• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, November 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქრისტეშობა – ფანჯარასთან დანთებული სანთელი და შობის ღამეს ახდენილი სასწაულები

4 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ქრისტეშობა  –  ფანჯარასთან დანთებული სანთელი და შობის ღამეს ახდენილი სასწაულები
29
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ვზეიმობთ. პატრიარქის ლოცვა–კურთხევით დამკვიდრდა ტრადიცია – შობის ღამეს სარკმელთან ვანთებთ სანთელს და მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას არა მარტო ჩვენს სახლებში, არამედ ჩვენს გულებში. შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთლებით ეგებებიან მართლმადიდებელი მორწმუნეები ყრმა იესოს, რომლისთვისაც ოცდაერთი საუკუნის წინ  არცერთი სახლი და სასტუმრო არ მოიძებნა, რომელიც შეიფარებდა.

ზამთრის ცივ ღამეში, მაშინ, როცა დავითის ქალაქს ღრმა ძილით ეძინა თივასა და ჩალაში იშვა მაცხოვარი. იმ ღამეს მხოლოდ რამდენიმე მწყემსს არ ეძინა და ანგელოზებმა პირველად სწორედ მათ ახარეს მხსნელის განკაცება.

„ნუ გეშინიათ! მე გახარებთ თქვენ უდიდეს სიხარულზე, რომელიც იქნება ყოველი ადამიანისთვის: რამეთუ დავითის ქალაქში მხსნელი იშვა, რომელიც არის უფალი ქრისტე“.  მათაც ჭეშმარიტი სარწმუნოებით თაყვანი სცეს ახალშობილ ჩვილს.

მათეს სახარება მოგვითხრობს რამდენიმე მოგვის შესახებ, რომლებიც „გაბრწყინებულ ვარსკვლავს“ გაჰყვნენ და აღმოსავლეთიდან იერუსალემში ჩავიდნენ ყრმა იესოსთვის თაყვანის საცემად. მოგვებმა – აღმოსავლელმა ასტროლოგებმა და ბრძენკაცებმა – იესოს ძღვნად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური, შესაბამისად მეფურობის, ღმრთაებრიობისა და ადამიანურობის სიმბოლოები.

ერთ-ერთი ქადაგებისას კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღნიშნა: „დაე, ჩვენც, ანთებული სანთლებით, რწმენით მივეახლოთ ახლადშობილ ყრმას და ოქროს, გუნდრუკისა და მურის ნაცვლად, მივართვათ მონანული, მოსიყვარულე და მადლიერებით სავსე გული, რათა ჩვენშიც იშვას ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი!“.

საინტერესო ფაქტია ისიც, რომ  ყრმა იესოს დაბადებას სამყაროში არაერთი დიადი სასწაული მოჰყვა.  მაცხოვრის დაბადებისთანავე გამოქვაბულში უეცრად პირდაპირ ქვიდან წყარომ ამოხეთქა; მისგან შორს, რომში კი მიწიდან სურნელოვანმა ზეთმა იწყო დენა და მდინარის წყალს შეერია; წარმართული ტაძარი, რომელსაც მარადიულს ეძახდნენ, დაინგრა, მასში მდებარე კერპები დაიმსხვრა, ცაზე კი სამი მზე გამოჩნდა; ესპანეთში იმ ღამეს ცაზე თვალისმომჭრელად მბრწყინავი ღრუბელი გაჩნდა; ისრაელში, მიუხედავად ზამთრისა, ვაზი აყვავდა. ხოლო ყველაზე დიდი სასწაული ანგელოზების გამოცხადება იყო, რომლებიც მწყემსებს გამოეცხადნენ.

სასწაულები შობის ღამის განუყოფელ ნაწილად იქცა. დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ თუ გულწრფელად დაიჯერებ და ისურვებ აუცილებლად ახდება ოცნებები ამ ღამეს. საქართველოში გავრცელებულია საშობაო ლექსი, რომელიც სწორედ ქრისტეშობის სასწაულებზე მოგვითხრობს.

