• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბრიტანეთში მოღვაწე ქოუჩი გრეის დეარსი სამშობლოს ექსკლუზიური პროექტით სტუმრობს

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ბრიტანეთში მოღვაწე ქოუჩი გრეის დეარსი სამშობლოს ექსკლუზიური პროექტით სტუმრობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

14627966_1325351440821955_1882881678_nპირველად საქართველოში, გრეის დეარსი იწყებს თავის საავტორო ვორქშოფს სახელწოდებით: “ქალური ენერგია და მისი გამოყენება საკუთარი თვითრეალიზაციის გზაზე”.

როგორც ცნობილია, ვორქშოპი არის განკუთვნილი მხოლოდ ქალბატონებისთვის და მოიცავს პრაქტიკულ მუშაობას. დეტალურად თბილისში დაგეგმილი ღონიძიების შესახებ თავად გრეისი გვესაუბრა:

გრეისი: ეს არის სამდღიანი, უნიკალური ვორქშოფი იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც გრძნობენ, რომ მათ მეტი შეუძლიათ და უნდათ, რომ უფრო სავსე და საინტერესო ცხოვრებით იცხოვრონ.

1. კონკრეტულად რას მოიცავს მუშაობა?

მუშაობა მოიცავს საუბრებს, სავარჯიშოებსა და “ექსტაზური გამოღვიძება” ცეკვის მეთოდის გამოყენებას. მსმენელებს მიეცემათ საშუალება, რომ გააღვიძონ საკუთარი ქალური ენერგია და შეისწავლონ ისეთი საკითხებუ როგორიცაა:

1. როგორ შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება; ეს მოიცავს საკუთარ თავთან ისეთი ურთიერთობის დამყარებას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, რომ ნათლად დაინახოთ თუ ვინ ხართ სინამდვილეში და რა შესაძლებლობები გაგაჩნიათ.

2. როგორ განახორციელოთ თქვენი უმაღლესი პოტენციალი;
ამ შემთხვევაში, გრეისი ისაუბრებს, სამყაროსთან თქვენი ურთიერთობის მნიშვნელობაზე. გაიგებთ როგორ გაერკვეთ საკუთარ სურვილებში და მოუსმინოთ თქვენ ინტუიციას, რათა შეძლოთ ნათლად დაინახოთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგათ თქვენი სურვილების განხოციელბის გზაზე.

3. როგორ დაეხმაროთ სამყაროს.
ვორქშოპის მესამე ნაწილი შეეხება ადამიანთა უერთიერთდამოკიდებულების საკითხებს. ისწავლით, როგორ შექმნათ ისეთი ურთიერთობები, რაც თქვენ წინსვლასა და სამყაროს თქვენი იდეებით გამდიდრებას შეუწყობს ხელს.

2. ვისთვის არის განკუთვნილი პროექტი?

ვორქშოფი განკუთვნილია მხოლოდ ქალბატონებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი იცხოვრონ უფრო სავსე და საინტერესო ცხოვრებით და მოახერხონ საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება. ეს არაჩვეულებრივი მეთოდი ძალზედ ეფექტურია ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, რომელიც უშუალოდ ქალბატონებისთვისაა შექმნილი. მისი შესწავლა და პრაქტიკული გამოყენება, ვორქშოფის მონაწილეებს მისცემს საშუალებას გაერკვნენ იმაში, თუ რა სურთ სინამდვილეში და როგორ მოიპოვონ საკუთარ თავში იმის ძალა, რომ უფრო თამამად წავიდნენ თავიანთი ჭეშმარიტი სურვილების გზაზე.

3. როგორც ვიცით თქვენ ამა წლის სექტემბერში აგირჩიეს ორგანიზაცია ვუმანსფიქ-ის ერთ-ერთ ლიდერად. რას მოიცავს თქვენი მუშაობა?

