• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს ძირძველი კუთხის, ჯავახეთის შესახებ…

9 years ago
in საზოგადოება
A A
საქართველოს ძირძველი კუთხის, ჯავახეთის შესახებ…
10
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

საქართველოს სილამაზეზე ბევრი უთქვამთ და დაწერილა კიდეც. ქართველი ხალხიც, მეტ-ნაკლებად, ცდილობს საკუთარი ქვეყნის გაცნობას, ცხადია, ეს ყოველი ჩვენგანის მოვალეობაა. თუმცაღა, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ძირძველი კუთხე-ჯავახეთი, ბევრი ქართველისგან დღესაც მივიწყებულია. მაგრამ, თუკი ადამიანი ერთხელ მაინც მოხვდება ამ კუთხეში, მისი დავიწყება იოლი ნამდვილად არ არის. ჯავახეთი თავისი ინდივიდუალობითა და სანახაობრიობით გამორჩეული კუთხეა. რიგი ისტორიული ფაქტების გამო, ჯავახეთი ხეთა სიმცირით გამოირჩევა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ამ კუთხის ერთგვარი ნიშაცაა. თვალუწვდომელი მდელოები, ასეულობით ტბა და გარშემოკრული მთები მნახველს უემოციოდ ნამდვილად არ დატოვებს. თუმცაღა, ჯავახეთში ცხოვრება რიგ სირთულეებთან ასოცირდება, მით უმეტეს, რომ ამ კუთხში ორ, ერთმანეთისგან განსხავებულ, ეთნოსს უწევს თანაცხოვრება. როგორ მოვიდა დღემდე ჯავახეთი, როგორია ორი განსხვავებული ეთნოსის თანაცხოვრება და რა სიტუაციაა დღესდღეობით ქვეყნის ამ კუთხეში, ამ და სხვა საკითხებზე, „თბილისი თაიმსს“ ჯავახეთის ისტორიის მკვლევარი და პუბლიცისტი, კუკური მეტრეველი ესაუბრა.

თავდაპირველად, თვალი გადავავლოთ ჯავახეთის ისტორიას… როგორ მოვიდა დღემდე საქართველოს ეს ძირძველი კუთხე?

– ჯავახეთი ქართული, ისტორიულ-გეოგრფიული მხარეა სამხრეთ საქართველოში, კერძოდ ზემო ქართლში, ისტორიულ მესხეთში. ისტორიული ჯავახეთი ადრე გაცილებით მეტ ტერიტორიას მოიცავდა -”…ქვეყანა თავფარავნის ტბიდან მტკვრის სათავემდე”., მისი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დღევანდელი თურქეთის რესპუბლიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია მოქცეული. საქართველოს შემადგენლობში დარჩენილი ჯავახეთი, დღევანდელი რეგიონალური დაყოფის მიხედვით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შედის და: ახალქალაქის, ნინოწმინდის, ნაწილობრივ ასპინძის და ბორჯომის რაიონების ტერიტორიებს მოიცავს.

ჯავახეთი, როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი, სრულიად გამორჩეული ისტორიის, ლანდშაფტისა და რელიეფის მქონე მხარე, უძველესი დროიდან მოყოლებული ყოველთვის ერთიანი საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ დასაყრდენს და სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს წარმოადგენდა, რომელიც მუდამ დასახლებული იყო ქართველებით, ძირითადად ადგილობრივი ჯავახებით.