„შობის ღამე დგებაო,
სასწაული ხდებაო,
წმინდა სანთელს ავანთებთ ფანჯრის სარკმელზედაო,
შობის ღამეს მოვიხმობთ
დედა ღვთისმშობელსაო,
სახლი მისი სტუმრობით
მადლით აგვევსებაო,
შობის ღამე დგებაო,
ქრისტე იბადებაო
ყველა სასწაული ხომ
შობის ღამეს ხდებაო!“

საქართველოში საუკუნეების წინ დამკვიდრდა საშობაო ტრადიცია, როცა მწყემსებად გამოწყობილი ჩვენი წინაპარები თითოეული თანასოფლელის კარ–მიდამოს მოივლიდნენ და მომლოდინე მასპინძლებს  ღვთისსადიდებელს – „ალილოს“ უგალობდნენ.

XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში ალილოს ტრადიცია დავიწყებას მიეცა, თუმცა ბოლო წლებში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II_ის ლოცვა-კურთხევით კვლავ აღდგა.  აქედან მოყოლებული ყოველი წლის შობა დღეს, სადღესასწაულო ლიტურგიის დამთავრების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ინაცვლებს ქრისტეშობის მოზეიმეთა სიხარული.  

გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

Share12Tweet7

ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება
ახალი ამბები

სასწაული, რომელიც მამა გაბრიელს უკავშირდება

11/17/2026
შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს
ახალი ამბები

შიო მესამე: მხოლოდ უფლისადმი ერთგულების გზა მიგვიყვანს სასუფევლამდე, გვმართებს ამ გზით სვლა, რომ მომავალშიც ჩვენი ერი და ქვეყანა გაძლიერდეს, გამთლიანდეს

11/16/2026
პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას
ახალი ამბები

პატრიარქი: ჩვენი ეკლესიის დიდ ოჯახს შეემატა კიდევ 710 ახალმონათლული, ნათლისღების მიმღებნი უარყოფენ ცოდვილ ცხოვრებას

11/16/2026
შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და  ტაძრის საძირკველი ეკურთხა
ახალი ამბები

შოვში ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნის ტაძრის მშენებლობა დაიწყო და ტაძრის საძირკველი ეკურთხა

11/11/2026
„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

„ნუ ტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს“ – კათოლიკოს-პატრიარქი შიო III

11/04/2026
ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები
ახალი ამბები

ადგილი, სადაც სასწაულების სჯერათ – ციხისჯვრის მონასტერი და მამა გაბრიელის სარტყლის საოცარი ისტორიები

11/04/2026

საინტერესო

“ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის”

10 years ago

ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრებს 29-30 დეკემბერს დაურიგებენ

11 years ago
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია მოლდოვის პოლიციას ეწვია

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დელეგაცია მოლდოვის პოლიციას ეწვია

12 years ago
ჯონ კერი საქართველოს ეწვევა

ჯონ ქერი კიევში ჩადის

13 years ago

ახალი ამბები

მეხუთე ცხედარი მამაკაცს ეკუთვნის, ადგილობრივების თქმით, მაშველები მცირეწლოვანს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ 3 წლის თაიას და არის – ახალი დეტალები ფონიჭალიდან
ახალი ამბები

მეხუთე ცხედარი მამაკაცს ეკუთვნის, ადგილობრივების თქმით, მაშველები მცირეწლოვანს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ 3 წლის თაიას და არის – ახალი დეტალები ფონიჭალიდან

11/19/2026

ფო­ნი­ჭა­ლა­ში, სა­დაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის დაგ­რო­ვე­ბის შე­დე­გად სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბა მოხ­და, მაშ­ვე­ლებ­მა ნან­გრე­ვე­ბი­დან მე­ხუ­თე პი­რის ცხე­და­რი ამო­იყ­ვა­ნეს. ამ ეტა­პის­თვის მაშ­ვე­ლებ­მა...

მეტის ნახვაDetails
“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა

“მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა

11/19/2026
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

11/19/2026
ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს

ცნობილია იმ მაშველების ვინაობა, რომლებმაც 3 წლის თაია ნანგრევებიდან უვნებელი ამოიყვანეს

11/19/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • მეხუთე ცხედარი მამაკაცს ეკუთვნის, ადგილობრივების თქმით, მაშველები მცირეწლოვანს ეძებენ, რომელიც სავარაუდოდ 3 წლის თაიას და არის – ახალი დეტალები ფონიჭალიდან 11/19/2026
  • “მომსახურება არის სრულიად უფასო, ნებისმიერ აბონენტს შეუძლია ისარგებლოს“ – როგორ უნდა შევამოწმოთ ჩვენს ბინაში არსებული გაზის ქსელი: სპეციალისტის მიმართვა 11/19/2026
  • როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი 11/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by