• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 27, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მთაწმინდის მამა დავითის სახელობის ეკლესია – ადგილი საიდანაც ერეკლე II ქვეყანას მართავდა

10 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
24
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მამა დავითის ტაზარიმთაწმინდა, მამა დავითის მთა თბილისს დასავლეთის მხრიდან დაჰყურებს. ზედავოცენური ქვიშაქვებითა და თიხებით ნაგები, ზ.დ. 727 მეტრზე მდებარე პლატო, რომელსაც  წინათ განდეგილის მთას უწოდებდნენ ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან ჩანს და  როგორც ლადო გუდიაშვილი იტყოდა ,,…ერის სინდისია, მისი ისტორიის თავფურცელია”. ამდენად გასაკვირიც არაა, რომ წარუშლელ კვალს ტოვებს მნახველზე. დღეს აქ „სახლობენ“ ილია, ვაჟა,  ქაუქუცა, ნოდარ დუბმაძე, აკაკი ხორავა, ანა კალანდაძე და მრავალი ჩვენი სახელოვანი, გმირი  წინაპრები.  თუმცა, როგორც ისტორია გვამცნობს მთაწმინდის ერთ-ერთ პირველი ბინადარი ცამეტ ასურელი მამათგანი-დავით ყოფილა, რომელიც VI საუკუნეში ამ მიდამოებში-მღვიმეში ცხოვრობდა. მასვე გამოუკვეთავს სენაკი და აუგია  პატარა სამლოცველო, სადაც  ხუთშაბათობით ჩამოდიოდა ქრისტიანობის  საქადაგებლად. წმიდა მამას თბილისში ცხოვრება დიდხანს არ დასცალდა. ცეცხლთაყვანისმცემლებმა ცილი დასწამეს მრუშობაში და ქალაქიდან განდევნეს. წასვლამდე  მამა დავითს  ლოცვით წყარო გამოუთხოვია უფლისთვის სნეულთა განსაკურნებლად, რომლიც დღემდე მოედინება და მაკურნებელი თვისებებიც შენარჩუნებული აქვს.

მამადავითის პირველი ეკლესიის შესახებ მატიანეს ზუსტი ცნობები არ შემოუნახავს. ცნობილია, რომ IX საუკუნეში აქ ივერიის ღვთისმშობლის ეკლესია იდგა. ამიტომაც, ათონის მთის მსგავსად, მამადავითის მეორე სახელი – მთაწმინდა დაერქვა.

 XVI საუკუნეში ათონის მთიდან ჩამოსულმა ორმა ბერმა, დავით და ნიკოლოზ გაბაშვილებმა, დაზიანებული ეკლესიის ადგილას ღვთისმშობლის სახელზე მონასტერი ააგეს და ახალ ტაძარს მთაწმინდის ძირას მდებარე მიწები შესწირეს.

ქართველი მეფენი და დიდებულნი დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ ამ ადგილს. ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის სიგელში ნაჩვენებია, რომ ეკლესიისათვის ვინმე ზურაბს შეუწირავს დიღომში ზვრები და ბაღები. ბერად აღკვეცილი ქართლის მეფე დავით X მამადავითის მთაზე ცხოვრობდა და აქვეა დაკრძალული. აქ გარდაიცვალა რუისის ეპისკოპოსი ნიკოლოზიც, რომელმაც ხანდაზმულობის გამო უარი თქვა ეპარქიის მართვაზე და მთაწმინდაზე დასახლდა. შვილის დაკარგვით დამწუხრებული მეფე ერეკლე II ერთხანს ამ მონასტერში ცხოვრობდა და ქვეყანას აქედან მართავდა.  აქაურობა უყვარდა საქართველოს უკანასკნელ მეფეს გიორგი XII-საც, მონასტრის შეკეთებაც განუზრახავს, მაგრამ აღარ დასცალდა.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, XVIII საუკუნის ბოლოს მონასტერი მიტოვებული, უმოქმედო  და გაჩანაგებული ყოფილა. დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა. არემარე ისეთ ხშირ ჯაგნარს დაეფარა, რომ მლოცველებს თურმე მასთან მიახლოებაც უჭირდათ.

საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ჯერ გაუქმებული არ იყო, როცა კათოლიკოსმა ანტონ II-მ ყურადღება მიაქცია მამადავითის დანგრეულ ტაძარს და მისი აღდგენა ქაშუეთის მღვდელს თომა გრიგორიევს დაავალა. უკვე ერთი წლის შემდეგ, 1810 წელს, თბილისელთა შემოწირულობებით აიგო ტაძარ, რომელიც ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით ფერისცვალების სახელობაზე აკურთხა არქიმანდრიტმა ტრიფილემ. სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ – გარეჯის უდაბნოში ღირსი მამა დავითი სწორედ ფერისცვალების მონასტერშია დაკრძალული. 1817 წელს კავკასიის მთავარმმართებლის ალექსანდრე ერმოლოვის ბრძანებით ეკლესიისაკენ მიმავალი გზა მესანგრეებმა ბუჩქრანისაგან გაწმინდეს და გააფართოვეს. ეკლესიის ეზო ქვის გალავნით შემოღობეს და შიგნით მცირე ზომის სამრეკლო ააგეს.

1850 წლიდან, როდესაც საქართველოში ეკლესიათა რეკონსტრუქცია დაიწყო, დღის წესრიგში დადგა მთაწმინდის ნახევრად ქვისა და ნახევრად ხის ეკლესიის განახლების საკითხი, ამიტომ დაშალეს ძველი ეკლესია და 1859 წელს ჩაყარეს ახალი ტაძრის ბალავარი.

დღევანდელი სახით მთაწმინდის მამადავითის სახელობის ეკლესია 1859-1871 წლებში აშენდა. შენობა არ გამოირჩევა უნიკალური არქიტექტურით. მასში ქართული ორნამენტი ერთობ მიჩქმალულია, მაგრამ გუმბათს, ყელს, პირამიდულ სახურავს და გვერდითი ფასადის ფრონტონს ქართული ხუროთმოძღვრების ელფერი დაჰკრავს.

ეკლესია აგურითაა ნაშენი. გარედან ჯვარგუმბათოვანი ფორმა აქვს, თუმცა, ეს სტრუქტურა ეფემერულია და არა ისახება ნაგებობის შიდა სივრცეში. გარედან შენობა სადაა, დეკორატიული თაღები ამკობს მხოლოდ ფასადების გრძივი კედლების ზედა ნაწილებს. საკურთხევლის ნახევრადწრიულად შვერილ აბსიდზე შუა მრგვალი სარკმლის ქვეშ აგურის წყობაში ჩართულია მოწითალო ქვის მაღალი ჯვარი. ინტერიერის წაგრძელებულ დასავლეთ მკლავში მოწყობილია ხის პატრონიკე. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ტაძრის სიმაღლე (ჯვრიანად) 25,7 მეტრია, სიგრძე – 17,2, სიგანე – 10,7 მეტრი. შენობაში, მგალობელთა გუნდის ჩათვლით თავისუფლად ეტევა 400 კაცი.

ეკლესიის სამხრეთით მდგომი სამიარუსიანი სამლოცველო ასევე აგურითაა ნაშენი, მესამე იარუსი-სამრეკლო კი ქვისაა და თაღებითაა გახსნილი. ტაძრის მახლობლად მდებარეობს მამა დავით გარეჯელის სენაკი, აგრეთვე, საკურნებელი თვისების მქონე წყარო.

ქალაქის მცხოვრებლები ფულითაც ეხმარებოდნენ მშენებლობას და ფერდობზე საშენი მასალის აზიდვაშიც მონაწილეობდნენ. მიუხედავად ამისა, მშენებლობა სახსრების ნაკლებობის გამო დიდხანს გაგრძელდა. უფულობის გამო კანკელი ანჩისხატის ეკლესიიდან წამოიღეს.  ახალი ტაძარი წმინდა დავით გარეჯელის სახელზე მხოლოდ 1871 წელს აკურთხა საქართველოს მაშინდელმა ეგზარქოსმა ევსევიმ.

