• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, August 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა განაპირობებს დამოკიდებულებას?!

10 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანები ბავშვობიდანვე რაღაცის ან ვიღაცის მიმართ დამოკიდებულები არიან. თავდაპირველად, დამოკიდებულების ობიექტები მშობლები ხდებიან, შემდგომ კი, გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე მათი შეცვლა ხდება. ბავშვობაში მშობლისადმი დამოკიდებულება ნორმალურ ფაქტად აღიქმება, ზრდასრულ ასაკში კი, დამოკდიებულება შესაძლოა პათოლოგიადაც ჩაითვალოს. დღეს ადამიანი მრავალ რამეზე დამოკიდეული შეიძლება იყოს – სოცილური ქსელი, აზარტული თამაშები, მატერიალიზმი, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომლეთაც ხშირად ნებით თუ უნებლიეთ ვეჯაჭვებით.

დამოკიდებულების გამომწვევი გარემო ფაქტორებისა და მისი სხვადასხვა გამოვლინებების შესახებ, „თბილისი თაიმსს“ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ესაუბრა.

15134433_1257568987640619_65905169_nრა ფაქტორებით არის დამოკიდებულება განპირობებული? ადამიანები მატერიალურსა ან სულიერზე დამოკიდებულები როგორ ხდებიან?

 – დამოკიდებულების დაავადება ძალიან ფართე სპექტრს მოიცავს.

არის სამი ძირითადი მიმართულება:

  • ბიოლოგიური (კვებითი აშლილობები, ბულემია-ანურექსია);
  • ქიმიური (ალკოჰოლი, თამბაქო, ფსიქოაქტიური ნივთიერებები და სხვ.);
  • ქცევითი (აზარტომანია, ობსესიურ -კომპულსიური აშლილობანი,  გემბლინგი, კომპიუტერომანია, შოპოგოლიზმი, სექსუალური და სხვ.)

გამომწვევი ფაქტორებია: გენეტიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური.

გენეტიკური – შესწავლილია ზოგიერთი გენის სტრუქტურული თავისებურებები, რომლებიც  სხვადასხვა ნეიროტრანსმიტერის მიმოქცევაში მონაწილეობენ, გარდა ამისა, იკვლევენ ადიქტების (დამოკიდებულები) ოჯახის წევრებს და  ხშირ შემთხვევაში რომელიმე მშობელს  მსგავსი ქცევა აქვს. აქვე შეიძლება ვისაუბროთ ნეიროქიმიურ, ფიზიოლოგიურ მორფოფუნქციურ ფაქტორებზე.

სოციალური – იგულისხმება მიკროსოციალური , (ოჯახის ტიპი, ურთიერთობების პატერნი, ღირებულებები), ასევე მაკროსოციალური, ქვეყნის პოლიტიკურ ეკონომიკური მდგომარეობა, ამა თუ იმ საშუალებების ხელმისაწვდომობა, ლეგალურობა.

ფსიქოლოგიური – პიროვნული თავისებურებები და ფსიქოლოგიური კომფორტის მისაღწევი დომინანტური ფაქტორები. ზოგ შემთხვევაში სქესთანაც არის დაკავშირებული (მაგ. კლეპტომანია, შოპოგოლიზმით უფრო ქალები არიან დაავადებულები, თუმცა მამაკაცებშიც გვხვდება და  სხვ.

 დღევანდელ რეალობაში, ადამიანების უმრავლესობა სოციალურ ქსელზე დამოკიდებულია, ეს რით შეიძლება ავხსნათ?

 – სოციალურ ქსელზე დამოკიდებულება დღევანდელობით, ტექნიკური პროგრესისა  და ინფორმაციის მოპოვების სისწრაფით, ასევე რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობების დეფიციტითაა განპირობებული. არსებობს პათოლოგიური დამოკიდებულება, რომლის მიზეზები შეიძლება  დაბალი თვითშეფასება, ქრონიკული დეპრესია, კონფლიქტური ქცევა, ქცევის კონტროლის მოშლა და სხვა ფაქტორები იყოს.

მატერიალიზმზე, მატერიალურ საგნებზე დამოკიდებულების ფაქტები გახშირებულია. მაგ: ჩვენს ქვეყანაში ადამიანები აიფონის ტექნიკის შესაძენად ყველა ღონეს ხმარობენ, თუნდაც ეს შენაძენი სამომავლოდ ვალების დადების გარანტი გახდეს. ამ ფაქტს რით ახსნით? ეს მიბაძველობითაა განპირობებული თუ აქაც დამოკიდებულების ერთ-ერთ სახესხვაობასთან გვაქვს საქმე?

