• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, July 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მოხის სკოლაში შესაძლო დისკრიმინაციის ფაქტს განათლების სამინისტროს აუდიტი სწავლობს

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა, ადიგენში, მოხის სკოლაში მომხდარი, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო რაც, მოსწავლეებმა აღნიშნულ უწყებას ოფიციალური წერილით მიმართეს.

საუბარია, რამდენიმე ხნის წინ მოხის სკოლაში მომხდარ ფაქტზე, როდესაც ერთ-ერთმა სკოლის მოსწავლემ, თეონა ბერიძემ განაცხადა, რომ  დირექტორმა  ნათია რეხვიაშვილმა, სკოლაში მირების წინაპირობად თავსაფრის მოხდა მოსთხოვა. გოგონამ ერთი სემესტრი ბათუმში, №27 საჯარო სკოლაში ისწავლა და მობილობით მოხის სკოლაში ბრუნდებოდა.

„რაც მე გადამხდა, ვფიქრობ, რომ ეს მუსლიმი ბავშვების შეურაცხოფა და დისკრიმინაციაა. მსგავსი ფაქტი რომ არ განმეორდეს, მოვითხოვთ განათლების სამინისტრომ რეაგირება მოახდინოს“, – ამბობს თეონა ბერიძე.

აღნიშნული ფაქტი გააპროტესტეს თეონას თანაკლასელებმა. მისდამი სოლიდარობისა და დირექტორის ქმედებისადმი პროტესტის ნიშნად, გაკვეთილზე მეთორმეტეკლასელი სხვა მუსლიმი გოგონებიც თავსაბურავებით გამოცხადდნენ.

ამის შემდეგ კი მოსწავლეებმა სკოლის ეზოში საპროტესტო აქციები გამართეს იმ მოთხოვნით, რომ სკოლის დირექტორი ნათია რეხვიაშვილი გაეთავისუფლებინათ. აქციებიდან მესამე დღეს სკოლაში პრეზიდენტის მრჩეველი და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ. სამინისტროს თანამშრომლებმა მოსწავლეებს პირობა მისცეს, რომ მომხდარს შეისწავლიან, თუმცა აქვე სთხოვეს, რომ ამასთან დაკავშირებით წერილობით მიემართათ. ამ პირობის შემდეგ მოსწალვეები გაკვეთილებზე დაბრუდნენ;

უფლებადამცველი არასამთავრობოები ფიქრობენ, რომ მოხის სკოლის დირექტორის მოთხოვნა დისკრიმინაციულია. საკითხით დაინტერსედნენ და შესწავლა დაიწყეს, რელიგიურ უმცირესობების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველის აპარატმა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ. მომხდარს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სწვალობის, რომელთა წარმომადგენელმა  თამთა მიქელაძემ შეიტანა მუსლიმი მოსწავლეების წერილი განთლების სამინისტროში.

მომხდართან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ მოხეში მცხოვრებ მართლმადიდებლებს. ისინი  მუსულიმი მოსწავლეების პროტესტს პროვოკაციას უწოდებენ.

დირექტორი ბრალდებებს „ცრუს“ და „აგორებულ ჭორს“ უწოდებს.  „არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ეს ბავშვი იმაზე ადრე ჩაირიცხა სკოლაში, ვიდრე ეს ამბავი ატყდებოდა. დოკუმენტი ოფიციალურად არსებობს. ვერ გეტყვით, ეს ამბავი რატომ ატყდა. სხვა ვერაფერს გეტყვით. მსგავსი საუბარი ამ ბავშვთან არ მქონია. რა თქმა უნდა, პირადად შევხვდი მას, მაგრამ თავსაფარზე მსგავსი საუბარი არ ყოფილა. თუ დაიჯერებთ ასეა. ეს ბავშვი ჩაირიცხა 22 დეკემბერს, დილის 9 საათსა და 45 წუთზე. ეს ბავშვი სკოლაში დადიოდა, მე მოთხოვნა გაგზავნილი მქონდა, სკოლის დასტურს ველოდებოდი, რომელიც 21-ში მომივიდა. გუშინ ეს ბავშვი უკვე ჩარიცხული იყო და ამბავი ატყდა დაახლოებით 3 საათზე. მე მსგავსი რამ არ მითქვამს. ჩვენ ვისაუბრეთ და ის ამბობს, რომ მე მსგავსი რამ არ მითქვამს. რა ხდება, არ ვიცი” – აღნიშნა ნათია რეხვიაშვილმა  „ლიბერალთან” საუბრისას.

საკუთარი პოზიცია არაერთხელ დააფიქსირა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ. იგი იმედოვნებს, რომ რელიგიური მოტივით მომხდარი სხვა დისკრიმინაციული ქმედბების მსგავსად, არ მოხდება ამ შემთხვევის დავიწყება სათანადო რეაგირების გარეშე.

„პრობლემა უფრო ღრმა და კომპლექსურია ვიდრე სკოლის მოსწავლეების გაფიცვა ან სოფელ მოხის საჯარო სკოლის დირექტორის სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენა. ვფიქრობთ რეგიონში ხელისუფლების არაეფექტურმა პოლიტიკამ, რომელიც კონკრეტულად მუსლიმებისა და ქრისტიანების შორის დაპირისპირების გაღვივებას ემსახურება, ხელი შეუწყო კონფლიქტების წახალისებას და ყველასთვის ნათელი ხდება, რომ მოხეში სიტუაცია უკიდურესად იძაბება. იმედს ვიტოვებთ განათლებისა და მცნიერების სამინისტრო დაინტერესდება დირექტორის კომპეტენტურობით და რელიგიური მოტივით მომხდარი სხვა დისკრიმინაციული ქმედბების მსგავსად, არ მოხდება ამ შემთხვევის დავიწყება სათანადო რეაგირების გარეშე. ვფიქრობთ რეგიონში პრობლემების მოგვარებისათვის აუცილებელია განთავისუფლდეს მოხის საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან“,- აღნიშნა ტარიელ ნაკაიძემ.

განათლების სამინისტროს  აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები სკოლის დირექტორს, პედაგოგებსა და მის თანაკლასელს თეონა ბერიძეს ერთდროულად შეხვდნენ, თუმცა უცნობია კონკრეტულად რა საკითხებით დაინტერესდნენ ისინი.

წყარო: sknews.ge

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026
„შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო…“ – ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
ახალი ამბები

„შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო…“ – ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

07/14/2026
იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

საინტერესო

მკვლელობა გრძელი თმისა და ქოლგის გამო? – რუსთავში 27 წლის ბიჭი მოკლეს, დაჭრილია მისი მეგობარიც

სასტიკი მკვლელობა მარნეულში – კაცმა ყოფილი ცოლი და სიმამრი მოკლა

5 years ago
აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი საქართველოში იმყოფება

აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის მთავარი სერჟანტი საქართველოში იმყოფება

12 years ago
ლატვიის პარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას დაუჭირა მხარი

ლატვიის პარლამენტმა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მინიჭებას დაუჭირა მხარი

11 years ago
თბილისის ღია სივრცეებში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება

თბილისის ღია სივრცეებში კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება

7 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by