• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა არის ბუდიზმი? – საინტერესო განმარტებები

9 years ago
in რელიგია
A A
რა არის ბუდიზმი? – საინტერესო განმარტებები
33
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ცნობილმა არგენტინელმა მწერალმა ხორხე ლუის ბორხესმა 1977 წელს ბუენოს აირესში შვიდი ლექცია მიუძღვნა ისეთ თემებს, როგორიცაა „დანტეს ღვთაებრივი კომედია“, „ღამის კოშმარები“, „კაბალა“, „სიბრმავე“, „პოეზია“, „ათას ერთი ოცნება“ და „ბუდიზმი“. ამ ლექციებისგან შემდგარი წიგნიც გამოიცა სახელწოდებით „შვიდი ღამე“.

 „თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ამონარიდებს ბუდიზმისადმი მიძღვნილი ლექციიდან“

„ბუდისტური მოძღვრების თანახმად, ასკეტიზმი ნათელმოსილების მიღწევის ერთ-ერთი გზაა, მაგრამ ჯერ სიცოცხლის სიტკბოება უნდა იგემო. არ შეიძლება ყველაფრის უარყოფით დაიწყო.

რომ გწამდეს ან გაინტერესებდეს ბუდას ისტორიული რეალობა, იგივეა, რაც მათემატიკის შესწავლის გაიგივება პითაგორასა თუ ნიუტონის ბიოგრაფიასთან. ჩინური თუ იაპონური მონასტრის ბერ-მონაზონთა მედიტაციის ერთ-ერთი თემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ საეჭვოდ მიგაჩნდეს ბუდას არსებობა. ესაა ერთ-ერთი იმ ეჭვთაგანი, რომელთაც უნდა შეაგონებდე საკუთარ თავს ჭეშმარიტების საწვდომად.

სხვა რელიგიები უფრო მეტ ნდობას მოითხოვენ. თუ ქრისტიანები ვართ, ჭეშმარიტებად უნდა მიგვაჩნდეს, რომ ღვთის ერთ-ერთი ჰიპოსტასი ადამიანის იერამდე დაეშვა და იუდეაში მონათლულ იქნა. თუ მუსულმანები ვართ, ჭეშმარიტებად უნდა ვრაცხდეთ, რომ არ არის ღმერთი, გარდა ალაჰისა, და მუჰამედი წინასწარმეტყველია მისი. მაგრამ ჩვენ შეიძლება ჭეშმარიტი ბუდისტები ვიყოთ და ბუდას არსებობას კი უარვყოფდეთ: ასე ვთქვათ, შეგვიძლია ვფიქრობდეთ, რომ მისი რეალურობის რწმენა არსებითი როდია, – არსებითია, მოძღვრება გწამდეს.

„ისარი სამყაროა, ჩვენი პიროვნებისა და ყოველივე იმის იდეა, რაც მოქცეულია ჩვენში“

„საღამოხანს უფლისწული (სიდჰარტა) ცოდნის ხის ქვეშ ზის, მასთან ერთად რომ მოვლენია ქვეყნიერებას. ეშმაკი მთელი თავისი ლაშქრითურთ, ლომების, ვეფხების, სპილოებისა და აქლემებისაგან რომ შედგება, უფლისწულს სეტყვასავით აყრის ისრებს; მაგრამ როგორც კი უახლოვდებიან სამიზნეს, ისრები ყვავილებად იქცევიან. გულხელდაკრეფილი და უძრავად მჯდომარე უფლისწული ჭვრეტაში ინთქმება. შესაძლოა, ვერც ამჩნევს, რომ თავს ესხმიან. გახევებული სიცოცხლის არსზე ფიქრობს. და, ამრიგად, უახლოვდება ნირვანას – ხსნას. მზის ჩასვლისას ეშმაკი უკვე ძლეულია.

ბუდისტურ არაკებს შორის განსაკუთრებით ღირსშესანიშნავია ერთი ისრის არაკი. ბრძოლაში დაჭრილ მეომარს არ უნდა, რომ ისარი ამოუღონ. ჯერ სურს გაიგოს მშვილდოსნის სახელი; კასტა, რომელსაც ის ეკუთვნის; მასალა, რომლისგანაც დამზადებულია ისარი; ისრის სიგრძე. ვიდრე ყოველივე ამას გაარკვევდნენ, დაჭრილი კვდება. “მე გასწავლით, ისრის ამოღებას” – ამბობს ბუდა. ამ იგავში ისარი სამყაროა, ჩვენი პიროვნებისა და ყოველივე იმის იდეა, რაც მოქცეულია ჩვენში. ბუდა ამბობს, რომ ფუჭი კითხვების გულისთვის არ უნდა ვკარგავდეთ დროს. ასე მაგალითად, რას გვარგებს იმის გაგება, სასრულია სამყარო თუ უსასრულო? ანდა ნირვანის შემდეგაც იცოცხლებს ბუდა თუ არა? ყოველივე ეს არაარსებითია. არსებითი კი ისრის ამოღებაა. 

