• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სმაკი – ქართველი დიზაინერის არაორდინალური ნამუშევრები

9 years ago
in პერსონა
A A
სმაკი – ქართველი დიზაინერის არაორდინალური ნამუშევრები
7
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სმაკი-მაია სირაძე ქართველი დიზაინერია. მისი ნამუშევრები არაორდინალური და სხვებისგან გამორჩეულია.  ფერადი, მკვეთრი, ხალასი  ფერები, თმები და სახეებია ის რაც მის ნამუშევრებს გამოარჩებს ყველასგან. სმაკი Tbe Tbilisi Times  ნამუშევრების შემნის იდესა და წარმატების შესახებ ესაუბრა.

მოგვიყევით თქვენზე, როგორ დაიწეთ ნამუშევრების შექმა?

– ბავშვობიდან ვაკეთებდი პატარ-პატარა ნამუშევრებს.  ყოველთვის მინდოდა დიზაინერი გავმხდარიყავი.  როგორც ყველა ბავშვი თოჯინებისთვის ვაკეთებდი ტანსაცმელს. თუმცა, სხვებისგან  განსხვავებით, ცოტა ხანში ჩემთვის დავიწყე ტანსაცმლის შეკერვა. სულ ჩემი ტანსაცმლით დავდიოდი, რა თქმა უნდა, ჰქონდა ზედმეტი  და არასწორი ნაკერები. თუმცა მთავარი იყო ის, რომ ყველაფერი ჩემი ხელით გაკეთებული მეცვა. ამის შემდეგ გადავწყვიტე ჩამებარებინა აკადემიაში და ამ ყველფრისთვის უკვე სერიოზული სახე მიმეცა. ეს მინდოდა ყოველთვის და ახლაც ეს მაინტერესებს. ეს იყო ბავშვობის ოცნება-რომელიც ამიხდა.

მოგვიყევით თქვენი წარმატების შესახებ, როგორ გაგიცნოთ ქართველმა მოსახლეობამ?

– აკადემიაში ყოფნის ბოლო წელს გავაკეთე კოლექცია და მოვაწყე  ჩვენება.  პირველივე ჩვენებამ დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველა ემოციებსა და აღფრთოვანებას გამოხატავდა ჩემი ნამუშევრების მიმართ. რადგან ეს იყო ფერადი, კოსმოსური, ყველაფრისგან განსხვავებული ნამუშევრები. თავად ჩვენებაც არასტანდარტული იყო. სწორედ ეს ნამუშევრები იყო ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ. ამას მოჰყვა შემდგომი წარმატება. მას შემდეგ მონაწილეობას ვიღებდი საქართველოში გამართულ ყოველ მოდის კვირეულზე.  გარდა მოდის კვირეულებისა,  გამოფენებს სხვადასხავა გალერეაში ვაკეთებდი.  ასევე მონაწილეობას ვიღებდი კონკურსებში და ყოველთვის ვიმარჯვებდი. კოსტიუმების შექმნა  აქტიურად დაახლოებით 5-6  წელია რაც დავიწყე.

რამდენად მოთხოვნადია თქვენი ტანსაცმელი?

– ისეთ ნამუშევრებს ვქმნი, ხშირად მგონია, რომ მხოლოდ მე უნდა მომწონდეს. თუმცა ძალიან მოთხოვნადია ყველაფერი რასაც ვქმნი. ძალიან მიკვირს, როდესაც ჩემს შექმნილ ნამუშევრებს კლასიკურ ტანსაცმელზე იცვამენ. ძალიან მიხარია, ხალხის ასეთი სითბო და სიყვარული.

სხვა ქვეყნის მოდის კვირეულბზე თუ იღებთ მონაწილეობას?

– წარმატების მიღწევა, რა თქმა უნდა, ადვილი არაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მსოფლიოს ქვეყნებს ეხება. თუმცა, ძალიან გამიმართლა და რამდენიმე გამოფენაზე მივიღე მონაწილეობა მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში.  გამოფენა მქონდა ლონდონში, მილანში, ბელგიაში, გერმანიაში. საოცარი შეგრძნებაა, როდესაც უამრავ ღირსეულ ნამუშევარს შორის ჩემი ნამუშევრების ჩვენებაც გაიმართა.

როგორ იქმნება სმაკის  ნამუშევრები და საიდან მოდის მისი შექმნის იდეა?

