• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, June 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ბავშვთა ქორწინების მხრივ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მაღალმაჩვენებლიანი ქვეყანაა ევროპაში

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ბავშვთა ქორწინების მხრივ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მაღალმაჩვენებლიანი ქვეყანაა ევროპაში
8
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

17 წლის საქართველოში მაცხოვრებელი ეთნიკურად აზერბაიჯანელი პატარძალი კახეთში ელოდება სიძის მისვლას ქორწილში. ის და მისი 22 წლის ქმარი დანიშვნამდე ერთი თვით ადრე შეხვდნენ ერთმანეთს. ფოტოგრაფი დარო სულაკაური

რამდენი არასრულწლოვანი გოგონაა გათხოვილი საქართველოში, დანამდვილებით არავინ იცის.

გაეროს მოსახლეობის ფონდის ჩანაწერები გვიჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები გოგონების მინიმუმ 17 პროცენტი ადრეულ ასაკშია დაქორწინებული. ანუ, მანამ, სანამ სრულწლოვნები გახდებიან. საქართველოს კანონმდებლობით, ქორწინების ასაკი 18 წელია. მაგრამ ოჯახები ხანდახან ქორწინების რეგისტრაციის რამდენიმე წლით გადადებით  კანონს გვერდს უვლიან. ისინი ქორწილს სოფლის მეჩეთებში ან ეკლესიებში ატარებენ და წყვილს კულტურულად და რელიგიურად დაქორწინებულებად, ჯვარდაწერილებად თვლიან.

ფოტოჟურნალისტი დარო სულაკაური საქართველოში გაიზარდა და იხსენებს თანაკლასელებს, რომლებიც 12 წლის ასაკში დაქორწინდნენ. „ მე მქონდა არეული, უჩვეულო შეგრძნება.  ვიგრძენი, რომ რაღაც არასწორი იყო, მაგრამ არ მესმოდა, რა იყო ეს.“

სულაკაურს ეს შეგრძნება ისევ დაუბრუნდა მაშინ, როცა საქართველოში ქალთა საკითხების შესახებ  კვლევა დაიწყო. მან ამისთვის მიიღო გრანტი „ადამიანის უფლებათა სახლისგან“. გაახსენდა კლასელები და დაიწყო გამოკითხვა ადრეულ ასაკში ქორწინებაზე. ცოტა ხანში, მან ქორწილის მოსაწვევი მიიღო. ქორწილის ბოლოს, ახალგაზრდა პატარძალმა ტირილი დაიწყო.

„მისი გრძნობების აღწერა რთული იყო“, ამბობს სულაკაური, „სევდიანი იყო თუ ბედნიერი? ჩემთვის ის ძალიან დაბნეული იყო. სწორედ მაშინ გავაცნობიერე, რომ მართლა მინდოდა ამის შესახებ მასალა გამეკეთებინა.“

ქართული ოჯახი ზაფხულში ამ სახლში ცხოვრობს აჭარაში. როგორც წესი, სახლები 100 წელზე მეტი ხნისაა. შინაური საქონელი პირველ სართულზე ჰყავთ, ხოლო ოჯახს მეორე სართულზე სძინავს.  

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF ) ბავშვების ქორწინებას „ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას“ უწოდებს. საქართველოს კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ევროპაში ბავშვთა ქორწინების მხრივ. ეს ტრადიციაა, რომელიც გვაბრუნებს საუკუნეების წინ და არ შემოიფარგლება მხოლოდ ერთი რეგიონით ან რელიგიით. ქორწინების მიზეზები განსხვავდება ქალაქებსა და ჯგუფებს შორის, თუმცა მათ შორის საერთო მაინც არსებობს. სასიძოები თითქმის ყოველთვის უფროსები არიან, დამთავრებული აქვთ სკოლა და სრულწლოვნები არიან. როგორც წესი, სასიძოს დედაა ის ადამიანი, ვინც მაჭანკლობას იწყებს. მაგრამ სულაკაური გადააწყდა ისეთ წყვილებსაც, რომლებიც  მეგობრები იყვნენ ან ერთმანეთი სკოლაში გაიცნეს ანდა ინტერნეტით. არ არის აუცილებელი გოგონებს ქორწინება აიძულონ – კულტურული წნეხი ისედაც ძალიან ძლიერია.

აჭარის რეგიონში 14 წლის თამრო ცეკვავს მისი დის ნიშნობის წვეულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი ასაკის გოგონებისთვის გათხოვება ჩვეულებრივი მოვლენაა, თამრო ამბობს, რომ მას ჯერ სკოლის დამთავრება უნდა.

