• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, October 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართულ ბაზარზე ბამბის ნაყინის მწარმოებელი ახალი კომპანია გამოჩნდა

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
ქართულ ბაზარზე ბამბის ნაყინის მწარმოებელი ახალი კომპანია გამოჩნდა
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბამბის ნაყინი ყველა ბავშვის საყვარელი ტკბილეულია. ფერადი, ფუმფულა „ბამბა“, რომელიც  ბავშვების ყურადღებას ადვილად იპყრობს, არაჩვეულებრივი გემოთიც გამოირჩევა. ქართულ ბაზარზე ბამბის ნაყინის მწარმოებელი ახალი კომპანია გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს განსხვავებულ მომსახურებას სთავაზობს.

სტარტაპი „100% ბამბა“ მაისში გამოჩნდა და მას შემდეგ არაერთ ღონისძიებაში იღებს მონაწილებას. თანამშრომლობს სხვადასხვა „ივენთ კომპანიასთან“ და იღებს შეკვეთებს როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური ღონისძიებებისთვის. „თბილისი თაიმსთან“ კომპანიის დამფუძნებელი ნატა ნათაძე  ბამბის ნაყინის შექმნისა და სამომალო გეგმების შესახებ საუბრობს.

თავდაპირველად თქვენზე რომ მოგვიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა  წამოგეწყოთ ბამბის ნაყინების სტარტაპი?

– სტარტაპის წამოწყების იდეა გაჩნდა მოულოდნელად და  ყოველგვარი დიდი ფიქრის გარეშე გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბამბის ნაყინის ბრენდი „100% ბამბა“. ბამბის ნაყინი ბავშვების საყვარელი ტკბილეულია, რომელიც განსაკუთრებული ჰიგიენისა და შესაბამისი  ნორმების დაცვას საჭიროებს. დღეს ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში არცთუ ისე კარგი მდგომარეობა გვაქვს.  ქუჩებში, ხშირად შეხვდებით ძალიან ცუდ პირობებში, კუსტარული აპარატით დამზადებულ ნაყინს, სადაც  არ არის დაცული ჰიგიენის წესები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის სრულიად განსხვავებული, ვიზუალურად ლამაზი სტედნი, სადაც ბამბის ნაყინის მომზადებისას  განსაკუთრებული ყურადღება სისუფთავეს და გემოს მიექცეოდა.

რა არის ის, რითიც განსხვავდებით სხვებისგან?

– ჩვენ ძირითადად ვმუშაობთ დღესასწაულებზე, იქნება ეს დაბადების დღე, კორპორატიული საღამო თუ ნებისმიერი გასართობი  ღონისძიება. ზაფხულში აქტიურად დავდიოდით  თბილისის ახლო მდებარე აგარაკებზეც. ჩვენი მომსახუება გათვლილია, როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილებისთვის განკუთვნილ დღესასწაულებზე.  მაქსიმალურად ვცდილობთ, გავალამაზოთ მათი დღე და შევუქმნათ უგემრიელესი ნაყინი. „100% ბამბა“ ორი სახის ბამბის ნაყინს ამზადებს: ღია ვარდისფერს და ლიმნისფერს. შაქრის გარდა, პროდუქტის შემადგენლობაში კვებითი საღებავიცაა, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობით, რომელიც ჯანმრთელობისთვის უსაფრთოა.

როგორია კონკურენცია და რამდენად მოთხოვნადია ქართულ ბაზარზე?

– ის რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს -ღონისძიების გაფორმება ბამბის ნაყინით არის ახალი და ნელ-ნელა იკიდებს ფეხს საქართველოში. თუ უცხო ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა მიღებული და ფართოდ  გავრცელებულია სხვადასხვა  სახის წვეულებაზე , ქართულ ბაზარზე სულ უფრო და უფრო იმატებს  მოთხოვნა და დაინტერესებაც დიდია მომხმარებლების მხრიდან.

როგორია ფასები და როგორ შეიძლება მომსახურების შეძენა?

– როგორც აღვნიშნე, ამ ეტაპზე ძირითადი ლოკაცია არ გვაქვს, გვაქვს საათობრივი მომსახურება 1 საათი თბილისის მაშტაბით ღირს 170 ლარი, რაშიც შედის ულიმიტო ბამბის ნაყინი, მომსახურე პერსონალი, ტრანსპორტირება. ყოველი მომდევნო საათის ღირებულება მცირდება. 3 საათით და მეტი დროით მოთხოვნის შემთხვევაში მოქმედებს განსხვავებული ტარიფი, რაც მომხმარებლებს გარკვეულ ფასდაკლებას სთავაზობს.

სამომავლო გეგმების შესახებ რომ მოგვიყვეთ, რა სიახლეებით ხვდებით ზამთრის მოახლოებას

– სამომავლოდ გვსურს ახალი დანადგარის შეძენა, ასევე ვაპირებთ განვათავსოთ სტენდი ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში.  რაც შეეხება ზამთრის სეზონის მოახლოებას, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში, ვაპირებთ სხვადასხვა ღონისძიებაში ჩართვას და ბავშვებისთვის  დღესასწაულის მეტად გალამაზებას და დატკბობას.

მარიამ ლეკიაშვილი

 

Share7Tweet5

ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025

საინტერესო

ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება

ქუთაისი განახლებული ნიკეას ქუჩით ჩქაროსნულ ავტომაგისტრალს დაუკავშირდება

9 years ago

დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის კავკასიის ბუნების ფონდმა 662 500 ევროს მოცულობის გრანტი გამოყო

11 years ago

მეტროში ნაპოვნი მეთევზე

10 years ago
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ACI Europe-ის ხუთეულში მოხვდა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ACI Europe-ის ხუთეულში მოხვდა

10 years ago

ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა
ახალი ამბები

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026
სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა

10/01/2026
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026
  • საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო 10/02/2026
  • სხალთის ეპარქია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს – პატრიარქის ლოცვაკურთხევით ჩატარდება საჯარო ნათლობა 10/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by