• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, May 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პეტრე კოლხი: უკვე ხარობს ბროწეულის ბაღი და ამხელს ციციკორეებს…

9 years ago
in საზოგადოება
A A
პეტრე კოლხი: უკვე ხარობს ბროწეულის ბაღი და ამხელს ციციკორეებს…
6
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჭორი და სიმართლე… ხშირად ჭორი და მისგან გამოწვეული ბოროტება მეტად ახარებს და გაურკვეველ ფასეულობას სძენს ადამიანების გარკვეულ ნაწილს, ვიდრე სიმართლე და სიკეთე -სიყვარული…

კიდევ ერთი დანაკარგი ქართული კინოხელოვნებისთვის და სილამაზის ეტალონის გაფერმკრთალება – მარიტა… რომლის გარდაცვალებამ უამრავი ადამიანი აალაპარაკა… ერთ დროს ყველაზე პოპულარული და მშვენიერი არსება, ლიკა ქავჟარაძე ბოლო დროს მივიწყებული და მიტოვებულივით იყო საზოგადოებისგან…

ამ სამწუხარო ამბების შესახებ დეკანოზ პეტრე კოლხს (კვარაცხელიას) ვესაუბრე, რომელმაც ლიკა იგივე მარიტას უკვდავსაყოფად გენიალური იდეა გააჟღერა – „გავაშენებ მარიტას სახელობის ბროწეულების ბაღს, პატარძეულში“…

– მამაო, დამლოცე… რა მოხდა და რა დაკარგა საქართველომ ლიკა ქავჟარაძის სახით?

– დაკარგა?! არა, არ ვთვლი ასე… მსოფლიო კინოვარსკვლავის ცაზე, ახალი კაშკაშა ვარსკვლავი გაჩნდა… თანავარსკვლავედის რიცხვს გამორჩეული ნათელი დაემატა, რომელსაც ,,ჰქვია”… არ ვართ მრავალრიცხოვანი ერი, მაგრამ ღმერთმა რაღაც ისეთი მოგვანიჭა, რაც რაოდენობაზე მეტია… თურქეთს აქვს ერთი პატარა, მაგრამ მშვენიერი ქალაქი-კონია, რომელიც ისტორიულ რუმის სასულთნოს ეკუთვნოდა… ქალაქის ყველაზე ცენტრალურ ქუჩას გურჯი ხათუნს ეძახიან, ცის წიაღშიც კი მისი სახელობის ვარსკვლავს ეძებენ… ხათუნი, ქართველების სათაყვანებელი თამარია, რომელიც კონიელების სათაყვანებელი მზე გახდა… ასეა, ქართველი ქალები ისტორიას ქმნიან… ხშირად ტრაგიკულ ისტორიას… როგორც ოსკარ უაილდი იტყოდა -,,ჩემი ცხოვრება ერთი მშვენიერი ტრაგედიაა”… ალბათ, ასეთია მარიტაც…

– რატომ გახდა ლიკას გარდაცვალება ამდენი ჭორის მიზეზი?

– სხვანაირად არ შეიძლებოდა… მისი სილამაზე, განსაკუთრებულობა შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა… ის ერთდროულად ყველას უყვარდა და ,,სძულდა”… ცხადია, ხალხს არ ჰქონდა სიძულვილის მიზეზი, მაგრამ ყოველთვის ის გვძულს, ვინც ჩვენზე უკეთესია, ვინც ლამაზია… ლიკა საკუთარმა სილამაზემ უფრო დააზარალა, ვიდრე პირიქით… პირიქით კი, სხვა ქვეყანაში მოხდებოდა. იქ, სადაც ნაკლებად ეტკინებოდა გული მასებზე… თუმცა სხვაგან ამდენს არ იჭორავებდნენ, ამდენ ტალახსაც არ მოზელდნენ, რომ გუნდებად დაეშინათ… ჩვენ ხომ გვიყვარს ერთმანეთის გასვრა… პილატე პონტოელივით ხელების შეხოცვა…

– ვინ არის შენთვის ლიკა ქავჟარაძე?