 – მსგავსი ქცევა ყოველთვის იყო, ეს არის ერთის მხრივ მიბაძვა და მეორე მხრივ,  სოციალური „სტატუსის„ განმსაზღვრელია. ანუ,  ვისაც მსგავსი ნივთი აქვს, ის „მაღალ საზოგადოებას“ ეკუთვნის. ამის საფუძველში არასრულფასოვნების კომპლექსია.

 რას გვეტყვით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების შესახებ?

 – აზარტი არის ენერგეტიკა, მის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს. გააჩნია რა კალაპოტში აღმოჩნდება. აზარტომანია არის დაავადება,  როდესაც ადამიანს უჩნდება დაუძლეველი და აკვიატებული ლტოლვა თამაშისა. აზარტომანისთვის დამახასიათებელია ინფანტილურობა (თამაში ბავშვის ქცევაა), დაბალი თვითშეფასება.

 აზარტული მოთამაშეების ორი ტიპი არსებობს:

  1. მოქმედი მოთამაშე (შედეგზე ორიენტირებული, რისკიანი, მაღალი ინტელექტი, სწრაფვა დომინირებისადმი, ნარცისიზმი და სხვ.);
  2.  მოთამაშეები, რომლებიც რეალობას გაურბიან. (პროცესზე ორიენტირებულები, მნიშვნელოვანია არა რამდენს „მოიგებს“, არამედ თამაშის მეშვეობით ყოველდღიურ პრობლემებს რამდენ ხანს შეუძლია გაერიდოს).

ხშირია შვილების მშობლებზე დამოკიდებულების შემთხვევები. ეს ნორმალური რომელ ასაკამდეა და ზღვარს როდის სცდება? აღზრდისას ხომ არ არის რაიმე შეცდომა დაშვებული?

– მშობლები უნდა ცდილობდნენ ბავშვებში ინიციატივა გააღვიძონ  და ყველა ასაკობრივ პერიოდში, მათ  შესაბამისისი არჩევანის გაკეთების  თავისუფლება მისცენ.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები პიროვნებებს, მაგ: ცნობილ სახეეებს აიდეალებენ და შემდგომ მათზე დამოკიდებულნი ხდებიან. ყოფილა შემთხვევები, როდესაც გულშემატკივრებს თავიანთი კუმირის გარდაცვალების შემდეგ თავი მოუკლავთ. რას ფიქრობთ ამის შესახებ? ამ შემთხვევაში საქმე რასთან გვაქვს?

– ადამიანისთვის ავტორიტეტის თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს ბავშვობაში იდეალიზაციის მოთხოვნილებას მშობელი უნდა უკმაყოფილებდეს, თუ ეს ვერ მოხერხდა, მაშინ ის ავტორიტეტებს სხვა დროს და სხვა ადგილას ეძებს  და ზოგჯერ პათოლოგიურად ეჯაჭვება მათ.

სად გადის ზღვარი სიყვარულსა და დამოკიდებულებას შორის?

– ღმერთი სიყვარული არს, და მას ფასეულობათა იერარქიულ სისტემაში ყველაზე მაღალი ადგილი უჭირავს.  ყველაფერი სხვა რაც უფლის  ადგილს იკავებს, (ეს იქნება ნებისმიერი ადამიანი, ნივთი თუ საქმიანობა) შესაძლებელია პათოლოგიური მიჯაჭვულობის ობიექტად იქცეს. 

ნინო ზარიძე

Share3Tweet2

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორის თქმით, მერიას დაზარალებულების კომპენსაცია არ ევალება

10 years ago
იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ქართულ მხარესთან თანამშრომლობით კმაყოფილია

იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ქართულ მხარესთან თანამშრომლობით კმაყოფილია

11 years ago
კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს, ვინც დაინფიცირდა, ვაქცინა აღარ დასჭირდება – ლევან რატიანი

კორონავირუსი ტოვებს მყარ იმუნიტეტს, ვინც დაინფიცირდა, ვაქცინა აღარ დასჭირდება – ლევან რატიანი

6 years ago

ხვალ გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო დონორების შეხვედრა გაიმართება

13 years ago

ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „თბილისის სასწრაფო დახმარების მე-2 ფილიალის 0232 ბრიგადამ გამოძახება მიიღო....

მეტის ნახვაDetails
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026
„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს 08/17/2026
  • „როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია 08/17/2026
  • ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 08/16/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by