განათლების რეფორმის ფარგლებში ინფრასტრუქტურული მიმართულებით დაგეგმილი პროექტების წარუდგინისას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა სკოლების მხრიდან რიგი ინფრასტრუქტურული საკითხების ადგილზე გადაჭრაზე.
„სკოლების მენეჯმენტმა უნდა იზრუნოს შედარებით მარტივი, მაგრამ მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების ადგილზე გადაჭრაზე. შესაბამისად, ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიქნებით სკოლების დირექტორებთან, რომ ის რისი გაკეთებაც შესაძლებელია, ოპერატიულად, ადგილზევე გადაიჭრას” – განაცხადა მინისტრმა, რომლის თქმით, განათლების რეფორმა საჭიროებს ჯანსაღ გარემოს, რაც განათლების ხარისხის ასამაღლაბლად ერთ-ერთი გადამწყვეტია.