ანტიკურ წყაროებში(Hჰეროდოტე, ქსენოფონტე, ჰერაკლე მილეთელი, ფტოლომეი, ურარტუს მეფის არგიშთი I-ის , ძვ წ. 785 წელის წარწერა) ჯავახეთი(“ზაბახა”) სხვა ქართულ პროვინციებთან ერთად ქართული სახელმწიფოს იბერიის შემადგენლობაშია მოხსენიებული. ფარნავაზის მეფობის დროიდან (ძვ. წ. აღ. IV-III ს.ს.) ჯავახეთი სამეფო ქვეყანად გადაიქცა ცენტრით წუნდა, რომელსაც მეფის მიერ დანიშნული ერისთავები განაგებნენ. ქართლის სამეფოში (ძვ. წ. ა III საუკუნე, ახ. წ. აღ. VI საუკუნის 30-იანი წლები) ჯავახეთი, კოლა და არტაანი წუნდის საერისთავოს სახით შედიოდნენ. X-ე საუკუნის მეორე ნახევრიდან, ჯავახეთი ეგრისის სამეფოს გამგებლობაში გადადის და მას ვარდანისძის გვარის წარმომადგენლები მართავენ. წუნდის _ როგორც საერისთავოს ცენტრის, დაცემის შემდეგ X საუკუნიდან მისი ფუნქცია გადადის თმოგვის ციხეზე. XI საუკუნეში ზემო ჯავახეთის ცენტრად ახალქალაქი გადაიქცა. XI-XIV საუკუნეებში ჯავახეთი კვლავ ერთიანი საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში იმყოფება.

საქართველოს სახელმწიფოებრივი ძლიერების ხანაში (XI-XIII საუკუნეები) ჯავახეთიც აღმავლობის გზას დაადგა: აშენდა უამრავი ქარვასლა, ხიდები, ეკლესია-მონასტრები, სამეფო რეზიდენციები. XII საუკუნიდან სამეფო დომენად ქცეულ მხარეს თორელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენლები განაგებდნენ. XV საუკუნიდან ჯავახეთს სამცხის მთავრები _ ჯაყელები დაეპატრონენ და სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში მოაქციეს.

XVI საუკუნიდან ჯავახეთის ნაწილი, სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიორიის ნაწილთან ერთად ოსმალებმა დაიკავეს: ჯავახეთის ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ქვეყნის შიდა რეგიონებში _ ქართლსა და იმერეთში გადასახლდა, ადგილზე დარჩენილთა დიდმა ნაწილმა კი იძულებით ისლამი მიიღო. XIX საუკუნის I ნახევარში რუსეთის მიერ მესხეთის ნაწილის თურქებისათვის წართმევის შემდეგ, საქართველოს ამ გამორჩეულ მხარეში, უკვე რუსეთის იმპერიისათვის სასურველი მიზნების განხორციელება დაიწყო. Aმისი მაჩვენებელი იყო-ადგილობრივი გამაჰმადიანებული მოსახლეობის განდევნა და თურქეთიდან დევნილი სომხების და რუსეთის იმპერიის შიდა რაიონებიდან გადასახლებული რუსულ მოსახლეობის _ სექტანტ დუხობორების კომპაქტურად ჩამოსახლება. Eეს პროცესი საუკუნეზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ანტიკური დროიდან მოყოლებული, ჯავახეთის მოსახლეობა როგორც რაოდენობრივად, ისე შემადგენლობით მუდამ იცვლებოდა. Aუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამის მიხედავად, ჯავახეთი ეროვნულობით, ენითა და კულტურით ყოველთვის ქართულ სამყაროდ რჩებოდა. მხოლოდ მე-19 საუკუნის პირველი ნახევარიდან დაწყებული, რუსეთის იმპერიის მიერ გამიზნულად გატარებული ღონისძიებების შედეგად რადიკალურად შეიცვალა ჯავახეთის დემოგრფიული მდგომარეობა და ამ ნიადაგზე, ჯავახეთის ძირძველი-ქართული მოსახლეობა საკუთარ მიწაწყალზე ეთნიკურ უმცირესობაში აღმოჩნდა. ამ დროიდან გაჩნდა სამცხე-ჯავახეთში სომხური სეპარატიზმის პრობლემაც, საფრთხე შეექმნა ჯავახეთში ასე უხვად შემორჩენილ ქართულ ისტორიულ ძეგლებს, ამ კუთხის ყალბი ისტორიების შეთხზვა და გავრცელება დაიწყო.

ქართულ მიწა-წყალზე ორი ეთნოსის თანაცხოვრება რამდენად რთულია? ჯავახეთში მოსახლე ქართველები და სომხები როგორ ურთიერთობაში არიან?

