ნიკოდიმ კონდაკოვმა და დიმიტრი ბაქრაძემ XIX საუკუნის II ნახევარში.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის დროს ემიგრაციაში წასულმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მოქვის სახარება, სხვა ქართულ ხელნაწერებთან ერთად, საფრანგეთში გაიტანა. საქართველოში კი, ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით, 1945 წელს დაბრუნდა.

საფრანგეთიდან დაბრუნებისას ხელნაწერს მხოლოდ გვიანი ხანის მოოქრული ვერცხლის ყდის ფრაგმენტი ჩამოჰყვა.

სპეციალისტების შეფასებით, მოქვის სახარება წარმოადგენს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან სულიერ და მატერიალურ ძეგლს,  რომლის ანალოგი მსოფლიოში თითქმის არ არის.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს როგორც საერო, ასევე სასულიერო წრეების წარმომადგენლების ძალისხმევით, მოქვის ოთხთავი განადგურებას გადაურჩა. მნიშვნელოვანი იყო იუნესკოს გადაწყვეტილება 24 ათასი ამერიკული დოლარით დაეფინანსებინა მოქვის ოთხთავის დიაგნოსტიკის პროექტი, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ხელნაწერის მძიმე მდგომარეობა.

რესტავრირებული სახარება რამდენჯერმე გამოიფინა კიდეც. თუმცა ასევე მნიშვნელოვანია მოქვის სახარების ახალი, სამენოვანი, ალბომის გამოცემა, რომელიც  მაღალ პოლიგრაფიულ დონეზეა შესრულებული და ინარჩუნებს ხელნაწერის ავთენტიკურ ფორმატს და შეიცავს 155 უნიკალური მინიატიურის რეპროდუქციას.

 

 

 

fb-share-icon
Tweet
Share13Tweet8

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა
ახალი ამბები

მარხვა სიცოცხლეს ახანგრძლივებს – იაპონელი მკვლევრების დასკვნა

01/27/2026
რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს
ახალი ამბები

რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ შობის ღამეს

01/06/2026
ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ
ახალი ამბები

ფსალმუნები, რომელიც პატრიარქის კურთხევით შობის მარხვაში უნდა ვიკითხოთ

01/02/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In