„რთულ საკითხებს ვუახლოვდებით, იმას, რის უარყოფასაც ჩვენი დასავლური გონება ცდილობს“

 ახლა კი რთულ საკითხებს ვუახლოვდებით, იმას, რის უარყოფასაც ჩვენი დასავლური გონება ცდილობს. ჩვენთვის გარდასხეულება, უწინარეს ყოვლისა, პოეტური ცნებაა. ბუდისტისათვის სული კი არ გარდასხეულდება (ბუდიზმი უარყოფს სულის არსებობას), არამედ – კარმა, რომელსაც უსასრულოდ გარდასხეულების უნარი შესწევს.

დასავლეთში ეს იდეა უკავშირდება სხვადასხვა მოაზროვნის სახელებს, უწინარეს ყოვლისა, პითაგორასას. პითაგორამ იცნო ფარი, რომლითაც ტროას ომში იბრძოდა, მაგრამ მაშინ მას სხვა სახელი ერქვა. აგამემნონი ირჩევს არწივს, ორფევსი _ გედს, ოდისევსი კი, ერთხელ “არვინ” რომ დაირქვა, კაცთა შორის ყველაზე მოკრძალებულისა და უცნობის ბედს ირჩევს. გარდასხეულების თემას დიდი ადგილი ეჭირა ლიტერატურაში. მასვე ვხვდებით მისტიკოსებთანაც. მე მგონია, თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც ჰქონია ისეთი განცდა, თითქოს ამნაირი წამი უკვე განგვეცადოს ამა თუ იმ წინა განსხეულებისას.

კარმა ესაა სტრუქტურა ცნობიერებისა, უნატიფესი აზრობრივი სტრუქტურა. ჩვენ ყოველწამიერად ვქსოვთ და ვხლართავთ ჩვენს კარმას. მას ქსოვენ არა მარტო ჩვენი მისწრაფებანი და ჩვენი მოქმედებანი, არამედ ჩვენი მოსვენებაც, ჩვენი ნახევრად თვლემაც: ჩვენ გამუდმებით ვქსოვთ მას. როდესაც ვკვდებით, იბადება სხვა არსება, ჩვენივე კარმის მემკვიდრე. დეისენი, შოპენჰაუერის მოწაფე, გვიამბობს, როგორ შეხვდა ინდოეთში ერთ ბრმა მათხოვარს და შეიბრალა. მათხოვარმა კი უთხრა: “მე თუ ბრმად დავიბადე, მაშასადამე, ესაა ჩემს მიერ ყველა უწინდელი დაბადებისას ჩადენილი ცოდვის სასჯელი. ასე რომ, ჩემი სიბრმავე სავსებით სამართლიანიაო”.

ჩემი აზრით, არსებითია ბუდიზმს იგავთა თამაშად კი არ აღიქვამდე, არამედ – ქცევის კოდექსად, რომელსაც შეიძლება მივმართოთ და რომელიც ასკეზას არ მოითხოვს ჩვენგან. ის კიდევ უფრო ნაკლებად გვრთავს იმის ნებას, რომ მთელი არსებით მივეცეთ ხორციელი ცხოვრების თავისუფლებას. ის ჩვენგან მოითხოვს, უწინარეს ყოვლისა, მედიტაციას, მაგრამ არა ჩვენი ცოდვებისა თუ ჩვენს მიერ განცდილის თემაზე.

ძენ-ბუდიზმში მედიტაციის ერთ-ერთი თემაა ფიქრი განცდილის ილუზორულობის შესახებ. ნირვანის მდგომარეობის მიღწევისას ჩვენი მოქმედება ჩრდილს უკვე აღარ ფენს, ჩვენ თავისუფალნი ვართ. წმიდა ავგუსტინე ამბობდა: როცა ხსნილნი ვართ, რაში გვჭირდება სიკეთესა და ბოროტებაზე მსჯელობაო. ჩვენ მხოლოდ სიკეთეს ვიქმთ, ისე, რომ არც ვფიქრობთ ამაზე.“

“ლიტერატურული გაზეთი”

14 – 27 მაისი 2010

მარიამ ქალებაშვილი

Share13Tweet8

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

SOCAR Georgia Gas-ი მოსახლეობას აფრთხილებს

SOCAR Georgia Gas-ი მოსახლეობას აფრთხილებს

11 years ago
ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვა აღარ მოუწევთ

ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემა დღეიდან ამოქმედდა

7 years ago
საბერძნეთში ქართველები დააკავეს – ერთ-ერთმა პოლიციელს ტუჩზე უკბინა

საბერძნეთში ქართველები დააკავეს – ერთ-ერთმა პოლიციელს ტუჩზე უკბინა

2 years ago
“ზოგს ფული არა აქვს და წამლებს ისე ვაძლევთ, ადამიანობას ხომ ფულით ვერ იყიდი” – ვაჟა გელბახიანი

“ზოგს ფული არა აქვს და წამლებს ისე ვაძლევთ, ადამიანობას ხომ ფულით ვერ იყიდი” – ვაჟა გელბახიანი

12 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by