ჩემი ფუნქციაა დავეხმარო ქალბატონებს გამოხატონ საკუთარი იდეები და დაეუფლონ საჯაროდ გამოსვლის ხელოვნებას. დავეხმარო ქალბატონებს მოიპოვონ შინაგანი თავისუფლება, გამოხატონ საკუთარი თავი და მოახდინონ მაქსიმალური თვითრეალიზაცია!

4. რატომ გადაწყვითეთ თანამშრომლობა დავითიანნის ფსიქოლოგიის ცენტრთან და სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საზღვარგარეთ, ადამიანის პიროვნული ზრდის სფეროში აქტიურად მოღვაწეობისას, გამიჩნდა სურვილი, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ქართველი ქალატონებისთვისაც გამეზიარებინა. გადავწყვიტე, თბილისში ჩამომეტანა ის მეთოდი, რომელმაც ჩემ არაერთ კლიენტს არაჩვეულებივი შედეგი მოუტანა. ამ იდეის განსახორციელებლად მივმართე “დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრს. მათ თანამშრომლობა შემომთავაზეს, რასაც სიხარულით დავთანხმდი. ვგეგმავ საქართველოში ყოველწლიურად ჩამოსვლას, რათა ჩემი საქმიანობა ჩვენი ქალბატონების სამსახურში ჩავაყენო. ამა წლის სექტემბერში, დავინიშნე ორგანიზაცია ვუმანსფიქის ერთ-ერთ საერთაშორისო ლიდერად, რაც საშუალებას მომცემს, რომ დავეხმარო ქალბატონებს გამოხატონ საკუთარი თავი, გაუზიარონ სხვებს თავიანთი იდეები და დაეუფლონ საჯაროდ გამოსვლის ხელოვნებას. მე ამ პროექტის საქართველოში ჩამოტანასაც ვგეგმავ სხვა საინტერესო ტრენინგებთან ერთად, და ვიმედოვნებ, რომ ჩემი და დავითიანნის ცენტრის თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.

ნინო კერესელიძეფსიქოლოგი ნინო კერესელიძე: ” “დავითიანნის” ფსიქოლოგიის ცენტრისთვის მნიშვნელოვანია საქართველოშიც დანერგოს და განახორციელოს პროექტები, რომლებიც აქტიურად მიმდინარეობს ფსიქოლოგიის სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გრეის დეარსის საავტორო პროგრამა კი ქართველ სპეციალისტებს და ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირებს მისცემს საშუალებას გაიზიარონ მსოფლიოში მიმდინარე მიღწევები საკუთარი თავის შეცნობის გზაზე. ვფიქრობ, 24 ოქტომბერს დაგეგმილი პირველი შეხვედრა ქართველ ფსიქოლოგებთან იქნება ტრამპლინი ურთიერიერთობის გაღმავებაში. აგრეთვე დაგეგმილია უკვე ტრენინგების კურსიც, რომელიც სისტემატიური ხასიათის იქნება. პირველ ჯგუფს უკვე წელს მივიღებთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კურსი მთლიანად ეთმობა ქალბატონებს და მუშაობა იქნება მცირე ჯგუფებში.”

ShareTweet

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026

საინტერესო

ნოდარ ხადური: „გეზ-ების გაუქმება არ იგეგმება“

13 years ago

დიდ დიღომში, ოლიმპიური ცენტრის ტერიტორიაზე რაგბის სტადიონი აშენდება

12 years ago

გიორგი მარგველაშვილი: “ამ არჩევნებზე ჩვენი გამოწვევაა ამომრჩეველი საარჩევნო ყუთებთან მივიყვანოთ”

10 years ago
მთავრობამ  მიგრაციის მონაცემთა ფორმირების წესი დაამტკიცა

მთავრობამ მიგრაციის მონაცემთა ფორმირების წესი დაამტკიცა

11 years ago

ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს "თამოსკინს" "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინა. მომხმარებლის განცხადების საფუძველზე...

მეტის ნახვაDetails
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა 07/17/2026
  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by