– „მარიტა“. ის თექვსმეტი წლის ანგელოზი გოგონა, რომელსაც სოფელმა თავისუფლად სუნთქვის საშუალება წაართვა და ცხოვრება დაუმახინჯა… სილამაზე ვერ აპატია, სიყვარულის უფლება შეუზღუდა, მოკლა, მაგრამ სამუდამო გახადა… ყველას საკუთრებად გამოიყვანა…

– მარიტას სახელობის ბროწეულების ბაღის გაშენების თაობაზე გვითხარი…

– იდეაში უკვე ხარობს ბროწეულის ბაღი და ამხელს ციციკორეებს… იმედია, ციციკორეების რიგებს მეტი ადამიანი მოაკლდება და მათ გვერდით დადგება, ვინც მარიტას ბაღს გააშენებს… ეს იქნება ერთგვარი პასუხი მათ მიმართ, ვინც ,,მარიტებს” ქვებს ესვრის… ჩვენ ასეთებს უკვდავებად ვაქცევთ და ბაღების მარადიულ ბინადრებად ვაქცევთ… უამრავი ადამიანი გაერთიანდა ამ იდეის გარშემო. განსაკუთრებით ემიგრანტები მიკავშირდებიან და ჩემგან საბოლოო პასუხს ელიან… სვეტიცხოველში შევხვდი ,,შეთეს”… ნდობა და მხარდაჭერა გამოგვიცხადა… ის თვლის, რომ თბილისში უნდა მოხდეს იდეის განხორციელება… რომ დავფიქრდი, ამისთვის პატარძეული უკეთესია… სჯობს, იქ მოეწყოს მარიტას სახელობის ბაღი, სადაც ,,ნატვრის ხის” ავტორი დაიბადა, სადაც ამ წიგნის გმირებს უცხოვრიათ… გოგლამ მარიტას ნასახლარზე შეამჩნია ბროწეული… პირველად იქ შეადარა, ბროწეულის ყვავილი და 16 წლის ჩაქოლილი გოგონა ერთმანეთს… გარდა ამისა, მარიტას ბაღი ქალაქის ხმაურს, ჭუჭყს, ხალხმრავლობას მოშორებული უნდა იყოს… რაღაც მანძილი უნდა გავიაროთ, ამ ბაღში სული რომ მოვითქვათ… იქ შემთხვევით გამვლელები არა, ნამდვილი მსურველები უნდა მოხვდნენ… 29 ოქტომბერს, ჩემი ახალი წიგნის წარდგენაზე, პანტომიმის თეატრში ამ იდეაზე კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ და ვიტოვებთ იმედს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი მხარში დაგვიდგება…

– ოდესმე დავაფასებთ ადამიანს სიცოცხლეში?

– ეს ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა. შეიძლება ერთმანეთი სათანადოდ ვერ დავაფასოთ, მაგრამ ქვების სროლაც უნდა შევწყვითოდ… ქრისტე ჩვენ გამოსახსნელად მოევლინა დედამიწას. სიკეთეს და სიყვარულს ქადაგებდა… ჩვენ კი ქვა და ტალახი მისთვისაც არ დაგვიკლია. ესეც არ ვაკმარეთ და ბოლოს ჯვარს ვაცვით?! რატომ?! იმიტომ, რომ უმადურები და დაუნახავები ვართ… ვერ ვიტანთ განსხვავებულს…გვძულს ყველა და ყველაფერი, რაც ჩვენზე აღმატებულია… მთელი ცხოვრება გვერდიგვერდ ივლიან მარიტა და ციციკორე… ვაი, მას, ვინც ციციკორეს გზას გაყვება…

– მაინც როგორია სიცოცხლეშივე დაუფასებელი ადამიანი – პოეტი, მსახიობი, ექიმი, პოლიტიკოსი, პედაგოგი?…