მამა დავითის ტაძარი თავდაპირველად უგუმბათო იყო, 1877 წელს დეკანოზმა იოსებ გრიგორიევმა ეკლესიის შენობა გუმბათით დააგვირგვინა. მანვე 1889 წელს   ტაძრის კედლები მოახატვინა.

ფრესკათა უმეტესობა საქართველოს ეკლესიის წმიდანთა ცხოვრებას ასახავს და ქართველ წმინდანთა ფიგურები შეადგენს, საკურთხეველში წმ. სამების გამოსახულებაა მოცემული. ტაძრის სატრაპეზოს კედელზე წარმოდგენილია იესო ქრისტეს მოციქულთა ფრესკები. საკურთხევლის ორივე მხარეზე მარჯვენა და მარცხენა კედლებზე მოთავსებულია ღირსი დავით გარეჯელისა და წმიდა ნიკოლოზის ხატები. ტაძარს ამშვენებს XIX საუკუნის რუსული ხატები, ასევე თანამედროვე – ათორმეტი საუფლო დღესასწაულის ხატები, მარიამ მაგდალინელი, ღვთისმშობლის ხატი „წყარო ცხოვრებისა“, ადამისა და ევას ხეში ნაკვეთი ხატი.

XX საუკუნის დასაწყისში ძველი ეკლესიის ადგილზე სამრეკლო ააგეს, რომელშიც ფერისცვალების ეკლესიაა მოქცეული, ბოლო წლებში კი სამლოცველო წმინდა დავითის წყაროსთანაც აშენდა.

დღემდეა შემორჩენილი მამადავითობის აღნიშვნის ტარდიცი. აქ ყოველ წელიწადს, წმინდა დავით გარეჯელის გარდაცვალების დღეს, ამაღლების მომდევნო ხუთშაბათს, მამადავითობა განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. იგი თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული იყო. დილაადრიან იწყებოდა მთაწმინდისაკენ ხალხის საზეიმო სვლა. მლოცველები, რომლებიც ქალაქის ახლომახლო სოფლებიდანაც ჩამოდიოდნენ,  მამადავითის ეკლესიას ფეხშიშველნი სამჯერ უვლიდნენ გარს.  დღესასწაული გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

მამადავითის ეკლესიის შემოგარენში. მთაწმინდაზე პანთეონის დაარსების იდეა გაჩნდა აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეებში, თუმცა მანამდეც XIX საუკუნის მეორე ნახევარში ეკლესიის ეზოში უკვე იყო დასაფლავებული რამდენიმე ღირსეული მამულიშვილი. პანთეონი გაიხსნა 1929 წელს, აქ დაკრძალული ალექსანდრე გრიბოედოვის გარდაცვალების მე-100 წლისთავზე.

მთაწმინდა მრავალგზის გამხდარა პოეტების, მხატვრებისა და კომპოზიტორების შთაგონების წყარო – მათ მრავალი გამორჩეული მხატვარული, ნაწარმოები უძღვნეს წმინდა სავანეს. და ბოლოს, აკაკის დავესესხები: “…მთაწმინდა გულში იხუტებს საშვილიშვილო სამარეს, მამა დავითსა ავედრებს, აბარებს ქვეყნის მოყვარეს.”

სოფიკო ნინიკაშვილი

სოფიკო ნინიკაშვილი

Share10Tweet6

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

ნაძვის ხეები სხვადასხვა მასალისგან – 10 წლის ბარბარე პაიჭაძის ნამუშევრები  

ნაძვის ხეები სხვადასხვა მასალისგან – 10 წლის ბარბარე პაიჭაძის ნამუშევრები  

4 years ago
“ასოცირების პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს”

“ასოცირების პროცესი მთელ საქართველოს მოიცავს, მათ შორის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენ თანამოქალაქეებს”

12 years ago
სასიხარულო ამბავი! – პატარა კირა, რომელიც 700 გრამი დაიბადა 2 თვის შემდეგ სახლში გაწერეს

სასიხარულო ამბავი! – პატარა კირა, რომელიც 700 გრამი დაიბადა 2 თვის შემდეგ სახლში გაწერეს

6 months ago
ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა

ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებებს „ხაშმის საფერავი“ დაემატა

8 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by