• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, February 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მე და საზოგადოება, ანუ რატომ არ ვთხოვდები?! – როგორ დავიცვათ თავი ფსიქოლოგიური ძალადობისგან?

9 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
მე და საზოგადოება, ანუ რატომ არ ვთხოვდები?! – როგორ დავიცვათ თავი ფსიქოლოგიური ძალადობისგან?
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მჭიდრო სანათესავო–საახლობლო ურთიერთობების გამო, რომელიც საზოგადოებაში დიდი ხანია მკვიდრდება, ხშირად იშლება ზღვარი პირადსა და საჯაროს შორის, ამიტომაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე უხერხული კითხვების ადრესატები ვხდებით. ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ არ იმყოფებიან ქორწინებაში იძულებულნი არიან, ისმინონ მენტორული კილოთი მიცემული რჩევები, რომლებიც რიგ შემთხვევაში არც კი უთხოვიათ. როგორ უნდა ავირიდოთ უხერხული კითხვები, რა პასუხით უნდა „ვებრძოლოთ“ ჩვენს პირად ცხოვრებაში შემოჭრილ ადამიანებს ისე, რომ არ ვაწყენინოთ და არც მათი გაღიზიანება გამოვიწვიოთ, ამაზე დეტალურად ფსიქოლოგი, ირინა ტაბუციძე, გვესაუბრება.

unnamed-1024x674ქორწინების საშუალო ასაკი საქართველოში ქორწინების რეგისტრაციის 2014 წლის სტატისტიკით ქალებში–28 ხოლო მამაკაცემში – 31 წელია. შეგიძლიათ გვითრათ რა ასაკი მიიჩნევა ქორწინებისთვის საუკეთესო დროდ; ადამიანი ფსიქოლოგიურად მზად როდის არის?

– ქორწინებისთვის მზაობა ინდივიდუალური საკითხია. თუმცა, სასურველი წინაპირობაა, რომ ადამიანს შემოსავალი ჰქონდეს და შეეძლოს საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობის აღება. ქალის შემთხვევაში ისევე არ არის სასურველი გვიანი ქორწინება, როგორც ნაადრევი. თუ ბავშვის გაჩენას აპირებს, რისკები ორივე შემთხვევაში არსებობს. ზოგადად ქალისათვის ქორწინების საუკეთესო ასაკია 25–35 წელი. მინდა აღვნიშნო, რომ ნაადრევი ქორწინების დროს გარდა იმისა, რომ უამრავი ბიოლოგიური გართულების რისკი არსებობს, სრულიად დავიწყებულია ფსიქოლოგიური მზაობის საკითხი. ადრეულ ასაკში (არასრულწლოვნების) ქორწინება ძირითად შემთხვევაში არის „ლეგალური სექსის“  ქონის შესაძლებლობა, კანონიერ ფარგლებში მოქცევა იმ ურთიერთობის, რომელიც ადამიანებს ერთმანეთთან აქვთ. ბუნებრივია როდესაც გვერდით საყვარელი ადამიანი გყავს, გაქვს მოთხოვნა, რომ მასთან ერთად იცხოვრო და რადგან ამის უფლებას ხშირ შემთხვევაში საზოგადოება არ იძლევა, ახალგაზრდები იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ერთბობლივ თანაცხოვრებას  ქორწინება დაარქვან. თუ განვითარებულ ქვეყნებში ისინი „მეგობარი გოგონა“, „მეგობარი ბიჭი“ დაერქმეოდათ, ჩვენთან უწოდებენ ცოლ–ქმარს და თანდათან ეს ყველაფერი სახლობანას თამაშს ემსგავსება. აქვე უნდა ვახსენო ჩვენს კულტურასა და ენაში დამკვიდრებული ფრაზა: „გოგონა პატრონს უნდა ჩავაბარო“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ამის შემდეგ მშობელი გოგონაზე საკუთარ პასუხისმგებლობას იხსნის. „პატრონს ჩავაბარო და დავისვენო, “რეალურად კი პრობლემები სწორედ ამ დროს იწყება. გოგონებს ხშირ შემთხვევაში ეზღუდებათ თავისუფლება, ისინი არ არიან ფინანსურად დამოუკიდებლები, ამიტომ ვალდებულები არიან, რომ სხვის მითითებებს დაემორჩილონ, დაკმაყოფილდნენ იმით, რასაც აძლევენ და ამაზე მეტი ვერც მოითხოვონ.

