• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ვიზალიბერალიზაცია საზოგადოებას განუმარტეს, როგორც პრივილეგიები და არა როგორც პასუხისმგებლობა – სოსო ცინცაძე

10 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, პოლიტიკა
A A
არჩევნები და განათლება – პარტიების წინასაარჩევნო პროგრამების მიმოხილვა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2 თებერვალს, 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა. საქართველომ უვიზო მიმოსვლის მიღება ევროპის მხრიდან წაყენებული დემოკრატიული სტანდარტებისა და პროცესების დაცვის საფუძველზე შეძლო. ახლა ყველაზე მთვარი საკითხი ისაა, თუ რამდენად გავუმკლავდებით, მოპოვებულის შენარჩუნებას? „თბილისი თაიმსი“ აღნიშნულ თემებზე სასაუბროდ დაუკავშირდა პროფესორ სოსო ცინცაძეს, რომელიც დეტალურად საუბრობს  თუ რა პასუხისმგებლობები და მოვალეობები გვეკისრება ვიზალიბერალიზაციის მიღებით, რამდენად მზად არის სახელმწიფო აკონტროლოს მოსალოდნელი თვითშემოდინების პროცესი და ვინ შეიძლება დაინტერესდეს საქართველოს მოქალაქეობით. დეტალები ამ საკითხთან დაკავშირებით იხილეთ ინტერვიუში.

არსებობს მოსაზრება, რომ ვიზალიბერალიზაცია გამოიწვევს მეზობელი სახელმწიფოებისა და კონფლიქტური ზონების მოსახლეობის დაინტერესებას, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა და ისარგებლონ უვიზო მიმოსვლით. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია მოსაზრება, რომ გაიზრდება მოთხოვნა საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე და რამდენად მზადაა სახელმწიფო გააკონტროლოს მოსალოდნელი თვითშემოდინების პროცესი?

– თუ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მთავარი მოტივი არის ის, რომ ადვილად გადავიდნენ ევროპის ქვეყნებში, მაშინ ეს ფაქტი მეტყველებს, თუ რა კატეგორიის ადამიანებს გაუჩნდებათ ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ. წარმატებული ბიზნესმენი ან მეცნიერი არ ეცდება, ევროპაში მარტივად „შეპარვის“ გზები გამონახოს. დაახლოებით 80%  იმ ადამიანთა კატეგორია, მოისურვებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობას დასავლეთში წასვლის მიზნით, რომელთაც  სურთ,  წავიდნენ და დარჩნენ იქ. ეს ადამიანები იქნებიან დაბალი სოციალური ფენის წარმოამდგენლები, რომელებიც ეცდებიან, სამსახური შედარებით მეტი ანაზღაურებით მონახონ პლანტაციებზე სამუშაოდ, ან მოხუცების მომვლელად, თუნდაც ქუჩის დამლაგებლად და ა. შ.

საქართველოში ადრე თუ გვიან ყველაფერი პოლიტიკური კამპანიის ნაწილი ხდება. თუ ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა გაიზრდება, ხელისუფლება ამ ყველაფერს პოზიტიური პიარის ნაწილად აქცევს, მაგრამ ყურადღებას არ გაამახვილებს იმ ფაქტზე, თუ რის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი. ყოველგვარი შოვინიზმის გარეშე, ჩვენ უნდა დავინტერესდეთ ქართველების ხვედრითი წილი რამდენია საერთო მოსახლეობაში?

– თეორიულად შესაძლებელია სახელმწიფოს მართლა ჰქონდეს კანონი მიღებული უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით და გაანალიზებული ჰქონდეს როგორ უნდა დაიცვას უსაფრთხოების ზომები, რომ მოსალოდნელი თვითშემოდინების პროცესი გააკონტროლოს, მაგრამ განხორციელდება თუ არა კანონი პრაქტიკაში ეს არის საინტერესო. ერთია, რომ სახელმწიფოში მოქმედებს კანონი, მაგრამ მთავარია, როგორ მუშაობს ის?  საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ხელისუფლების ნდობა, რომ შეასრულებს დაპირებას, სამწუხაროდ, ეს ნდობა სულ უფრო და უფრო მცირდება.

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით აღნიშნავენ, რომ არსებობს მიგრაციის საფრთხე, რადგან ქართველები შეეცდებიან ევროპის ქვეყნებში გადასვლას გრძელვადიანი პერსპექტივით. როგორ ფიქრობთ,არის თუ არა თავისუფალი მიმოსვლის შესაძლებლობა წინაპირობა იმისა, რომ საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდება?