– ზემოთ აღნიშნული მოვლენებიდან მოყოლებული, სომხეთში მოკალათებული ექსტრემისტული ელემენტების მიერ, სეპარატისტული გამოხდომები არაერთხელ იქნა პროვოცირებული. მათი მიზანი, ამ წმინდა ქართული ტერიტორიის, დედასამშობლოსგან ჩამოცილება იყო. საბედნიეროდ, ჯავახეთის სომხური მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა, ყველა ამ მცდელობასა და პროვოკაციას არ აჰყვა. მათ მეზობელ და მეგობარ ხალხთან ქართულ მიწაზე მშვიდობიანი თანაცხოვრება და კეთილმეზობლობა დიდი ხანია ისწავლეს. ჯავახეთის სომეხი მოსახლეობის გარეშე ძალების მიერ სეპარატისტული მიზნებით პროვოცირება დღესაც გრძელდება, მაგრამ აქ მაცხოვრებელ ყველა ეროვნების ხალხს ჰყოფნის გონიერება, მრავალსაუკუნოვანი ქართულ-სომხური მეგობრობა, არ გაართულოს და გააფუჭოს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჯავახეთში არსებული დღევანდელი დემოგრაფიული სურათი ხელოვნურადაა შექმნილი და, არამც და არამც, ჯავახეთის ისტორიული და ადმინისტრაციული კუთვნილების ეჭვქვეშ დაყენების საბაბი არ შეიძლება იყოს.

ჯავახეთი – ჯავახების საცხოვრებელი მხარე და საქართველოს განუყოფელი ისტორიული კუთხეა. ჯავახები – მხოლოდ და მხოლოდ, ისტორიული ჯავახების შთამომავლები, ჯავახეთში მცხოვრები ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის წარმომადგენლები და მათი შთამომავლები არიან! არავის არ აქვს ამ ტერმინების გაყალბების და მითვისების უფლება!

როგორი მდგომარეობაა ჯავახეთის სოფლებში?

– დღეისათვის, ჯავახეთის დაახლოებით 390 სოფლიდან, 280-მდე ნასოფლარადაა ქცეული, ხოლო დასახლებული 116 სოფლიდან, მხოლოდ 35-ში ცხოვრობენ ქართველები (ბევრ მათგანში, სომხებთან ერთად). დანარჩენი სოფლები მთლიანად სომხებით და მცირედით დუხობორებით და ბერძნებითაა დასახლებული.

მოგეხსენებათ, ქართველთა დიდი ნაწილი ჯავახეთს, ფაქტობრივად, არ იცნობს. რომელია ის კულტურული თუ ისტორიული ძეგლები, რომელთაც ყოველი ქართველი უნდა გაეცნოს?

