• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, November 18, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ახლად აშენდა, გარემონტდა და განბანვის ოთახები მოეწყო 46 მეჩეთში – მუსლიმთა სამმართველომ 2016 წლის ანგარიში წარადგინა

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ახლად აშენდა, გარემონტდა და განბანვის ოთახები მოეწყო 46 მეჩეთში – მუსლიმთა სამმართველომ 2016 წლის ანგარიში წარადგინა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

15281864_1158937647536624_1711218666_nსრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ სასტუმრო ამბასადორის საკონფერენციო დარბაზში  2016 წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას  ესწრებოდნენ სასულიერო პირები, სახელმწიფო მოხელეები, მუსლიმური ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, სწავლულები და საზოგადო მოღვაწეები. ანგარიშის გაკეთების მიზანი იყო გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვა, გაწეული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება, მათი შენიშვნების და რეკომენდაციების მოსმენა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მუსლიმთა სამმართველოს ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყოველთვის ხელს შეუწყობს ტრადიციული ისლამის განვითარებასა და რადიკალური იდეოლოგიების საქართველოში ფეხის მოკიდებას საშუალებას არ მისცემს.

ბატონ ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა,  რომ მუსლიმი თემი საქართველოში რაოდენობით მეორე ადილზეა და შესაბამისად სახელმწიფოს ყურადღებაც მის მიმართ განსაკუთრებულია. ისინი ყველაფერს აკეთებს რათა მუსლიმ თემს უფრო უკეთესი პირობები ჰქონდეს ღვთისმსახურების შესრულებაში. სახელმწიფომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უამრავი ნაბიჯი გადადგა მუსლიმი თემის საკეთილდღეოდ და მომავალშიც მზად არის მუსლიმთა სამმართველოსთან თანამშრომლობისთვის.

„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს 2016 წლის ანგარიშს, სადაც ვკითხულობთ:

ახლად აშენდა, გარემონტდა და განბანვის ოთახები მოეწყო 46 მეჩეთში. 4 მეჩეთში ხალიჩები დაიგო. სხვადასხვა საჭიროების ნივთები გადაეცა 11 მეჩეთს.  130 მეჩეთი  დარეგისტრირდა მუსლიმთა სამმართველოს სახელზე. ხმის გამაძლიერებლებითა და სხვა ტექნიკით აღიჭურვა 45 მეჩეთი.

განახლდა მუსლიმთა სამმართველოს ოფიციალური ვებ გვერდი. Muslimmedia.ge-სა და Youtube-ზე დღემდე 350 გადაცემა ჩაიწერა. ოჯახისათვის ჯანსაღი, ეთიკური, სამეცნიერო და აღმზრდელობითი სტატიები განთავსდა Aile.ge-ზე. ტელეფონებისთვის 150-ზე მეტი APK ფორმატის წიგნი და რელიგიური მასალა მომზადდა.

ასევე დაიბეჭდა 35 წიგნი 90000 ტირაჟით; 16 სახეობის გაზეთი-70000 ცალი; 10 დასახელების ჟურნალი-13000 ცალი; 8 თემატიკის, 46000-ი ბროშურა; 3 სახეობის-20000-ი კალენდარი; დაიბეჭდა და განთავსდა 30 ცალი ბანერი და პოსტერი.

2016 წლისათვის სამმართველოს შუამდგომლობის ნაწილი დაკმაყოფილდა და რამდენიმე მუსლიმი მსჯავრდებული შეწყნარებული იქნა, ხოლო რამდენიმეს სასჯელის ვადა შეუმცირდა. სასულიერო პირებს მიეცათ საშუალება ისარგებლონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურით.

მიღწეულ იქნა შეთანხმება შესაბამის უწყებებთან, რათა ნოვრუზის, რამაზანისა და ყურბან ბაირამის დღეებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუსლიმ მსჯავრდებულებს სადღესასწაულო საკვები მიაწოდონ ოჯახის წევრებმა.  გაფორმდა ხელშეკრულება SOCAR Georgia Gas-თან 22 ახლად გაზიფიცირებული მეჩეთის სიაში დამატებისთვის და ოთხ ხორცის მწარმოებელ ფირმასთან “Halal”-ის სერთიფიკატის გაცემის მიზნით.

