• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შსს-მ ნარკოტიკული საშუალების უკანონო ბრუნვისთვის 10 თვის განმავლობაში ფონიჭალაში 192 პირი დააკავა

8 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
შსს-მ  ნარკოტიკული  საშუალების უკანონო ბრუნვისთვის 10 თვის განმავლობაში ფონიჭალაში  192 პირი დააკავა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის
დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი
სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული
საშუალების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას. სამინისტროს
თანამშრომლებმა, ბოლო დღეებში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ფაქტები გახსნეს,
განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება
ამოიღეს და არაერთი პირი დააკავეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო
ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს
დაბადებული ზ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას,
სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის
ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიების წინასწარი მონაცემებით ამოღებულია:
6800 აბი „ექსტაზი“, 1 კილოგრამი „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „LშD“ ფირფიტები.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო
ღონისძიებისას შეჩერებულ იქნა ავტომანქანა. მგზავრების პირადი ჩხრეკისას,
ფეხსაცმელების ძირებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 1 კილომდე ნარკოტიკული
ნივთიერება, რომელიც 180 გრამ ჰეროინს შეიცავს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

ასევე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის
თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების
შედეგად, ფონიჭალის დასახლებაში – 3, თბილისში, ვაგზლის მიმდებარე
ტერიტორიაზე კი 1 ნარკორეალიზატორი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული
6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების
ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულებისგან
საკონტროლო შესყიდვები და ფარული ვიდეო-აუდიოჩანაწერები განახორციელეს.
პოლიციამ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას,
ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. მეორე დაკავებულის
პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია ჰეროინი. აღნიშნულ ნარკოტიკულ
საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების
ფაქტებზე მიმდინარეობს.

სამართალდამცველებმა ფონიჭალაში ნარკოდანაშაულისთვის კიდევ 2 პირი დააკავეს
და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. დაკავებულები არიან:
1984 წელს დაბადებული ტ.ი. და 1980 წელს დაბადებული რ.კ.

პოლიციამ, მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 40 შეკვრად
დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და სხვადასხვა ვალუტა ამოიღო.
ასევე, ნივთმტკიცებადაა ამოღებული ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი 4
ავტომობილი.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3
ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის
ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს 192 პირი, მათ შორის, 13 ქალი და 179
მამაკაცი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების შიგნითაც აქტიურად ებრძვის
ნარკოდანაშაულს.

მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის
თანამშრომლების მიერ მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო
შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
პოლიციის 7 თანამშრომელი.

ShareTweet

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი
ახალი ამბები

ქვემო ქართლის პოლიციამ სარეალიზაციოდ გამზადებული 27 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია ორი პირი

05/25/2026
შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა
ახალი ამბები

შსს-მ ლაზარე გრიგორიადისი სიცოცხლის მოსპობის მუქარის ბრალდებით დააკავა

04/24/2026
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს
ახალი ამბები

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – კიდევ ერთი არასრულწლოვანი პატიმრობაში გაუშვეს

03/28/2026
კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს
ახალი ამბები

კახეთში, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, 69 წლის მამაკაცი დააკავეს

03/18/2026
5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა
ახალი ამბები

5 მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მასწავლებელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო – პროკურატურა

03/06/2026

საინტერესო

შსს-მ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა

11 years ago
დავით სერგეენკო დღეს დამსაქმებლებს შეხვდება

დევნილთა სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის 547 ბინა შეისყიდა

7 years ago
სუხიშვილებმა დუბაი დაიპყრეს – დაუსრულებელი აპლოდისმენტები კონცერტზე

სუხიშვილებმა დუბაი დაიპყრეს – დაუსრულებელი აპლოდისმენტები კონცერტზე

6 years ago

პრემიერმინისტრი ხვალ მთავრობაში ცვლილებებს გამოაცხადებს

9 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by