– დღეს ევროპაში წამსვლელთა უმრავლესობას კულტურული ტურიზმის განხორციელების სურვილი არ ამოძრავებს, მათ სურთ, რომ როგორმე დასავლეთის ქვეყნებში ჩავიდნენ და დარჩნენ. ჩემი აზრით, რეალობას მოკლებული არ არის  შეხედულება, რომ ბევრი ქართველი მოინდომებს საქართველოდან ევროპაში გადასვლას,  მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ იქ მოქმედებს ერთგვარი შეჩერების მექანიზმი. თუ ევროპაში უკანონო მიგრანტების პრობლემა გაჩნდება, ჩვენი ხელისუფლება იძულბული იქნება, რომ თავად დააბრუნოს ისინი სამშობლოში. აქვე მინდა აღვნიშნო რომ 2017 წელი გარდამტეხი იქნება ევროპული მსოფლმხედველობისა და ლიბერალური დემოკრატიისათვის. 15 მარტს ჰოლანდიაში არჩევნები ჩატარდება. ალბათ გვახსოვს, რომ ეს ქვეყანა ყველაზე სკეპტიკურად იყო განწყობილი ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციის მოცემის საკითხში. სწორედ მათი ხელისუფლების მოთხოვნით გამკაცრდა შეჩერების მექანიზმი. თუ არჩევნებში გაიმარჯვებს ულტრამემარჯვენეთა პარტია ჰოლანდიაში, მაშინ შესაძლოა, საერთოდ შეწყდეს მიგრანტთა მიღება. აპრილის ბოლოდან მაისის დასაწყისში საფრანგეთში იქნება არჩევნები, აქაც იგივე მდგომარეობაა. თუ გაიმარჯვებენ მემარჯვენე ძალები, მაშინ იქაც შეიცვლება მიგრანტთა მიღების პროცესი. იგივე სცენარი გამეორდება, სავარაუდოდ, იტალიაში. შემოდგომაზე ყველაზე რთული არჩევნები ელის გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკერს, ამიტომ ევროპის ქვეყნებში სულ უფრო გამკაცრდება მიმოსვლის პროცესი.  აღნიშნული მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოდან წასული მოსახლეობის რიცხვი, ვფიქრობ,  მაღალ ნიშნულს არ მიაღწევს.

თქვენი აზრით, ვის შეიძლება შეექმანს საფრთხე უვიზო მიმოსვლის მიღებით და საზოგადოების რომელ კატეგორიას შეიძლება ჰქონდეს ნეგატიური დამოკიდებულება ვიზალიბერალიზაციის მიღების შედეგად?

– ნებისმიერ შემთხვევაში უმიზო მიმოსვლის მიღება არის ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა უფრო სიმბოლური, ვიდრე რეალური. ამავდროულად უნდა ითქვას, რომ სიმბოლიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკაში. ეჭვი მეპარება, რომ საქართველოში ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგი ვინმე იყოს. ჩემი აზრით, აბსტრაქტული და სიურეალისტური დამოკიდებულება აქვთ იმ ჯგუფებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ევროპაში გარყვნილებაა, რომ ევროპელებისთვის ოჯახის ინსტიტუტი არ არსებობს და ა.შ. ევროპა მსოფლიო კულტურის აკვანია (პოლიტიკური კულტურით, ეთიკით, ღირებულებებით) რატომ ფიქრობთ, რომ მათ სექსუალური უმცირესობების მეტი არაფერი შეუქმნიათ?

დღესდღეობით საქართველოში მთავრობა დაკავებულია ყოფილი პარლამენტარების („ქართული ოცნების“ მომხრეების) დასაქმებით, მაშინ, ყოველდღიურად 100 და 200 ადამიანს მასობრივად ათავისუფლებენ სამსახურებიდან, ეს ევროპელობა არ არის.

როგორია თქვენი შეფასება, რას მოუტანს ვიზალიბერალიზაცია ქვეყანას და  პრიორიტეტების თვალსაზრისით უვიზო მიმოსვლის მიღების შედეგად სარგებელი მეტი იქნება თუ ზიანი?

– გერმანიის წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში გაგვაფრთხილა, თუ უკონტროლო მიგრანტების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, მაშინ ამუშავდება შეჩერების მექანიზმი და შესაძლოა უვიზო მიმოსვლა გარკვეული პერიოდით აგვეკრძალოს. უკიდურეს შემთხვევაში დასაშვებია, რომ სრულად გაგვიუქმონ. გასულ ზაფხულში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩიოდა, რომ გერმანული ციხეები ქართველი ქურდებით გაივსოო, ახლახან კი განაცხადა, რომ უკანონი მიგრანტების რაოდენობით ქართველებმა სირიელებსა და ერაყელებსაც გადააჭარბესო. ევროპელი პოლიტიკოსების ამგვარი განცხადებები, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცუდია. უვიზო მიმოსვლა ჩვენთვის გამოწვევაა და უნდა შევძლოთ, რომ შევინარჩუნოთ რეპუტაცია. მთავრობამ ვიზალიბერალიზაცია საზოგადოებას განუმარტა, როგორც  პრივილეგიები და არა როგორც პასუხისმგებლობა. მედიაში პოლიტიკოსები მხოლოდ პრივილეგიებზე საუბრობენ და პასუხისმგებლობასა და მოვალეობებზე ხმას არავინ არ იღებს, რეალურად კი ეს ორი ერთმანეთთან პირდაპირკავშირშია. ამ ეტაპზე ხელისუფლებას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, როგორ გამოიყენებს ამ მოსამზადებელ 2 თვეს საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმაციულობის გაზრდის მიმართულებით.

ნანუკა მაღლაკელიძე

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ნოდარ ჯავახიშვილი შესაძლოა, გენერალური აუდიტორის მოადგილედ დაინიშნოს

10 years ago
“გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ – კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს” – ბექა ოდიშარია

“გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ – კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს” – ბექა ოდიშარია

3 years ago
თბილისის საკრებულო „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ აქციას შეუერთდა

თბილისის საკრებულო „მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან“ აქციას შეუერთდა

11 years ago
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

5 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by