„ისინი დინებას მიუყვებიან“, ამბობს სულაკაური, „იმიტომ, რომ მათმა დიდმა ბებიებმაც იგივე გააკეთეს. მათი ბებიები და დედები ადრეულ ასაკში გათხოვდნენ. ასე რომ, ისინი ფიქრობენ, რომ  ესაა ცხოვრების გზა და ასეც უნდა იყოს.“

სულაკაურის ფოტოებზე ასახული ხალხი ქართველი აზერბაიჯანელები არიან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წევრები. ერთ-ერთი მათგანი, ლეილა,  რომელსაც ის შეხვდა, 12 წლის იყო როცა გათხოვდა. მისი ამბავი განსაკუთრებით მოხვდა გულზე სულაკაურს. ის იხსენებს, რომ მათი პირველი საუბრის დროს გოგონა საკმაოდ გახსნილი იყო.

„მას ოცნებები ჰქონდა მომავალზე, სტილისტობა უნდოდა. გოგონას სწავლის გაგრძელება სურდა და რაღაცების გაკეთება უნდოდა.“

ქალები და გოგოები ნიშნობის აღნიშვნაზე აჭარაში

ერთი წლის შემდეგ სულაკაური კვლავ დაუკავშირდა ლეილას და მდგომარეობა შეცვლილი დახვდა. „ის 13 წლის ასაკში დიასახლისი გამხდარიყო. სკოლაში სიარულს არ აპირებს. ეს მისთვის ერთგვარი დასასრულია.“

და ეს არ არის მხოლოდ სკოლაში სიარულის შეწყვეტა, რომელიც გოგონაზე სამუდამოდ იმოქმედებს. სექსუალური განათლება პრაქტიკულად არ არსებობს საქართველოში. სულაკაური ამბობს, რომ ზოგ გოგონას არ ესმის ქორწინებას რა მოსდევს, ამ დღემდე.  რეპროდუქციული ჯანმრთელობის ცენტრმა 2010 წელს გამოავლინა, რომ „გათხოვილი ქალების 76.7 პროცენტი (15-დან 19-წლამდე ასაკის), არ იყენებს თანამედროვე კონტრაცეფციის საშუალებებს.“ გასაკვირი არ არის, რომ გათხოვებიდან ძალიან მალე ბევრი ახალგაზრდა გოგონა  ორსულდება,რასაც მათ ჯერ კიდევ განვითარებად ორგანიზმში ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებები შეუძლია გამოიწვიოს.

აჭარის რეგიონი ცნობილია მთიანი ლანდშაფტით და, სამწუხაროდ, ბევრი ადრეული ქორწინება სწორედ აქ ხდება.

როდესაც სულაკაური ამ გოგონებს ხვდება, ის ვერ ეხმარება, მაგრამ თავის ბავშვობაზე ფიქრობს. „ ძალიან განსხვავებული იყო,“- ამბობს ის – „იცით, მე ბავშვი ვიყავი მანამდე, სანამ ეს შემეძლო.“ მისი მუშაობა  ბავშვობას  ვერ დაუბრუნებს იმ  გათხოვილ ბავშვებს, რომლებსაც ფოტოებს უღებს, მაგრამ ის იმედოვნებს, რომ ამან შეიძლება სხვების მომავალი შეცვალოს.

„მინდოდა ჩემი ხალხისთვის მეჩვენებინა რა ხდებოდა. ამან შეიძლება ცვლილება გამოიწვიოს. შეიძლება ამაზე საუბარი დაიწყონ: შესაძლოა, ეს არც მოხდეს. შეიძლება ეს ძალიან ადრეა“.

წყარო: nationalgeographic.com

ნინი მაზიაშვილი

Share3Tweet2

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

ჯონ ქერი ირაკლი ღარიბაშვილს: „თქვენი საჩუქრის სიმბოლური მნიშვნელობა გულისამაჩუყებელია“

ჯონ ქერი ირაკლი ღარიბაშვილს: „თქვენი საჩუქრის სიმბოლური მნიშვნელობა გულისამაჩუყებელია“

12 years ago
ამ დროისთვის, თურქეთში ხმების 83%-ზე მეტია დათვლილი –  წინასწარი შედეგები

ამ დროისთვის, თურქეთში ხმების 83%-ზე მეტია დათვლილი – წინასწარი შედეგები

3 years ago
„ციცას“ საწუწნები – სახალისო ფორმები, რომლებიც სურდოსა და ყელის ტკივილს კურნავს

„ციცას“ საწუწნები – სახალისო ფორმები, რომლებიც სურდოსა და ყელის ტკივილს კურნავს

3 years ago

აშშ-ს დაზვერვის ახალი სკანდალი

13 years ago

ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისმიტროპოლიტი შიო III მივიდა. პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას...

მეტის ნახვაDetails
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა 06/26/2026
  • ვრცელდება პატრიარქის მიმართვა 06/26/2026
  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by