• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 20, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ გაჩერდა პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე თბილისის გალავნის გათხრები?

13 years ago
in ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
8
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

IMG_3912ცოტა ხნის წინ პუშკინის ქუჩაზე სარესტავრაციო სამუშაოების დროს, მნიშვნელოვანი ისტორიული ობიექტი წარმოჩინდა. ეს გახლავთ ძველი თბილისის გალავნის ნაწილი, რომელსაც საკმაოდ დიდი დატვირთვა ჰქონდა თბილისის ისტორიაში. თუმცა კი საზოგადოებაში ამ ფაქტმა დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია. ერთნი ამბობენ, რომ მისი აღმოჩენა არაფერს ნიშნავს და მხოლოდ პრობლემა გამოიწვია იმ მხრივ, რომ აქ ახლა საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივია, და კვლავ გზა უნდა გაკეთდეს, მეორენი კი მის შენარჩუნებასა და დაცვას ითხოვენ.

,,თბილისი თაიმსი” დაინტერესდა ამ მნიშვნელოვანი ძეგლით და თბილისის გალავნის ისტორიულ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე არქეოლოგ მერაბ ძნელაძეს ესაუბრა, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა მიმდინარე გათხრებს და საინტერესო ინტერვიუც შემოგვთავაზა.

ბატონო მერაბ გვესაუბრეთ ძველი თბილისის ახლადაღმოჩენილ გალავანზე, მის დღევანდელ მდგომარეობასა და პრობლემებზე.

ბარათაშვილის ქუჩაზე, რომ გალავანია, თბილისის ცნობილმა არქიტექტორმა ყავლაშვილმა წარმოაჩინა, ეს იყო ძველი თბილისის გალავნის ნაწილი.

პუშკინის ქუჩაზე, რაც გასულ წელს სამშენებლო სამუშაოებისას აღმოჩნდა ეს იყო იმ გალავნის გაგრძელება. ჩვენს მიერ წარმოჩნდა ქალაქ თბილისის დასავლეთი მხარის გალავანი. ესეეგი გაგრძელება იმ ნაწილისა, რაც ბარათაშვილის ქუჩაზე არის. ამ გალავანში, რაც გამოჩნდა არის ძალიან საინტერესო დეტალი, ეგრეთწოდებული ,,დიღმის კარი”. ჩვენ თუ ჩავხედავთ ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილ 1735 წლის ტფილისის რუკას, იქ ვნახავთ სწორედ ამ ,,დიღმის კარს”. ეს არის ქალაქიდან დასავლეთ მხარეს ამოსასვლელი, იგულისხმევა მცხეთის მიმართულებით.  დიღომიც სწორედ ამ გზაზე გვხვდება და დასავლეთიდან მომავალი აღმოსავლეთისკენ შემავალი კარიბჭე. რაც ამ გაწმენდითმა სამუშაოებმა დააფიქსირა. კონკრეტულად რა მოხდა?!

ქალაქ თბილისის მერიამ, პუშკინის ქუჩაზე არსებული სახლების რეკონსტრუქცია დაიწყო, ანუ ჩატარდა გამაგრებითი სამუშაოები. იმ პერიოდში, როდესაც გამაგრებითი სამუშაოები ტარდება აუცილებელია ფუნდამენტის გამაგრება, რადგან ეს შენობები საუკუნეზე უფრო ძველია და აუცილებელია მისი ქვედა ნაწილი იყოს საკმაოდ მყარი. სწორედ ამ პერიოდში გამოჩნდა ის გალავანი (გალავნის ნაწილი) თავისი კოშკებით. დაახლოებით 110 მეტრზე გამოჩნდა 5 კოშკი სხვადასხვა ზომის გოდოლი დაფიქსირდა და რაც მთავარია თბილისის ძველი სახე, ის ქალაქი, რაც რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობამდე არსებობდა, როცა ოკუპაცია მოხდა (1801 წელს). მე იმ დროიდან გესაუბრებით, როცა ეს გალავანი დაინგრა.

1801 წელს საქართველო ოკუპირებულ იქნა რუსეთის მიერ. გაუქმდა სახელმწიფო ხელისუფლება და როგორც გუბერნია რუსეთის იმპერიას შეუერთეს. სწორედ ამ პერიოდში თანდათანობით პირველივე ათწლეულში, რაც კი თბილისში და ზოგადად საქართველოში ციხეები იყო, თითქმის ყველას მოუხსნეს გალავანი, რომ ქართველებს სურვილიც კი არ ჰქონოდათ მათ წინააღმდეგ ბრძოლისა.