სამლოცველო ოთახები გაიხსნა სამხედრო ნაწილებში მუსლიმი ჯარისკაცებისთვის.

მუსლიმთა სამმართველომ 2016 წელს შემდეგი სახის ქველმოქმედება გასწია:

-წინადაცვეთის აქცია-200 ბავშვს გაუკეთდა ოპერაცია;

-უნარშეზღუდულების დახმარება-24 ეტლი იქნა გადაცემული;

-რამაზანის (მარხვის) თვეში 1500 გაჭირვებულ ოჯახს პროდუქტის ყუთი გადაეცა;

-ყურბან ბაირამზე 15000-ზე მეტ ოჯახს ყურბნის ხორცი დაურიგდა;

-შემოწირულობების ყუთიდან დახმარება გაეწია 800-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს;

-უპატრონო ბავშვთა თავშესაფრისთვის ჯამში 4000 ლარზე მეტი საჭირო ნივთი იქნა შესყიდული.

ჩატარდა სამეცნიერო სემინარები და კონფერენციები, მოეწყო წიგნის პრეზენტაციები, შემეცნებითი შეჯიბრები, კონკურსები მოზარდებსა და ზრდასრულებს შორის, გაიმართა შეხვედრები, როგორც სასულიერო პირებთან, ასევე  მოსახლეობასთან საქართველოს 100-ზე მეტ ყველა იმ კუთხეში სადაც მუსლიმები ცხოვრობენ.

2016 წელს პომპეზურად აღინიშნა 22 ადგილას წმინდა პირების მოსახსენიებელი დღეები. იფთრის ვახშამი გაიმართა ოცდაათ ქალაქს, რაიონსა თუ სოფელში; ყურბან ბაირამის ღონისძიება ჩატარდა 3 ადგილას, ხოლო მევლუდისა და კანდილების დღეებში ღონისძიებები გაიმართა 16 ადგილას.

პილიგრიმობაში ჩართული იყო 36 კაციანი მომლოცველთა ჯგუფი, რომლებმაც 20 დღით მონაწილობა მიიღო ჰაჯობის რიტუალში, ხოლო მეშედის რიტულაში 80 კაციანმა ჯგუფმა.

შედგა 16-ჯერ საზღვარგარეთ ვიზიტი- აზერბაიჯანში, თურქეთში, ერაყსა და ირანში-კონფერენციებზე, ოფიციალურ ვიზიტებზე ან ქვეყნის წარჩინების მიზნით მივლინებულ იქნენ სხვადასხვა პირები.

სოფიკო ნინიკაშვილი

 

სოფიკო ნინიკაშვილი

Share1Tweet1

ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ახალი ამბები

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

11/04/2026
ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები
ახალი ამბები

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

11/04/2026

საინტერესო

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ

„ნამახვან ჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს თბილისში აქციას გამართავენ

5 years ago
დღეს გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებია

დღეს გერმანიაში ბუნდესტაგის არჩევნებია

9 years ago
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის

მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკიდან“ მიდის

8 years ago
იუსტიციის სამინისტრო პროკურატურის კანონში ცვლილებების საბოლოო რედაქციას აქვეყნებს

იუსტიციის სამინისტროში საპროკურორო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება

11 years ago

ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

„ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს

11/17/2026

ვეკუას სკოლა მეტროში ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. „42-ე საჯარო სკოლა უდიდეს მწუხარებას და გულისტკივილს გამოთქვამს წარმატებული კურსდამთავრებულის, ღირსეული,...

მეტის ნახვაDetails
სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

„მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა

11/17/2026
„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

„რა ვუყო ჩემ ცხოვრებას… რა გავაკეთო, რომ ვგრძნობ ძალა მეცლება…“ – ნათია დიაკვნიშვილის ემოციური პოსტი

11/17/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • „ძნელია შეეგუო რეალობას…“ – ვეკუას სკოლა სამძიმრის წერილს აქვეყნებს 11/17/2026
  • სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება 11/17/2026
  • „მენტალურად და სულიერად ძალიან, ძალიან გატეხილი ვიყავი“ – ილია თოფურიას ყოფილი მეუღლე პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ალაპარაკდა 11/17/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by