თუ აღზრდა სწორი კუთით მიმდინარეობს, მოზარდი გოგონა გაცილებით დიდი პერსპექტივებს უნდა ხედავდეს ცხოვრებაში, ვიდრე ეს გათხოვებაა.

ახალგაზრდები ხშირად აღნიშნავენ, რომ  ოჯახის წევრებისგან, ახლობლებისგან, ნათესავებისგან იბადება კითხვა „რატომ არ თხოვდები?“ „როდის უნდა გათხოვდე?“. თქვენ, როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს, შეიძლება თუ არა მსგავსი კითხვა აღქმული იქნას, როგორც ადრესატის მიმართ ვერბალური ძალადობა?

– მსგავსი კითხები არამარტო ვერბალური, არამედ, წმინდადფსიქოლოგიური ძალადობაა. როდესაც საკუთარი ცხოვრება არ გაგაჩნია და სხვისი ცხოვრებით იკვებები, აუცილებლად სვამ სხვის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვებს. ადამიანი, რომელიც არის  რეალიზებული, მოწესრიგებული, აქვს საკუთარი პირადი ცხოვრება, არ ინტერესდება სხვისი ცხოვრებით.

ბედნიერი ადამიანები მინიმალურად ერევიან სხვის პირადში. როდესაც გარკვეული საკითხი მოწესრიგებული არ გაქვს საკუთარ ცხოვრებაში, მარტივად ხედავ იმ ნაკლს სხვის ცხოვრებაში.

სხვისი ნაკლი, რომელიც მე მაღიზიანებს ეს არის ჩემი ნაკლი, რომელსაც არ ვაღიარებ.  თუ ადამიანი პიროვნულ  სიცარიელეში ცხოვრობს, მის ამოსავსებად ძებნას სხვის ცხოვრებაში იწყებს. ხშირად ვსაუბრობთ ძალიან შორეული ადამიანის პრობლემაზე შეშფოთებულები, რაც რეალურად საერთოდ  არ გვაინტერესებს და ამ გზით სხვებთან ურთიერთობებში არსებული ვაკუუმის ამოვსებას ვცდილობთ.

როგორც ფსიქოლოგმა თუ შეგიძლიათ რამდენიმე რჩევა/რეკომენდაცია მოგვცეთ როგორ შეიძლება თავი დავიცვათ უხერხული და რიგ შემთხვევაში გამაღიზიანებელი კითხვებისგან, რომელიც ჩვენს სამომავლო ქორწინებას ეხება?

– სამწუხაროდ, ხშირად ადამიანები ვერ აანალიზებენ რის იქით აღარ უნდა შეეხო მეორე ადამიანს. მათ რომ უფლება მივცეთ არასდროს დასრულდება მსგავსი ტიპის კითხვები: „სად აბარებ?“, „სად მოხვდი?“ „გათხოვებას არ აპირებ?“ „ბავშვი როდის უნდა გააჩინო?,“ „მეორეს არ აპირებ?.“ „დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?“ „მარტო ცხოვრობთ თუ მათთან ერთად?“… ძალიან მნიშვნელოვანია გამოვკვეთოთ რის უფლებას ვაძლევთ ჩვენ გარშემო მცხოვრებ ადამიანებს. როგორც ფსიქოლოგმა შემიძლია გირჩიოთ, რომ პირველივე მცდელობა სხვისი მხრიდან, ჩაერიოს თქვენს პირად ცხოვრებაში, საფუძველშივე აღკვეთოთ.

ფსიქოლოგიაში არსებობს მანიპულაციისგან თავდაცვის ტექნიკა–„გაფუჭებული ტელეფონი“. ეს ტექნიკა გულისხმობს, რომ ნებისმიერ დაჟინებულ კითხვას გავცეთ ერთი და იგივე მონოტონური პასუხი. როგორც წესი, მრავალჯერადად განმეორებადი  ერთიდაიმავე პასუხის შემდეგ ადამიანები თავს უხერხულად გრძნობენ და შეკითხვის დასმას წყვეტენ.

