• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რუსთავის სიონი – „ბიენალეს“ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
რუსთავის სიონი – „ბიენალეს“ საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

“როდესაც უწმიდესმა ილია II-მ რუსთავის სიონი მოინახულა, ქადაგებაში 4-ჯერ წარმოთქვა: “მე ვნახე საოცრება… მე ვნახე სასწაული…“ “

“თბილისი თაიმსი” ამ საცარი ტაძრის შესახებ გიამბობთ, რომელიც საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

რუსთავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი ცნობილია, როგორც რუსთავის სიონი.  ტაძარი ჩახაზული ჯვრის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, რომელსაც გარშემო გალერეა აკრავს. ეკლესიის სიმაღლე 19 მეტრია. რუსთავის სიონი XI–XII საუკუნეების ქართული ტაძრების ერთგვარ ნაკრებს წარმოადგენს; არქიტექტურულად იგი ნიკორწმინდის, კაცხისა და ბანას ტაძრების შერწყმაა, მისი ჩუქურთმები კი სხვადასხვა ქართული ტაძრების მორთულობებს იმეორებს. ტაძარი გადახურულია ქვის ლორფინებით. აღსანიშნავია, რომ კედლებსა და თაღებში ჩატანებულია სეისმური სარტყლები, რაც შუა საუკუნეებს ქართული არქიტექტურისათვის იყო დამახასიათებელი.

რუსთავის სიონი აგებულია 2000–2011 წლებში. 2011 წლის 28 აგვისტოს  ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე (ტაძარი მიძინების სახელობისაა) პირველი სადღესასწაულო წირვა ჩატარდა.

მშენებლობა 2000 წელს დაიწყო. მშენებლობას ათი წლის განმავლობაში სათავეში ედგა თემურ ბურკიაშვილი. მშენებლებად რუსთავის მცხოვრებლები იყვნენ დასაქმებულნი — 600 ადამიანიდან მხოლოდ 30 შეირჩა. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ტაძარი ძველი ქართული ხუროთმოძღვრული წესების დაცვით უნდა აგებულიყო; ამ მიზნით მშენებელთა გუნდი მთელი საქართველოს მასშტაბით აკვირდებოდა XI, XII და XIII საუკუნეების მართლმადიდებლურ არქიტექტურას.

ტაძარი აგებულია ნიჩბისიდან მოტანილი ქვიშაქვით; ტაძრის მშენებლები აღნიშნავენ, რომ ეს არის ის ქვა, რომლითაც აშენდა სვეტიცხოველი და ანჩისხატი. XII–XIII საუკუნეების ტაძრების მსგავსად ინტერიერი აგურით ამოიყვანეს, რის შემდეგაც კედლები თლილი ქვით მოაპირკეთეს. რუსთავის სიონი გამორჩეულია ბოლო დროის ქართულ ტაძრებს შორის იმმხრივ, რომ მშენებლობისას არ გამოყენებულა თანამედროვე ტექნიკა; სამშენებლო მასალად მხოლოდ ქვაა გამოყენებული, დუღაბი კი ძველი ქართული ტრადიციული წესით დამზადდა და მის შემადგენლობაში კვერცხის გულიც შედის. როგორც ტაძრის არქიტექტორები აცხადებენ, ასეთი ტრადიციული წესით აგებული ტაძარი დროთა განმავლობაში უფრო მყარდება და საუკუნეებს უძლებს. ტრადიციული წესებით საქართველოში ტაძარი რუსთავის სიონამდე რამდენიმე საუკუნეა არ აგებულა.

2012 წელს  რუსთავის სიონმა საერთაშორისო ფესტივალზე „ბიენალე“, გრან-პრი და ოქროს მედალი მიიღო. „ბიენალე“ არის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული ფესტივალი, სადაც მსოფლიო ხელოვნების ნოვაციური ნიმუშების წარდგინება ხდება. 2012 წლის მაისში გაიმართა სოფიის „ბიენალე“, მასში მონაწილეობას იღებდა ევროპისა და აზიის მრავალი სახელმწიფო. აღსანიშნავია, რომ საქართველომ პირველად მიიღო მონაწილეობა „ბიენალეში“ და გაიმარჯვა კიდეც. ნომინაციაში „ტრადიცია და ინოვაცია“ წარდგენილი იყო საკულტო ნაგებობები და მათ შორის რუსთავის სიონის ტაძარი. კონკურსის მთავარი პირობის თანახმად, ნაგებობებს უნდა ჰქონოდათ როგორც ტრადიციული პასაჟები, ასევე ნოვატორული. რუსთავის სიონი ყველა პირობას აკმაყოფილებდა.

„ბიენალე“ ორწლიანი შუალედით ტარდება მრავალ ქვეყანაში. ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანია ვენეციის „ბიენალე“, რომელიც 1895 წელს პირველად გაიხსნა ვენეციის ქალაქის თავის ინიციატივით და 16 ქვეყანა წარადგენდა საკუთარ ნიმუშებს. 1930 წლიდან დაიწყო კინოსა და თეატრის „ბიენალეები“, ხოლო 1975 წლიდან განვითარება ჰპოვა არქიტექტურის ბიენალემ, რომელზეც წარდგენილი იყო რუსთავის სიონის ტაძარი.

ნანუკა მაღლაკელიძე

Share7Tweet5

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026

საინტერესო

საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპის საბჭოს აქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

საქართველოს ხელისუფლებისა და ევროპის საბჭოს აქტიური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება

11 years ago
იაპონიაში მატარებლის მიმოსვლა ერთადერთი მგზავრის – სკოლის მოსწავლე გოგონას გამო არ შეაჩერეს

იაპონიაში მატარებლის მიმოსვლა ერთადერთი მგზავრის – სკოლის მოსწავლე გოგონას გამო არ შეაჩერეს

11 years ago
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა

11 years ago
მამუკა ბახტაძე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება

მამუკა ბახტაძე – საპენსიო ფონდის გარეშე ადეკვატური სოციალური დაცვის უზრუნველყოფა არის წარმოუდგენელი

8 years ago

ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

ახალგორში, სოფელ ციხისძირში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელდება. „ახალგორის რაიონულ...

მეტის ნახვაDetails
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა

08/10/2026
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/09/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა 08/10/2026
  • ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი” 08/10/2026
  • თბილისის ზღვაზე 17 წლის ბიჭი დაიხრჩო – ცნობილი ხდება მისი ვინაობა 08/10/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by