– რამდენიმე წლის წინ როდესაც  აკადემიაში ვსწავლობდი, ვიყიდე მაიკა, რომელსაც ჰქონდა ლეიკოები. გაშრობის დროს მაიკა დაიწვა და მხოლოდ ლეიკოები გდარჩა. იმდნად მომწონდა, ბევრს ვფიქრობდი, თუ რა გამეკეთებინა გადარჩენილი ნაწილებისგან და პირველად სწორედ მაშინ შევკერე მაიკა, რომელსაც სწორედ ის ლეიკოები მივამაგრე. რომ არა ეს შემთხვევა, არ ვიცი დავიწყებდი თუ არა მსგავსი ნამუშევრების შექმნას.   არასდროს არ ვხატავ წინასწარ. უბრალოდ იდეების მიხედვით ვაკეთებ. ძირითადად მზა რაღაცებზე ვმუშაობ. რადგან ნაჭერზე მუშაობა შედარებით მარტივია. ამ დროს კარგად ხვდები, როგორი ქსოვილი და როგორი ფერი უნდა გამოიყენო.   არასდროს  არ ვინტერესდები დიზაინერების კოლექციებით, არასდროს ვუყურებ როგორია მოდა, ვის როგორი კოლექცია აქვს. ჩემი პატარა სამყარო მაქვს და მთლიანად ჩემს წარმოსახვას და  იდეებს მივყვები. სწორედ ამიტომ არ ჰგაქვს ჩემი ნამუშევრები  არავისას.

რა მასალას იყენებთ ნამუშევრების შესაქმნელად?

– აკადემია დავამთავრე ტრიკოტაჟის მიმართულებით. ჩემს ნამუშევრებში ძირითადად  ნაქსოვები ჭარბობს.  ვყიდულობ ან ვაკერინებ მზა ქსოვილებს და შემდეგ  ხელით ვაქსოვ   და ვამაგრებ რაღაც დეტალებს.

რა არის ის როს გამოც გიყვართ მისი კეთევა?

– ხალხის ასეთი გამოხმაურება. ხალხს რომ ასე მოსწონთ, ეს სტიმულს მაძლევს რომ კიდევ უფრო ახალი და საინტერესო რაღაც გავაკეთო. განსხვავებული ნამუშევრები შევქმა, რომ ხალხის აღფრთოვანება და სიყვარული მივიღო უკან. ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მაძლევს.  

რა არის თქვენი ჰობი და როგორ ერთობით თავისუფალ დროს?

– ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, მზე უნდა იყოს აუცილებლად, რადგან მზისგან ვიღებ ხოლმე ენერგიას. ძალიან მიყვარს ელექტრონული მუსიკა. როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს, ყოველთვის მივდივარ ფესტივალებზე. იმ დროს არაფერზე არ ვფიქრობ, მხოლოდ მუსიკაა, და ამ დროს ბოლომდე ვისვენებ.

მიყვარს – თევზი, ლუდი

მიხარია – კარდა ყოფნა,

ვოცნებობ – მოგზაურობაზე

ვგძნობ – ხალხის სიყვარულს და თანადგობას

როგორ მიყვარს – ძალიან

მეშინია – საყვარელი ადამიანების დაკარგვის

არ შემიძლია – ტყული

შემიძლია – ყველაფრის გაკეთება

მრცხვენია – ადამიანების შეწუხების

მწამს – სიყვარულის

ვინახავ – ჩემს პირველ კოლექციას

საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი, დავიბადებოდი – ამერიკაში

ორქოს თევზი რომ მყავდეს ვთხოვდი – ბევრ ფულს მოგზაურობისთვის და გაჭირვებულების დასახმარებლად.  წავიდოდი სხვა პლანეტაზე და ვთხოვდი რომ ყველა  ჩემი საყვარელი ადამინის ჯანმრთელობას.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

– ჩემი ნამუშევრები ცოტათი შეიცვალა.  ადრე თუ  ჭრელი, ძალიან ფერადი იყო.  ახლა უკვე შედარებით მშვიდი ფერებია. რა თქმა უნდა მათაც ეტყობათ, რომ ჩემია, თუმცა ახალი მიმართულებაა. განწყობ შემეცვალა და შესაბამისად ეს ნამუშევრებზეც აისახა. ახალ ხაზზე ვმუშაობ და ძალიან მინდა პერსონალური გამოფენის გაკეთება.

მარიამ ლეკიაშვილი

 

Share3Tweet2

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

საინტერესო

შეიცვლება თუ არა პრემიერი?! – პოლიტიკოსების პროგნოზები

11 years ago

საქართველოს ნატო-ს შემფასებელი ჯგუფი ეწვია

8 years ago

,,მძღოლი გაჩერებაზე დამინახავს თუ არა, ჩამოდის, მეხმარება ასვლაში”

9 years ago
“ორგანიზაციებისა და კომპანიების მიერ, შემოწირულობების სახით მობილიზებულია 4 მილიონ 200 ათასი ლარი”

მთავრობამ 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი მოიწონა

10 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by