საზოგადოებაში არსებობს მოსაზრება, რომ იმისათვის, რომ ქალი სრულყოფილი იყოს და მისი ცხოვრება შედგეს, აუცილებელია მეორე ნახევრის ყოვლა. თქვენ თუ ეთანხმებით ამ აზრს; შეიძლება თუ არა ქალის ცხოვრება სრულყოფილად ჩაითვალოს, თუ მას გვერდით არ ჰყავს პარტნიორი?

– ადამიანზე დამოკიდებულება და ჩაბღაუჭება ბედნიერება არ არის. ბედნიერება მაშინ მიიღწევა, როდესაც ერთმანეთს ორი ჩამოყალიბებული, რეალიზებული ადამიანი ხვდება და ერთმანეთთან თავს კარგად გრძნობს. პრობლემა ჩნდება, როდესაც ქალები პარაზიტულ ცხოვრებას  იწყებენ და თავიანთ მეორენახევრებს ეწებებიან მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი სიცარიელე და ვერშემდგარი ცხოვრება შეავსონ. მსხვერპლის როლში ყოფნა და ჩივილი, რომ „ცხოვრება ოჯახს შევწირე,“ არის ძალიან კარგი საშუალება საკუთარი უუნარობის გასამართლებლად. არავინ იცის რეალურად ამ ტიპის ქალბატონებს მარტო რომ ყოფილიყვნენ რისი მიღწევა შეეძლოთ, დიდი ალბათობით, არც არაფრის. რეალიზებული ქალი მსხვერპლისა და ჩაგრულის როლს არ ირჩევს, თუ მას პრობლემა აქვს ის წყვეტს მას და ამ პრობლემასთან ერთად ცხოვრებას არ ირჩევს. ნებისმიერ ურთიერთობაში თუ  პიროვნული ზდრის პროცესი მიდის,  ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თუ ერთმანეთს ვაფერხებთ და ხელს ვუშლით, მაშინ ეს ურთიერთობა პრობლემაა. ჩვენ თავად უნდა გადაწყვიტოთ რა გვსურს. დამოუკიდებლად ბედნიერების მოპოვება ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.

თუ ადამიანი ბედნიერია და სხვას ხელს არ უშლის ნუ ჩავერევით მის ცხოვრებაში, არ აქვს მნიშვნელობა მარტოა თუ პარტნიორთან ერთად.

„ჭკვიანი ქალი ყოველთვის მოქმედებას ირჩევს“ თუ „ ვინც მოითმენს ის მოიგებს“ რა სჯობს აქტიურად ვეძებოთ ჩვენი მეორე ნახევარი თუ დაველოდოთ და ის ბუნებრივად მოვა?

– სიყვარულის უარყოფითი თვისებაა, რომ მხოლოდ ჩვენ, რომ გვსურს საკმარისი არ არის, მეორე ადამიანსაც იგივე რამ უნდა სურდეს. მეორე მხრივ თუ ადამიანი მზაობას გრძნობს, იცის ვინ  უნდა, გამორიცხულია, რომ მას ვერ შეხვდეს.

ზოგადად რაც უფრო ზუსტი და კონკრეტული გეგმა გვაქვს ცხოვრებაში, მისი შესრულების მით მეტი შანსი გვეძლევა.

თუ არ ვიცით რა გვინდა, მთელი ცხოვრება ვიცხოვრებთ გაურკვევლობაში, ამიტომ უნდა გავიაზროთ, რომ წარმატებას ისინი აღწევენ, ვინც იცის რა უნდა.

ნანუკა მაღლაკელიძე

ნანუკა

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

01/30/2026
„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა
ახალი ამბები

„19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა

01/30/2026
ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
ახალი ამბები

ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე

01/30/2026
100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს
ახალი ამბები

100 როზგი ქორწინების გარეშე სექსისთვის და 40 ალკოჰოლის მოხმარებისთვის – ინდონეზიაში წყვილი საჯაროდ დასაჯეს

01/30/2026
სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული
ახალი ამბები

სურსათის სააგენტოს სპეციალური განცხადება – დაილუქა 109 კგ ქათამი, რომელიც ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე იყო დაკლული

01/30/2026
„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ
ახალი ამბები

„უდიდესი ტრაგედიაა… ოღონდ ეს არ გამეგო“ – ზუგდიდში მოულოდნელად გარდაცვლილ ახალგაზრდას გლოვობენ

01/29/2026

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026
  • ორი დაღუპული და ერთი დაშავებული – უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In