• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა დატვირთვა აქვს შვიდგზის ზეთისცხების საიდუმლოს

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
6
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ „შვიდგზის ზეთისცხება“ მართლმადიდებლურ ეკლესიებში დიდმარხვის პერიოდში აღესრულება. მასში მონაწილეობის მსურველი საკმაოდ ბევრია, მათ შორის, სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, რომლებიც  ნაკლებად ესმით შვიდგზის ზეთისცხების არსი, მისი სიმბოლური თუ მაკურნებელი დატვირთვა.  „თბილისი თაიმსი“  შეეცადა ყველა აქტუალური კითხვისათვის გაეცა პასუხი, რომელიც მართლმადიდებლურ საზოგადოებაში აღნიშნული თემის ირგვლივ ჩნდება.  ტელეკომპანია „ერთსულოვნების“  დილის გადაცემაში, ერთ-ერთ ჩანაწერში, სამების ლავრის მღვდელმსახური და თბილისის სემინარია-აკადემიის პედაგოგი დეკანოზი ბიძინა გუნია საკმაოდ ამომწურავად საუბრობს შვიდგზის ზეთისცხებაზე, სწორედ მისი კომენტარებითაა შევსებული ჩვენი სტატიაც.

შვიდგზის ზეთისცხება შეიძლება ჩატარდეს მძიმე ავადმყოფთან სახლში, წლის ნებისმიერ დროს, როდესაც ამის აუცილებლობა არსებობს, თუმცა დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში აღსრულებულ ამ მსახურებას საზოგადო ხასიათი აქვს და შესაძლებლობა ეძლევა მორწმუნე, მაზიარებელ, აღმსარებელ ადამიანებს იცხონ ზეთი,  როგორც ხორციელი, ისე სულიერი  სნეულებისაგან განსაკურნებლად და ცოდვათა მისატევებლად. ეკლესიის მიერ არ არის განსაზღვრული კონკრეტული დღე თუ როდის უნდა ჩატარდეს შვიდგზის ზეთისცხება, ამას თითოეული ტაძრის წინამძღვარი თავად წყვეტს.

საეკლესიო ტიპიკონის მიხედვით ზეთის კურთხევის საიდუმლოს შვიდი მოძღვარი ასრულებს, თუმცა შეიძლება ერთმაც აღასრულოს.  იკითხება შვიდი ადგილი სახარებიდან, შვიდი საქმე „წმიდათა მოციქულთა“. ამ ტექსტებს შორის ზოგიერთი თემატიკა ზეთს უკავშირდება, ასევე ვისმენთ იმ მონაკვეთებს, სადაც მაცხოვრის მიერ სნეულთა განკურნების ამბებია მოთხრობილი. ყველა წაკითხული სახარების შემდეგ არის ჩამოლოცვა, სადაც მღვდელი ევედრება იმ დღის წმიდანებს. იმავდროულად, იკურთხება ზეთი და ღვინო, რომლებიც ერთმანეთში ირევა და შემდეგ მორწმუნე მრევლს „შვიდგზის აცხებენ შვიდ ალაგას“- შუბლზე, ნიკაპზე, თვალებზე, ყურებზე, ხელებზე, ლოყებსა და ყელზე.

„შვიდი მღვდელი შეიკრიბება, მოამზადებენ სპეციალურ მაგიდას, მასზე დააბრძანებენ სახარებას და ჯვარს, ასევე მრგვალი ფორმის თასს, რომლის ძირზეც მობნეულია ხორბალი, შიგ ჩადგავენ პატარა ჭურჭლით ზეთს და ამ თასის გარშემო შვიდ სანთელს დაანთებენ. ასევე მოიმარაგებენ ზეთსა და ღვინოს. სპეციალურ ჩხირებს ბამბის ფილებით, რომელიც გამოიყენება ზეთისცხებისათვის.

შვიდი რიცხვი, სანთელთან მიმართებით და თავად შვიდ გზის ზეთისცხებაც სულიწმინდის შვიდ ნიჭზე მიუთითებს. ზეთი-ადამიანთა მადლის მიერ კურნებაზეა აქცენტირებული; წითელი ღვინო-ჯვარცმული ქრისტეს სისხლი გახლავთ; ხორბალი ადამიანის ცხოვრების ცვალებადობას, მის ფერიცვალებას გულისხმობს, რაც მოიაზრებს, რომ  პიროვნებამ განახლებული  სულიერი  და ხორციელი ცხოვრება უნდა დაიწყოს.როდესაც ღვინოსა და ზეთს ურევენ ერთმანეთში ეს მსგავსია იმ მოწყალე სამარიტელისა, რომელმაც გვემულ ადამიანს მიხედა და წყლულებზე ზეთი და ღვინო დაასხა. რაც შეეხება ზეთისცხების ჩხირებს,  იგი სიმბოლურად მსგავია იმ რტოსი, რომელიც წარღვნის დასრულების შემდეგ ნოეს მოუტანა მტრედმა, “- დეკანოზი ბიძინა გუნია.

როგორც ცნობილია, ძველად  ზეთს და ღვინოს ჩვეულებრივ იყენებდნენ მედიცინაში, ითვლებოდა, რომ ღვინო ჭრილობების დეზინფექციას ახერხებდა, ხოლო ზეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება იყო.