– ყალბი… სიცოცხლეშივე, ალბათ, არც უნდა დაფასდეს ადამიანი… მაგრამ, ვიმეორებ, არც სისოცხლის სურვილი ჩაგიკლას ვინმემ… ნამდვილი ცხოვრებით მას უცხოვრია, ვისზეც სიკვდილის მერე კარგს ისაუბრებენ… გარდაცვლილი ლიკა უფრო საინტერესოდ მეტყველებს, ვიდრე ათასი ფარისეველი მორალისტი, რომელსაც თვალები აქვს გახელილი, მაგრამ სულიერად მკვდარია…

– გოგლა ლეონიძე რომ ცოცხალი იყოს, რას იტყოდა დღეს ლიკას ამბების გამო?

– ვფიქრობ, ,,ნატვრის ხეს” თავიდან წაიკითხავდა და ბევრს იტირებდა… ლიკას ბედისწერასავით აეკიდა ,,მარიტა”…

– რატომო აქვთ ადამიანებს ჭორის მიმართ მიდრეკილება?

– კომპლექსების ბრალია. სხვაზე თუ სიბინძურეები ააგორეს, ფიქრობენ რომ თვითონ უკეთესები გამოჩნდებიან. სხვაზე ის ჭორაობს, ვისაც საკუთარი არ გააჩნია და გული სიძულვილით და ბოღმით აქვს სავსე… სჯობს, თავი დავინდოთ და სხვებს ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა მოგვექცნენ…

ავტორი,

ნუგზარ ჭიაბერაშვილი

Share2Tweet2

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

სააგენტომ რამდენიმე ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

„ვინც ამ დღეებში შეიძინა შპს „მადას“ წარმოებული ხორცის ნახევარფაბრიკატები არ მიიღოს საკვებად“

12 years ago
“შვილები 12 ქვეყანაში მყავს” – მილიარდერი, რომელსაც 100-ზე მეტი ბიოლოგიური შვილი ჰყავს: Telegram-ის თანადამფუძნებელის სკანდალური აღიარება

“შვილები 12 ქვეყანაში მყავს” – მილიარდერი, რომელსაც 100-ზე მეტი ბიოლოგიური შვილი ჰყავს: Telegram-ის თანადამფუძნებელის სკანდალური აღიარება

2 years ago
მამუკა არეშიძე: შესაძლოა სავარაუდო ტერორისტები 28 ნოემბრის აბრეშუმის გზის ფორუმისთვის ემზადებოდნენ

მამუკა არეშიძე: არამგონია საქართველოში ტერორისტების ქსელი ბოლომდე „ალაგებული“ იყოს

8 years ago
“17 დეკემბერს მონაწილეობას მივიღებთ  მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე” – კატო ფიფია

“17 დეკემბერს მონაწილეობას მივიღებთ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე” – კატო ფიფია

5 years ago

ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა
ახალი ამბები

როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა

05/14/2026

რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად....

Read moreDetails
“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

“ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები

05/14/2026
“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026
“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

“სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს… ყვე­ლა შოკ­შია…შეჯახებისას რამდენიმე მგზავრი გადმოვარდა მანქანიდან, ორი კი ჩარჩა” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა

05/14/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • როგორია ახალგაზრდას მდგომარეობა, რომელიც გარდაბანში ავარიის დროს მძიმედ დაშავდა 05/14/2026
  • “ქალს დაეჯახნენ… ხე მთლიანად მოგლიჯეს” – რას ჰყვებიან გარდაბანში მომხდარ ავარიაზე თვითმხილველები 05/14/2026
  • “ ასე­თი ავა­რია არა­სო­დეს მი­ნა­ხავს, ყვე­ლა­ფე­რი ნამ­სხვრე­ვე­ბად არის ქცე­უ­ლი…” – შემზარავი ავარიის დეტალები, რომელმაც 7 ახალგაზრდა შეიწირა 05/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by