– ჩვენი თანამემამულეების დიდ ნაწილში, ჯავახეთის მიმართ გაუცხოება დღესაც შეიმჩნევა, ამას თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. უპირველესად, ეს ისტორიული ფაქტორებითაა განპირობებული. მას მერე, რაც მე-17 საუკუნიდან მოყოლებული სამხრეთ საქართველო ე. წ სამცხე საათაბაგო მთლიანად თურქებმა დაიპყრეს და ორ საუკუნეზე მეტი ხნით დედა სამშობლოს ჩამოაცილეს, გააქციეს ან გაამაჰმადიანეს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი და ადგილზე დარჩენილი გმირი ხალხი ქართულ სივრცეს საუკუნოდ ჩამოაშორეს. რუსების მოსვლის შემდეგ კი, ჯავახეთი არაქართული მოსახლეობით გაივსო და ჭარბი სომეხი მოსახლეობის გამო ჯავახეთი და ჯავახი თითქმის სომეხის სინონიმად აქციეს. მერე იყო და ე. წ მუსულმანი ქართველობა 1944 წელს მესხეთის მიწაწყლიდან აყარეს და შუა აზიაში გადაკარგეს. მათი უკან მობრუნების შიშით სამცხეში, აწყურთან სასაზღვრო ზოლი გააკეთეს და ეს რეგიონი დანარჩენი საქართველოსგან უკვე “შლაგბაუმით” ჩამოაცილეს. ასეთი მიზეზების გამო ჯავახეთში დარჩენილი მცირერიცხოვანი, მართლაც გმირი ქართული მოსახლეობა დანარჩენ საქართველოს თითქმის მთლიანად დაავიწყეს. დასამალი არაა, რომ დღესაც ბევრმა ქართველმა წესიერად არც იცის სადაა ჯავახეთი ან რომელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს მოიცავს. არ იციან, საერთოდ კიდევ თუ ცხოვრობს ქართველობა, წარმოდგენა არა აქვთ ისტორიული ჯავახეთის საზღვრებზე. ვერც კი დაუჯერებიათ, რომ თმოგვი, ხერთვისი, ვარძია თუ კუმურდო- ქართული კულტურისათვის უმნიშვნელოვანესი ძეგლები, სწორედ, ჯავახეთის მიწაზეა. ამათ გარდა, ჯავახეთში კიდევ უამრავი ქართული ისტორიულ-კულტურული ძეგლია: სამსარის მონასტერი, ღრტილას, ბოჟანოსა და დლივის ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომები, ახლაქალაქის ციხე, თონთიოს ხიდი, ფოკანის, განძანისა და საღამოს მონასტრები, გავეთი და ქარზამეთი, აბულისა და შაორის მეგალითური ციხეები, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა მათგანი ჩვენი ქართული ისტორიის- ჯავახეთში მჩქეფარე ტალღის დასტურია.

სამცხე-ჯავახეთს ტურისტები რამდენად სტუმრობენ და, ზოგადად, განვითარებულია თუ არა ტურისტული ბიზნესი ქვეყნის ამ რეგიონში?

– სამცხე-ჯავახეთს უდიდესი ისტორიული წარსულის, განუმეორებელი ბუნებრივი ლანშაფტისა და ისტორიული ძეგლების სიუხვის გამო, ტურისტული პოტენციალი ნამდვილად აქვს. ბოლო წლებში, ინფრასტრუქტურის განვითარებამ, გზების მშენებლობამ და ჯავახეთისა და ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების დაარსებამ, ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი. ვარძია და მისი ხეობა, მთელ საქართველოში, ერთ-ერთი ცნობადი და მიმზიდველი ტურისტული მარშრუტია. ასევე, სამთო ტურიზმიც ვითარდება-აბულ-სამსარის ქედი და იქ არსებული ულამაზესი ტბები ამის დიდ საშუალებას იძლევა.

და ბოლოს, რა პრობლემების წინაშე დგას ჯავახი მოსახლეობა და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მათ?

– ჯავახეთში იგივენაირი სოციალური და ყოფითი პრობლემებია, რაც დანარჩენ საქართველოში, ეროვნული საკითხით აპელირება უნაყოფოა . თუ იქნება სახელმწიფოს ნება და სათანადო დონეზე განვითარდება ინფრასტრუქტურა, ამ კუთხეში ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განსავითარებლად დიდი პოტენციალია. ჯავახეთის მადლიანი მიწა ამის ყველანაირ შესაძლებობას იძლევა. ამით ერთნაირად იხეირებს აქ მაცხოვრებელი ყველა ეროვნების მოსახლეობა და სეპარატიზმის არსებობასაც ყველანაირი ნიადაგი გამოეცლება.

Share4Tweet3

ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025

საინტერესო

ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის მისაღები ტურნირები ძიუდოსა და ჭიდაობაში

ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის მისაღები ტურნირები ძიუდოსა და ჭიდაობაში

7 years ago
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

2 days ago
ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ – მურუსიძე აშშ-ის საელჩოზე

ხანდახან იმაზეც ვფიქრობ, რომ შეიძლება სიცოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ – მურუსიძე აშშ-ის საელჩოზე

3 years ago
გომის მთაზე 24 წლის ბიჭი გაიყინა, მისი ორი მეგობრის მდგომარეობა მძიმეა

გომის მთაზე 24 წლის ბიჭი გაიყინა, მისი ორი მეგობრის მდგომარეობა მძიმეა

5 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by