• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, July 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართული გალობის შესახებ

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ქართული გალობის შესახებ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საეკლესიო მუსიკის ღრმა მცოდნე სლომენსკი, რომელმაც ათონსა და ვენაში უამრავ ფოტოგრაფიულ სურათზე აღბეჭდა IX-XIII საუკუნის დამასკელისეულზე ადრინდელი სისტემით ჩაწერილი ნოტები, თვლის, რომ „გრაფიკული სხვაობა ბერძნულსა და რუსულ სამგალობლო ნოტებს შორის, თითოეულში განსხვავებულ ნიშანთა სიმრავლე, ასუსტებს კავშირს ბერძნულსა და რუსულ გალობას შორის.

ამ ორი ხალხის თავდაპირველი საერთო ხელოვნება შემდგომში დამოუკიდებლად განვითარდა. “ საერთო საწყისზე მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება საუბარი, რაც შესწავლილ იქნება ძველი ქართული საეკლესიო გალობა, ჩვენამდე მოღწეული VIII-XI საუკუნეების ქართული ნოტების მიხედვით.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ სამხმიანი მელოდიური გალობა სლავებს ქალდეველთაგან-ქართველებისაგან აქვთ ნასესხები. თავდაპირველად, როგორც ჩანს, ბულგარელებმა გადაიღეს, შემდეგ კი მათგან რუსებს გადაეცა. თუმცა, იმაშიც არაფერია გასაკვირი, რომ რუსებსაც, ბულგარელთა მსგავსად, უშუალოდ ქართველებისგან გადაეღოთ.

ჯერ კიდევ ადრექრისტიანულ ეპოქაში, როგორც უცხოელი მწერლები გვამცნობენ, ჩვენი წინაპრები ფერხულში ჩაბმულნი უმღერდნენ სადიდებელ სიმღერებს თავიანთ ღვთაებებს. ქრისტიანობის მიღების შემდეგ ქართულმა ეკლესიამ აითვისა, გამოიყენა მშობლიურ წარმართულ მელოდიათა მთელი მრავალფეროვნება.

ყველასათვის ცნობილია, თუ რა თავისუფლება სუფევდა თავდაპირველად ეკლესიაში საღვთისმსახურო გალობასთან დაკავშირებით. ტერტულიანეს ცნობით, ეკლესიის ყოველ წევრს შეეძლო ტაძრის შუაგულში გასულიყო და ედიდებინა ღმერთი ისე, როგორც მოესურვებოდა. ჩვენს წინაპრებს ბერძნებისგან ქრისტიანობასთან ერთად მათი უნისონური გალობა არ გადმოუღიათ, განსხვავებით სომხებისაგან, რომელთაც ეროვნული მუსიკა არ გააჩნდათ. ქართველები სახოტბო ჰიმნების შესრულებისას იმ მუსიკალური მონაცემებითა და გემოვნებით  სარგებლობდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ  წარმართობისას გამოიმუშავეს. ამგვარად, ქართული საეკლესიო გალობა ქართულ წარმართულ ხალხურ მოტივებზეა აღმოცენებული. შორიდან რომ მოვუსმინოთ ძველ ქართულ საგუნდო სიმღერას, ხშირად ვერც გავარჩევთ საეკლესიო გალობაა თუ ხალხური სიმღერა, იმდენად ჰგავს საეკლესიო მოტივები ხალხურს. აქედან ნათლად ჩანს, რატომ გამოდიოდნენ  საქართველოს ხალხური სიმღერის საუკეთესო შემსრულებლები საეკლესიო წრეებიდან.

რუსეთში გავრცელებული მცდარი შეხედულებების გავლენით, იმის თაობაზე, რომ სლავური საეკლესიო გალობა ბიზანტიური წარმოშობისაა. ასევე ჩვენი ისტორიკოს-არქეოლოგი პლ. იოსელიანიც უსაფუძვლოდ ვარაუდობდა, რომ ჩვენი წინაპრები საეკლესიო გალობას ბერძნებს დაესესხნენ. ჩვენი გალობის ხალხურთან შედარებისას, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს, საუკუნეთა სიმღერიდან, ვიდრე ბაბილონის სოლისებრი დამწერლობა და ეგვიპტური იეროგლიფებია, ვრწმუნდებით, რომ დღევანდელი ჩვენი საეკლესიო გალობა არის ჩვენი წარმართი წინაპრების გაქრისტიანებული სიმღერა-გალობა, ჩვენი ქრისტიანობამდელი, უძველესი ეროვნული სიმღერის პირმშო. ქართული საეკლესიო მელოდიები თვითმყოფადია და ხალხური პოეზიის ნიადაგზეა აღმოცენებული. აქედან გამომდინარე, ქართული საეკლესიო გალობის პოეტური ელემენტები მშობლიური ქართული პოეზიის ელემენტებია.