მართლმადიდებლური სწავლებით შვიდგზის ზეთისცხება შეუძლია მხოლოდ მას, ვისაც ერთხელ მაინც აქვს აღსარება ჩაბარებული. ზეთის კურთხევის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის მოუნანიებელი ცოდვები მიეტევება ადამიანს, რომლებიც დავიწყებული აქვს კაცობრივი უძლურების გამო და არა ისინი, რომლებიც დამალა, ხოლო ცოდვათა მოტევების შედეგად, ღმერთის ნებითა და წყალობით, ხორციელი სნეულებისგან განიკურნებიან.

„მოუნანიებელი ცოდვების მიტევებაზე არ არის საუბარი, ეს არ ეხება მომაკვდინებელ ცოდვებს. ზეთისკურთხევის საიდუმლო არ გახლავთ იგივეობრივი სანანულის საიდუმლოსი, მაგრამ არის ასეთი მინიშნება ეკლესიაში-  ისეთი ცოდვები, რომელიც თავისი ხანდაზმულობის გამო, მცირე ცოდვებს განეკუთვნებიან და უმნიშვნელო ხასიათის გამო ადამიანს აქვს მივიწყებული. ისეთ სულიერ მდგომარეობაში იმყოფება, რომ გახსენებოდა მოინანიებდა. აი, ასეთი ცოდვები მიეტევება.“

მსახურებისას ტაძრები როგორც წესი მრევლით ივსება. დგება ზეთისცხების მსურველთა რიგები. ხშირად ადამიანები შეიტყობენ, რომ ზეთისცხება ტარდება ეკლესიაში, მოდიან და იცხებენ ზეთს, ანუ გაუთვითცნობიერებლად იღებენ მონაწილეობას ამ საიდუმლოში.

მამა ბიძინა-„ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ შვიდგზის ზეთს იცხებენ და ამითი ჩაანაცვლებენ ეკლესიურ ცხოვრებას. თუ პიროვენება ეკლესიურ წეს-განგებას არ ასრულებს, მაშინ ისმის კითხვა რაღა საჭიროა მისთვის ზეთისცხება? თუ ის ჯეროვნად არ მიიჩნევს ლოცვის წაკითხვას,  ტაძარში სიარულს, არ ესწრება წირვა-ლოცვას.

მნიშვნელოვანია დაესწრო შვიდივე გზის წარმოთქმულ  სახარებას, სამოციქულოს, ანუ ლოცვები სრულად მოისმინო. არის შემთხვევები, ადამიანები იმხელა რიგში დგანან ლოცვებიც კი არ ესმით. ასეთი ზეთისცხება მხოლოდ გარეგნული ფორმით აღსრულებული, როცა ადამიანს არ მოუსმენია ლოცვიდან არცერთი სიტყვა, არცერთი სახარების შინაარსი არ  იცის, რამაც მის სულზე უნდა მოახდინოს  გარკვეული გავლენა შეგონებითი თავალსაზრისით,  ფერიცვალება განიცადოს, განისმჭვალოს სახარებისეული სწავლებით, აღიძვრება იცხოვროს ამ სწავლების შესაბამისად…. თუ ეს არ ხდება, მაშინ ასე დახშული ყურით, დახშული თვალით მისვლა ამ საიდუმლოსთან შედეგის მომტანი არ იქნება.“

ხშირად ისმის კითხვა რამდენჯერ შეიძლება მორწმუნემ შვიდგზის ზეთისცხების მსახურებაში მიიღოს მონაწილეობა? სასურველია ერთხელ იცხოს ზეთი, თუმცა უმთავრესია მოძღვრის კურთხევით გადაწყვიტოს მორწმუნემ ეს საკითხი.

„საჭიროა გამოვიკვლიოთ რა განაპირობებს მრავალგზის ზეთისცხების საჭიროებას, მისი სურვილი თუ ავადობა. საინტერესოა საეკლესიო განჩინება, რომ ერთი და იგივე ავადობაზე მხოლოდ ერთხელ ხდება ზეთის ცხება. რატომ? ერთხელ უკვე გამოიცადა ღვთის ნება. ამ შემთხვევაში მისაღებია, როგორც ერთხელ ასევე, ორჯერაც ზეთისცხება,  მაგრამ ყველა შემთხვევაში  თვითნებურად  კი არ  უნდა გადაწყვიტოს მორწმუნემ, არამედ მოძღვრის კურთხევით,“-მამა ბიძინა.

წყარო: https: www.youtube.com/watch?v=MuSOahuugts

სოფიკო ნინიკაშვილი

 

 

 

 

 

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet2

ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

11/21/2025
რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?
ახალი ამბები

რუმინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი გაიხსნა – რა დაჯდა გრანდიოზული კათედრალის მშენებლობა?

10/28/2025
„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან
ახალი ამბები

„ადგომის დროს და ძილის წინ… ეს ყველა ავადმყოფობის წამალია“ – განკურნების მეთოდი მამა ვიტალის წერილიდან

10/15/2025
“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო
ახალი ამბები

“სიყვარული არის ის, რისი სწავლებაც უნდოდა ყველაზე მეტად იესო ქრისტეს თავისი მოწაფეებისთვის” – მეუფე შიო

05/05/2025
“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა
ახალი ამბები

“არასოდეს იომოთ საქართველოსთან, ამით თქვენ შეებრძოლებით დედას ღვთისას…” – 15 იანვარი ღირსი სერაფიმე საროველის ხსენების დღეა

01/15/2025
ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო
ახალი ამბები

ქაშუეთის ტაძარი ღიაა თითოეული ადამიანისთვის, იქ იმყოფებიან სასულიერო პირები და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარებიან მოქალაქეებს – საპატრიარქო

12/01/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In