• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სად მიდის ტურიზმის სფეროდან მიღებული თანხები?

8 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
ქართველების 99%-ი უცხოელ ტურისტებს სიხარულით იღებს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 2,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. დეკემბერში ტურიზმიდან შემოსავლებმა 186 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 33 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია. წლის განმავლობაში ტურიზმიდან ყველაზე მეტი შემოსავალი საქართველომ აგვისტოში მიიღო და ის 395 მლნ დოლარს შეადგენდა. 2016 წელთან შედარებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 584 მლნ დოლარითაა გაზრდილი.

2017 წელს საქართველოს 7,554,936 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით (18.8%) მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

საქართველოში ტურიზმის განვითარების და ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია შიდა და საერთაშორისო ბაზრებზე.

“აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად ადმინისტრაცია ახორციელებს საერთაშორისო და ადგილობრივ მარკეტინგულ და სარეკლამო აქტივობებს მიზნობრივ ბაზრებზე. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციას, ცნობადობის ამაღლებას, კონკრეტული ტურისტული პროდუქტების შეთავაზებას პოტენციური მომხმარებლებისათვის და დამატებითი ვიზიტორების მოზიდვას. ზემოხსენებული მიზნის მისაღწევად, ადმინისტრაცია ყოველწლიურად მონაწილეობს და 2018 წელსაც გეგმავს საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენა–ბაზრობებში მონაწილეობას“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

ტურისტების გაზრდილი მაჩვენებლის  მიუხედავად, ექსპერტების ნაწილი, ამ რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევს, ეკონომიკურ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებების მოსახდენად. „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას კულტურული ტურიზმის ექსპერტი, ნიკა კვარაცხელია აღნიშნავს , რომ მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ტურისტებისა და ვიზიტორების ცნებები.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვიზიტორი მოკლევადიანი ვიზიტით შემოდის ქვეყანაში, ერთი დღით ან უფრო ნაკლებით, ამ კუთხით ის ვერ დახარჯავს თანხებს. შესაბამისად მხოლოდ ტურისტების რაოდენობა ახალი მონაცემების მიხედვით, შეიძლება იყოს მხოლოდ 2 მილიონი და მეტი არაა.“

ნიკა კვარაცხელიას თქმით, ტურისტების რაოდენობა არ არის საკმარისი და ადეკვატური იმ ტურისტული ქვეყნებისა, რომელის ეკონომიკაც ტურიზმზეა დაფუძნებული.

„მართალია ეს წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა კიდევ უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. ამ კუთხით სახელმწიფო და ტურიზმის ორგანიზაციები ბევრს მუშაობენ. თუმცა, ინფრასტრუქტურა, სასტუმროების რაოდენობა, აეროპორტების გამტარუნარიანობა და სასაზღვრო წერტილების არის გაცილებით ნაკლები, ამიტომ ვერ ვიღებთ მეტ ტურისტს.შესაბამისად ეს ყველაფერი თანხებზეც აისახება.“

გაზრდილი თანხების მიუხედავად, ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა არ შეინიშნება.  სად მიდის ტურიზმის სფეროდან მიღებული თანხა, როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამასთან დაკავშირებით კვლევები არ ტარდება.

„თანხების განკარგვაზე პასუხისმგებელი ფინანსთა სამინისტროა. ტურიზმის სფეროში შემოსავლის ყოველწლიური ზრდა კარგია, რადგან  კარგად უნდა აისახებოდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე.თუმცა, სახელმწიფო სად ხარჯავს ამ ფულს, შემოსულ თანხას, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა, ფაქტია ის, რომ სამწუხაროდ, ვერ ხორციელდება შემოსული თანხის მონიტორინგი, მეორე, ნებისმიერი თანხა , რომელიც არის გენერირებული ტურიზმიდან შემოდის ერთიანი საგადასახადო კოდით, აქედან გამომდინარე მთელი თანხა მიდის ფინანსთა სამინისტროში და სწორედ ისინი განკარგავენ, როგორ გამოიყენონ ეს თანხა. რაც შეეხება კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემს თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით, ასეთი კვლევები არ ტარდება, შესაბამისად ამ კუთხით არ გვაქვს მონაცემები“-აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.

მარიამ ლეკიაშვილი

 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In