მართლაც საოცარია, ჩვენ შემოგვრჩა მზის ჰიმნი, რომელსაც ჩვენი წინაპარი ქალდები ქრისტეს შობამდე რამდენიმე საუკუნით ადრე მღეროდნენ, როცა ჯერ კიდევ მესოპოტამიაში ედემის მდინარეების (ტიგროსისა და ევფრატის) პირას ცხოვრობდნენ, მას ვმღერით ჩვენც, მათი შთამომავლები. შუამდინარეთის და ქალდეას ახლანდელი მცხოვრებლებისთვის კი უცნობია როგორ მოხდა, რომ ეს ჰიმნი შენარჩუნებულია იქ, სადაც არ აღმოცენებულა, და დაიკარგა იქ, სადაც თავდაპირველად ჩაისახა? როგორც ჩანს, ამ ჰიმნმა ჩრდილოეთით სწორედ იმ მუსიკალურ ხალხთან ერთად გადაინაცვლა, რომელმაც იგი შექმნა და პირველად შეასრულა.

ამ უშესანიშნავესი, მსოფლიოში უძველესი მზის ჰიმნის შესახებ ბატონი კორესჩენკო ამბობს „დამატყვევებლად ნატიფი, თბილი და წრფელია, ის  ჭეშმარიტად მარგალიტია ქართული ხალხური მუსიკალური პოეზიისა.“

ქართული ეროვნული სიმღერის შესახებ მუსიკათმცოდნე კორესჩენკო ამბობს: „ქართული ხალხური სიმღერის სტილი, მისი მელოდიის დიატონური წყობა მკაფიოდ მკაცრი, გამოკვეთილი ხასიათისაა. პლასტიკურ სილამაზე, საეკლესიო კილო, ქრომატიზმის არსებობა სრულიად შეესაბამება ქართულ საეკლესიო გარემოს მკაცრ სტილს… ქართული ხალხური სიმღერები უკლებლივ უძველეს საეკლესიო კილოებზეა აგებული, ამ კილოებისთვის დამახასიათებელი კადენციებითა და მოდულაციებით, რომლებიც დახვეწილად გამოიყენება და თავისებურად ძალზე ორიგინალურად ჟღერს.“

აღმოსავლურ მუსიკაზე თავის დაკვირვებებში ავტორი დაწვრილებით მოგვითხრობს ქართული ხალხური სიმღერების სიმრავლეზე, მათ სილამაზეზე, პოეტურ აღმაფრენაზე და საკმაოდ შეუვალობით ამტკიცებს, რომ ქართულ მუსიკას გავლენა სომხურ სიმღერაზეც აქვს. ბოლოს კი, ქართული და უკრაინული სიმღერების მსგავსებას, საერთო მუსიკალურ ფაქტურას გვისურათებს.

ქართულ და უკრაინულ სიმღერებში, კორესჩენკოს მიერ დასახელებული ერთნაირი მოტივების გარდა, მოვიყვანთ კიდევ ერთ ნიმუშს – უკრაინულ საფერხულო სიმღერას:  „гопъ мои гречаники… ” რომელიც ნასესხებია მარად ახალგაზრდა საფერხულო სიმღერისგან ”ცანგალა და გოგონა.”

უდავოა, რომ უკრაინელები თავიანთ მშვენიერ მელოდიებს ქართული ხალხური მუსიკის მაღალმხატვრულ საგანძურს დაესესხნენ. ’’სხვადასხვა ხალხისგან იძენდა სიმღერებს ძველი რუსეთი, – ამბობს პროფესორი მაქსიმოვიჩი, – და შესაძლოა, მრავალი ჰანგი ამ სიმღერების გამოძახილს ჰპოვებდა რუსულ სიმღერაში. ’’ საქართველოს დარად უკრაინაც სიმღერის ქვეყანაა. ორივე ქვეყნის ხალხს საგანგებო სიმღერები აქვს მისადაგებული წელიწადის ყოველ დროსთან, სოფლის ყოფასა თუ ოჯახურ ცხოვრებასთან. ქართული სიმღერების მინორულ კილოს ეხმიანება უკრაინული სიმღერების უმთავრესი თვისება – სევდა. კორეშჩენკო ქართული ეროვნული მუსიკის სრული მრავალფეროვნების შესწავლისას დარწმუნდა, რომ ქართული საეკლესიო გალობა უძველეს ხალხურ კილოებზეა აგებული და არა – პირიქით.

მასალა ეკუთვნის

იღუმენ მამა გაბრიელს

Share1Tweet1

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ლევან იზორია: “გონივრული პოლიტიკით შევძლებთ აფხაზებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას”

10 years ago
“ჩვენ ვიქნებით ძალიან ღირსეულად წარმოდგენილი ხვალინდელ რატიფიცირების ცერემონიალზე”

“ჩვენ ვიქნებით ძალიან ღირსეულად წარმოდგენილი ხვალინდელ რატიფიცირების ცერემონიალზე”

12 years ago
2019 წლიდან ტყის ახალი კოდექსი ამოქმედდება

2019 წლიდან ტყის ახალი კოდექსი ამოქმედდება

8 years ago
ფინანსური ჯგუფი დავიქირავე, ინიციატივაა ქვეყანა აღმოსავლეთის ლუქსემბურგი გახდეს – პრემიერი

ფინანსური ჯგუფი დავიქირავე, ინიციატივაა ქვეყანა აღმოსავლეთის ლუქსემბურგი გახდეს – პრემიერი

5 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by