• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, September 29, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

თავდაცვის სამინისტრო სუიციდის პრევენციის პოლიტიკას ამკაცრებს

11 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
თავდაცვის სამინისტრო სუიციდის პრევენციის პოლიტიკას ამკაცრებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

unnamed (2)თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით პოლიტიკას რადიკალურად ცვლის. ამ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, მოადგილეებთან – ანა დოლიძესა და ბესო ლოლაძესთან ერთად სპეციალური პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, რომ მსგავსი შემთხვევები ან საერთოდ აღარ იყოს ჯარში, ან მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. სწორედ ამიტომ, თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, დღემდე არსებული მიდგომა და პოლიტიკა რადიკალურად შეიცვლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და ის ინიციატივები დაასახელა, რომელიც ჯარში სუიციდის ფაქტების აღმოფხვრისა და პრევენციისთვის გატარდება.

მინისტრის თქმით, თვითმკვლელობის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, მაგრამ როგორც სტატისტიკით დგინდება, უმეტეს შემთხვევაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არის ერთ-ერთ პირველ ადგილზე.

„თუ დადასტურდება, რომ პირი, რომელიც მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, იქნება ეს სამხედრო თუ სამოქალაქო, არის აზარტული თამაშებით დაკავებული, ასე ვთქვათ, არის მოსარგებლე კაზინოების და სხვა დაწესებულებების, რომელიც ქვეყანაში არის ხელმისაწვდომი, პირველივე შემთხვევაზე გათავისუფლდება შეიარაღებული ძალებიდან“,- ამბობს მინისტრი.

მინისტრმა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზეც ისაუბრა, რომლის გადადგმასაც თავდაცვის სამინისტრო სუიციდის გამომწვევი ფაქტორების პრევენციის მიზნით გეგმავს.

„გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომლითაც შევძლებთ ამგვარი პირების იდენტიფიცირებას. ეს არ იქნება რთული. ყველა შემთხვევას გავყვებით ბოლომდე და შევეცდებით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მსგავსი შემთხვევების შესაძლებლობა. ასეთი მექანიზმები, სამართლებრივად, არ არსებობდა და ამ ფორმას შერჩევითად იყენებდნენ, ან არ იყენებდნენ. ამჯერად საკითხს კანონი დაარეგულირებს და შესაბამისი სამსახურები ადეკვატურად იმოქმედებენ. სამხედრო პოლიციას აქვს ძალიან კონკრეტული გეგმა და ხედვა. ჩვენი პოლიტიკა იქნება აბსოლუტურად უკომპრომისო “, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

თინათინ ხიდაშელმა პრესკონფერენციაზე აქცენტი გააკეთა კიდევ ორ ინიციატივაზე, რომელიც ასევე უკავშირდება ადამიანის სიცოცხლეს და შეიარაღებული ძალების პრესტიჟს – ეს არის ნარკოტიკულ ნივთიერებებზე და ალკოჰოლზე დამოკიდებულება.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავითარი კომპრომისი და დანდობა ჩვენი მხრიდან არ იქნება იმის გამო, რომ ადამიანს კარგი წარსული აქვს, რომელიმე ბრძოლაში მონაწილეობდა, ან სამშვიდობო მისიაში იმყოფებოდა. ყველას წინა დამსახურებებს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ჯარში ასეთი შემთხვევები არსებობდეს, ამის გამო ადამიანები იღუპებოდნენ და შეიარაღებული ძალების პრესტიჟსა და პატივისცემას საფრთხე ექმნებოდეს. ეს თანაბარი სიკეთეებია, რომელიც ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია. შესაბამისად, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენი პოლიტიკა იქნება აბსოლუტურად უკომპრომისო“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა დოლიძის განცხადებით კი, აზარტული თამაშები ადამიანის ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს პრობლემებს უქმნის, შეიარაღებული ძალებისთვის კი ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„ინოვაციაა, რომ თავდაცვის სამინისტროს სფეროში მომუშავე პირებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ. ეს ზომა ჩვენი შეიარაღებული ძალების ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს და პრევენციას ემსახურება. არ უნდა დაგვავიწყდეს, როდესაც ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩაფლული, ფსიქოლოგიურად მასზე დამოკიდებული ხდება. ეს წარმოადგენს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პრობლემას. ამიტომ, აკრძალვის შემოღება, რომელიც თავდაცვის სფეროში მომუშავე პირებს აზარტულ თამაშებში მონაწილეობაში შეუშლის ხელს, დაგვეხმარება შევინარჩუნოთ ერთიანი და ფსიქოლოგიურად ჯანსაღი შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით თავდაცვის სამინისტროში „იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის“ გახსნაც იგეგმება. ცენტრი თავდაცვის სამინიტროს თანამშრომლებს საჭირო კონსულტაციებს გაუწევს.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

გიორგი კვირიკაშვილი – იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება

9 years ago
სასამართლომ ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი გაიმართება

8 years ago
შალვა თადუმაძე – თუ პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა დადგება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ

შალვა თადუმაძე – თუ პრეზიდენტის გამოკითხვის აუცილებლობა დადგება, კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ

7 years ago

თამარ სანიკიძემ “ასწავლე საქართველოსთვის” მონაწილე მასწავლებლებს სერტიფიკატები

12 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by