• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში ?! – იურისტების შეფასებები

8 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში ?! – იურისტების შეფასებები
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

11 მაისს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაცია პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს. 12-13 მაისის აქციების შემდეგ, „თეთრი ხმაურის მოძრაობასა“ და შსს-ს შორის შეხვედრები იმართებოდა.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ერთ-ერთი მოთხოვნა პარლამენტში იმ კანონპროექტის განხილვის გაგრძელება იყო, რომელიც ეროვნულმა პლატფორმამ დაარეგისტრირა (და არა – იუსტიციის სამინისტროს ვერსიის).

27 მაისს „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების რეჟიმი შეწყვიტა, რადგან, როგორც ბექა წიქარიშვილი („თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი) ამბობს, „ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვა არ შეასრულეს“.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პარტიაში ვერ თანხმდებიან რა დროში და რა ფორმით მოხდება ცვლილებები ნარკოპოლიტიკაში.

რა მინუსები აქვს ჩვენი ქვეყნის ნარკოპოლიტიკას და როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა საქართველოში, რას უნდა ითვალისწინებდეს კანონპროექტი? – ამ შეკითხვებით „თბილისი თაიმსმა“ იურისტებს მიმართა.

ლევან ალაფიშვილი, იურისტი : “პოლიტიკა რომ შეაფასო, ამისთვის ის ჩამოყალიბებული უნდა იყოს პოლიტიკის დოკუმენტად. პოლიტიკის შესაფასებლად მხოლოდ სისხლის სამართლის ან სხვა კანონებში მოცემული რეგულაციები არ არის საკმარისი. თუკი სისხლის სამართლის კოდექსში ნარკოდანაშაულის ნორმებზე ვიმსჯელებთ, მოკლედ შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ისინი საკმაოდ მოძველდა და პრაქტიკის ახლებურად წარმართვას აფერხებს. ახალი პოლიტიკა და მის საფუძველზე ახალი საკანონმდებლო ცვლილებები გადაუდებელი აუცილებლობაა.

რეფორმა და ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბება დიდი პასუხუსმგებლობაა, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს. მმართველი პოლიტიკური ძალის გონიერება ის იქნება, რომ პარტიაში კი არ წარმართოს ეს პროცესი, არამედ გაშალოს და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა უზრუნველყოს. ამით საზოგადოებას გადაუნაწილებს პასუხისმგებლობას და თავს დაიზღვევს შეცდომებისაგან. იმის გათვალისწინებით, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალაში კონსენსუსი არ არის არსებით საკითხებზე, არ არსებობს ნარკოპოლიტიკის დოკუმენტის პროექტი ან ხედვა, შესაბამისად, არარსებულის შეფასება და მასზე არსობრივად მსჯელობა შეუძლებელია.”

სულხან სალაძე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე: „ წლებია მიმდინარეობს დისკუსია, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა გადაიხედოს და ახალი პოლიტიკა შემუშავდეს. თუმცა, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ერთისა და იმავე თემების შესახებ გვიწევს მსჯელობა, წრეზე დავდივართ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღებული არ არის. ამ პროცესში სხვადასხვა საკითხი კომპლექსურად უნდა იყოს შეფასებული და გაანალიზებული. ერთი რამ ცხადია – დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც სახელმწიფო დგას. რეალურად, ბევრი თემაა გადასახედი. მათ შორის – რიგი საკითხების გამიჯვნა ერთმანეთისგან. საზოგადოება ამ დრომდე ელოდება გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმას.

არსებული ნარკოპოლიტიკა ვერ უძლებს კრიტიკას და უნდა შეიცვალოს. ვგულისხმობ, სანქციების შემცირებას ან ზოგიერთ შემთხვევაში, გაუქმებას. იმ პირობებში, როდესაც მთავარ გამოწვევებზე ვსაუბრობთ, არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს და შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ, უკვე შეცვლილ პირობებში, რა იქნება ნარკოპოლიტიკის დადებითი და უარყოფითი მხარე, პრაქტიკიდან გამომდინარე.

ხელისუფლებამ მკაფიოდ უნდა გამიჯნოს ერთმანეთისგან ის ნაწილი, რომელიც ეხება ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციასა და მოხმარებას. უნდა გადაიხედოს მათ შორის სასჯელის ზომები. გარდა ამისა, არა მარტო ლიბერალიზაციაზე ან ლეგალიზაციაზე უნდა იყოს მსჯელობა, არამედ საუბარი უნდა იყოს კომპლექსურ პროგრამებზე : ჯანმრთელობის მიმართულებით, კულტურის, სპორტის მიმართულებით, რომელიც, ერთი მხრივ, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს და მეორე მხრივ, ადამიანებს გაუჩენს იმის განცდას, რომ ნარკოტიკების მოხმარების გარდა სხვა უამრავი საშუალებაც არსებობს.“

ნინი მაზიაშვილი

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In