თავისთავად გამოითქვა აზრი (მათ შორის ცნობილი სპეციალისტებისგან), რომ რა საჭირო იყო ამის გამოჩენა, გზაც დაპატარავდაო. მაგრამ მსოფლიოში ყველა ეჭიდება თავის წარსულის უმცირეს ნაწილებსაც კი. რაღაც პატარა, ასი წლის წინანდელსაც კი და ჩვენი ქალაქის საკმაოდ მნიშვნელოვანი ძეგლი გამოგვიჩნდა და მისი გაცვლა გზაზე ცოტა უხერხულიც კია, მიუხედავად იმისა, რაც უნდა მხცოვანი და სპეციალისტი არქეოლოგი იყო, თუ მეცნიერ-ისტორიკოსი. სამწუხაროდ შემცირდა გზა, ცალმხრივი გახდა, მაგრამ დიდი ისტორიული ძეგლი გამოჩნდა.

რა მდგომარეობაშია ამჟამად ძეგლი და რატომაა შეჩერებული სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები?

ძეგლი თავისთავად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ერთია მისი გამოჩენა და მეორე მისი შენარჩუნება. საერთოდ, როდესაც ძეგლის არქეოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, თუკი ის მოითხოვს დარჩენას, ანუ შენარჩუნებას აუცილებელია მეორე ეტაპი, მისი გამაგრებითი, სარესტავრაციო, საკონსერვაციო სამუშაოები. აამ გალავანს დღეს აკლია ეს ყოველივე, რაც როგორც ჩანს ამ პოლიტიკურმა პერიპეტიებმა გამოიწვია. გარკვეულწილად, სამწუხაროდ ჯერ ამისთვის ვერ მოიცალეს, თუ არ მოიცალეს სხვა პრობლემაა. ჯერჯერობით, სამწუხაროდ მას ეს აკლია და კარგია თუ საზოგადოება სამუშაოების აღდგენას მოითხოვს, რომ როგორმე დროულად ჩატარდეს სარესტავრაციო საკონსერვაციო სამუშაოები. რადგან ძეგლი მოითხოვს არა მხოლოდ კონსერვაციას, არამედ გარკვეული ნაწილების მოყვანას, ისეთი იერით, რაც მოუხდება თავად ქალაქსაც და ცენტრსაც.

შეიძლება გარკვეული უკმაყოფილების გრძნობაც გაგვიჩნდეს, რადგან ხშირად მშენებლობა ზოგ შემთხვევაში, მითუმეტეს ძველ თბილისში არაა შეთანხმებული იმ სამსახურებთან, რომლებიც აუცილებელია, რომ იყვნენ საქმის კურსში და იყვნენ ამ საქმესთან ერთად. ეს არის გარკვეულწილად უარყოფითი ნაწილი, მაგრამ ის, რომ თბილისის ასეთი კარგი ძეგლი დაფიქსირდა, გამოჩნდა ეს საშურია და კარგია, ვინც არ უნდა თქვას უარყოფითი ამის შესახებ.

რომელ ეპოქას ეკუთვნის ძველი თბილისის გალავნის ეს ნაწილი?

ეს გალავანი, თუკი სიღრმეში ჩავწვდებით, საინტერესოა რა დროინდელია. როგორც ვიცით თბილისის ისტორიიდან, დედაქალაქი მრავალჯერაა დანგრეული და გაცამტვერებული, სამაგიეროდ ყოველთვის დგებოდა ფეხზე ქართველი ერის დამსახურებით. ეს არის დედაქალაქის დასავლეთი მხარე ანუ ,,კალა”. ვახუშტი ბატონიშვილის რუკას თუ შევხედავთ თავად ქალაქია შემოზღუდული თავისი გარეთუბნებიანად. უბნები ამ შემოზღუდული ნაწილის გარეთ იმყოფება, თუმცა ქალაქთან არის დაშორებული ყველაფრით, ცხოვრების წესითა და სხვა.  თბილისი, როგორც ვახუშტი აღნიშნავს სამ ნაწილად იყოფოდა. საკუთრივ ტფილისი, კალა და ისნი (ანუ ისანი, მტკვრის გადაღმა მხარე). რაც შეეხება ტფილისს ეს არის აბანოთუბნის, ანუ ლეღვთახევის ის ნაწილი, რომელიც მდინარე წავკისის წყალს, რომელიც ჩამოუდის (დღეს გვირაბშია მოქცეული) მის მარჯვენა მხარეს, ანუ სადაც დღეს ძველი აბანოთუბანია განთავსებული. ხოლო კალა (ანუ ქალაქი, რომელიც შემოზღუდული იყო მთლიანად გალავნით), რამდენიმე ნაწილად იყოფოდა. ერთი არს დედა ციხე (სარეზიდენციო ადგილი), თავის მხრივ იყოფა მაღლა ციხედ და დაბლა ციხედ. დაახლოებით მეიდანთან ჩამოდიოდა დედა ციხისა და ქალაქის გამყოფი გალავანი. გალავანი მრავალჯერ დანგრეული და აშენებულია დამ ას სხვადასხვა ქრონოლოგიური ფენები, პერიოდები ეტყობა. აქ აღმოჩენილია თამარ მეფის დროინდელი მონეტები, მოჭიქული კერამიკა, სხვადასხვა ფერებიტა და ორნამენტებით შემკული ჯამი და ჭურჭელი. შეიძლება უფრო ადრეულიც ემჩნეოდეს.

