• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, August 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“პატარა ასაკიდანვე გააკაჟეთ ბავშვები. ჩაურთეთ კონდიციონერი, აწუწავეთ წყლით” – ინგა მამუჩიშვილი

8 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი
A A
როდის დგება გლანდების ამოჭრის აუცილებლობა
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზაფხულის სიცხე როგორც დიდებზე, ასევე პატარებზეც ანალოგიურად მოქმედებს. თუმცაღა, საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ოჯახში, სადაც პატარა ბავშვია, კონდიციონერის გამოყენება დაუშვებელია.  „თბილისი თაიმსი“ ამ საკითხით დაინტერესდა. შეესაბამება თუ არა აღნიშნული  სიმართლეს  და, ზოგადად, რა უნდა იცოდნენ პატარების მშობლებმა, პედიატრ ინგა მამუჩიშვილის ინტერვიუდან შეიტყობთ.

შეიძლება თუ არა კონდიციონერის გამოყენება იმ სივრცეში, სადაც პატარები არიან? გამაგრილებელი მოწყობილობა ბავშვის ჯანმრთელობას საფრთხეს ხომ არ უქმნის?

– ბავშვებს ადაპტირების ყველაზე დიდი უნარი აქვს, მათ არსებულ გარემო პირობებთან მარტივად შეგუება შეუძლიათ.  ამიტომაც,  რასაც მივაჩვევთ, იმას მიეჩვევიან, თანაც მარტივად. რაც შეეხება კონდიციონერს- ის, რომ ბავშვისთვის კონდიციონერი მავნეა, მითია. 

 რა ტემპერატურა უნდა იყოს სახლში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვია?

– თუ კონდიციონერის პირობებში არ გცხელათ, ეს ნორმალურია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეგცივდეთ, ასეა ბავშვის შემთხვევაშიც.

ოთახის ტემპერატურა სასურველია 22-24  გრადუსზე შეინარჩუნოთ და თანდათანობით არეგულიროთ.  მაგ:  თუ გარემოს ტემპერატურა 34 გრადუსია, დაიწყეთ რეგულცია 30 გრადუსიდან და მოაკელით 2 გრადუსი თანდათან 24 გრადუსამდე დაყვანამდე. ბავშვი უნდა იმყოფებოდეს 2-3 მეტრში კონდიციონერიდან, არ არის სასურველი ცივი ჰაერი პირდაპირი ნაკადით ხვდებოდეს. მე არ ვარ მომხრე ბავშვს ღამის ძილით ეძინოს კონდიციონერის ოთახში, რადგან საძინებლები პატარაა და ნორმატივების დაცვა ვერ ხერხდება. დაიცავით ტენიანობა ოთახში 50-70%. 3 საათში ერთხელ გამორთეთ და გაანიავეთ ოთახი. ხშირად დაალაგეთ სველი წესით ან შეიძინეთ ოთახის დამატენიანებელი, თვეში ერთხელ გაწმინდეთ კონდიციონერის ფილტრი, ხოლო წელიწადში ერთხელ გამოცვალეთ. ხშირად შეეხეთ ბავშვს მუცელზე და  სხეულის ტემპერატურა გაუკონტროლეთ. თუ პატარას კონდიცირებული ჰაერი არ სიამოვნებს, გამორთეთ. ხომ იცნობთ ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ კონდიციონერი და არ სიამოვნებთ მის გარემოში ყოფნა, ბავშვებიც ასევე არიან. კონდიციონერის მოხმარება ახალშობილიან ოჯახშიც დაშვებულია. თუ  ყველა ჩამოთვლილ ნორმას დაიცავთ, საფრთხის წინაშე არ დადგებით.

ზოგადად, რას ურჩევდით დედებს, რომელთაც პატარა ასაკის ბავშვები ჰყავთ?

– დღეს, ნახევარი დღე, ტყეში,  შვილიშვილთან ერთად გავატარე, სადაც სხვადასხვა კატეგორიის მშობლები და ბავშვები გავიცანი,ზოგი ბავშვი ფეხშველი დატანტალებდა, გირჩებს აგროვებდა, ჭუჭყიან ხელს პირშიც იდებდა, სიგრილეში წელზემოთ გახდილები დარბოდნენ. მეორე ნაწილი ჩათბუნულ-ჩაფუთნული იყო, თითქმის ადგილიდან განძრევის უფლება არ ჰქონდათ, რამეზე ხელის შეხებაზე არ ვსაუბრობ, დედიკოები სველი ხელსაწმენდით და “ჰაი გელით” უწმენდნენ, ხელ-პირს  ხშირად ბანდნენ. მე, რა თქმა უნდა,  პროფესიონალის თვალით ვუყურებდი. ორივე კატეგორიას გავესაუბრე  და დავუსვი კითხვა – თუ, წლის განმავლობაში,  რამდენად ხშირად ავადობდნენ მათი ბავშვები, ასაკი 3-5 წელი.  აღმოჩნდა რომ, ჰიპერაპეკური ბავშვები 2-3 ჯერ უფრო ხშირად ხდებიან ავად, ვიდრე გარემო პირობებთან ადაპტირებულები,ზუსტად ასეთ პასუხს ველოდი.

პატარა ასაკიდანვე გააკაჟეთ ბავშვები. ჩაურთეთ კონდიციონერი, აწუწავეთ წყლით, ჩაუშვით აუზში, გაასინჯეთ ნაყინი და ოთახის ტემპერატურაზე უფრო გრილი წყალი. ნუ შეუშინდებით ბუნებას, დაცვარულ ბალახზე “ატანტალეთ” ფეხშიშველები. ბავშვი თუ ავად გახდა, ნუ შეგეშინდებათ, ის 2-დან 5 წლამდე ხშირად იავადებს, რომ  იმუნიტეტი შეიძინოს.  იმუნიტეტი მუშავდება გაკაჟებით, სწორი და ბალანსირებული კვებით და არა მედიკამენტებით. ეს პროცესები სწორედ ზაფხულში უნდა დაიწყოთ, რომ ზამთარს მომზადებულები შეხვდეთ!

რაც შეეხება ჯანმრთელობისათვის ხელშემწყობ სხვა ფაქტორებს, ესენია: სისუფთავე, ეკოლოგიური გარემო, სათამაშიების, საკვების,სამშენებლო მასალების, საღებავბის, მედიკამენტების კონტროლი. ამ მხრივ, ხელისუფლებას  მაქსიმალურ გააქტიურებას ვთხოვ, რადგან ჯანსაღი გარემოს გარეშე ყველანაირი მცდელობა (თქვენი, ჩემო ძვირფასო მშობლებო, და ჩვენიც) ფუჭია!!!

ნინო ზარიძე

 

 

Share4Tweet2

ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

02/16/2022
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

01/28/2022
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

01/19/2022
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

01/14/2022
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

12/11/2021
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

11/16/2021

საინტერესო

ირაკლი ღარიბაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდა

13 years ago
ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია

ტროტუარებზე პარკირების 50-ზე მეტი ადგილი უკვე გაუქმებულია

12 years ago

ბათუმის ბულვარის კოლონადებთან, „საფესტივალო სოფელი“ გაიხსნება

10 years ago
მიხეილ ჩხენკელი: თბილისში სტუდენტებისთვის 3000-ადგილიანი საცხოვრებელი აშენდება

მიხეილ ჩხენკელი: თბილისში სტუდენტებისთვის 3000-ადგილიანი საცხოვრებელი აშენდება

9 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by