რა მდგომარეობაშია დღეს საქართველოში კულტურული მემკვიდრეობა?

კულტურული მემკვიდრეობა ბევრ ცვლილებებს მოითხოვს. ჵპარადოქსულია, მაგრამ საბჭოთა პერიოდში ძეგლები უფრო დაცული იყო ვიდრე დამოუკიდებლობის პერიოდში. დღეს ძეგლებს ნაკლები პატრონობა აქვს. ცვლილებებია გასატარებელი კულტურული მემკვიდრეობის კანონში, არ ვიცი რატომ არ კეთდება. ან არ იციან, ან შეგნებულად არ აკეთებენ. თავის დროზე კახა ბენდუქიძის დროს ისეთი ცვლილებები შევიდა კანონში, რომელიც შეეხო კულტურულ მემკვიდრეობას და ის, რომ ასეთი ცუდი მდგომარეობაა ამ კანონის დამსახურებაა. ამიტომ ხელისუფლებამ და ყველა ორგანომ თავისი საქმე უნდა გააკეთოს, მათ შორის კულტურაშიც და თუ იგივე ხალხი დარჩება ვინც მაშინ აფუჭებდა საქმეს და ახლაც ისინი იქნებიან, საქმეს არ ეშველება. ასე, რომ ცვლილებებია ჩასატარებელი.

ახლადაღმოჩენილ გალავანთან დაკავშირებით კი რამდენიმე მოსაზრება არსებობს, ერთია გზა შემცირდა. შეიძლება დარჩეს როგორცაა, ან ზემოდან ესტაკატა გაკეთდეს, ან ქვემოდან გვირაბი. ჱყველა ეს საკმაოდ რთულ საქმეს მოიცავს, როგორც მატერიალურს ისე ტექნიკურ საკითხებს. ამიტომ ეს მომავალს მივაკუთვნოთ. ამ ეტაპზე კი ჯობს გავამაგროთ, რესტავრაცია კონსერვაციის თვალსაზრისით. ეს კი ისევ და ისევ ქალაქმა და კულტურული მემკვიდრეობის სამსახურებმა უნდა გააკეთონ.

 01.10.13

გიორგი ჩუბინიძე

Tags: რატომ გაჩერდა პუშკინის ქუჩაზე მიმდინარე თბილისის გალავნის გათხრები?
Share3Tweet2

ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“
ახალი ამბები

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე
ახალი ამბები

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026
ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა
ახალი ამბები

ებოლას აფეთქება კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში – ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა

05/19/2026
ავარია ,,ბოლო ზარის” აღნიშვნისას – კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
ახალი ამბები

ავარია ,,ბოლო ზარის” აღნიშვნისას – კახეთში მანქანა, რომლითაც მოსწავლეები გადაადგილდებოდნენ, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

05/19/2026

საინტერესო

საპატრიარქო ფაილებზე: „არასანქცირებული მოსმენითაა შექმნილი, დიდია ალბათობა, ფაბრიკაცია იყოს“

საპატრიარქო ფაილებზე: „არასანქცირებული მოსმენითაა შექმნილი, დიდია ალბათობა, ფაბრიკაცია იყოს“

5 years ago
იერუსალიმის პატრიარქის ტყვეობის ამბავი

იერუსალიმის პატრიარქის ტყვეობის ამბავი

10 years ago
თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თელავში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

1 year ago

ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე 42 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული

13 years ago

ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე
ახალი ამბები

“ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე

05/19/2026

ზურა ყიფ­ში­ძის ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მსა­ხი­ო­ბის ქა­ლიშ­ვი­ლი, ლე­ნუ­კა ყიფ­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "ამ პოსტს დიდი...

Read moreDetails
როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“

05/19/2026
“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს,  ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

“დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა?

05/19/2026
გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

გადამარჩინეთ ორი შვილი მყავსო, ეხვეწებოდა ექიმებს… – რას წერს ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა მამაკაცის მეუღლე

05/19/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • “ჩვენი სახლი აუქციონზე გაიყიდა… მამა ადამიანობას ითხოვდა და არა პრივილეგიებს. ნუთუ ზურა ყიფშიძე არ იმსახურებდა იმას, რომ მისთვის ერთხელ მაინც მოესმინათ? “ – ლენუკა ყიფშიძე 05/19/2026
  • როგორ ეხმაურება ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე 22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებას და რას წერს ბიჭის ბაბუა – “იმ ღამეს 5 ახალგაზრდა იგივე მიზეზით დაიღუპა“ 05/19/2026
  • “დათომ “მეფედრონი“ თუ რაღაც შეიყნოსა, შინ წასულა, დაწოლილა… გული გაუსკდა… ბარიგები ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს, ვისი დედაც ემიგრაციაშია” – რას ჰყვება თბილისში გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა? 05/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by