• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პრემიერ-მინისტრმა სოფელ უდაბნოში 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
პრემიერ-მინისტრმა სოფელ უდაბნოში 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოში 63-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს. ეს ცენტრი კახეთის რეგიონში რიგით მეთორმეტეა.

სოფელ უდაბნოს მოსახლეობას და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა პრემიერ-მინისტრმა, იუსტიციის მინისტრმა და რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა მიულოცეს. ცენტრის პირველი მომხმარებელი უდაბნოს მკვიდრი გოჩა მარტიაშვილი იყო. მან უფასო ელექტრონული მოწმობების აქციის ფარგლებში პირადობის დამადასტურებელი ახალი დოკუმენტი აიღო და ქაღალდის (ლამინირებული) პირადობის მოწმობა თანამედროვე დოკუმენტით შეცვალა.

პირადობის მოწმობების აქცია იუსტიციის მინისტრის ინიციატივით 1 თებერვლიდან მიმდინარეობს. საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახალი პირადობის მოწმობით, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია!

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი უდაბნო საზღვრისპირა სოფელია და რაიონულ ცენტრს 45 კილომეტრითაა დაშორებული. ადგილობრივი მოსახლეობა ახალი საზოგადოებრივი ცენტრის მეშვეობით უმოკლეს დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღებს 200-ზე მეტ კერძო და სახელმწიფო სერვისს.

სოფელ უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრი პატარა სოფლის საჭიროებებზე მორგებული პროექტია, რომელიც თავისი არქიტექტურული ფორმით სხვა საზოგადოებრივი ცენტრებისგან განსხვავდება. პროექტი სპეციალურად იმ დასახლებებისთვის შეიქმნა, რომელთა მოსახლეობა 600 ადამიანს არ აღემატება.

საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ უდაბნოში რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით გადაწყდა. ეს სოფელი საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ მდებარეობს, ეთნიკური უმცირესობებითა და ეკომიგრანტებითაა დასახლებული და ტურისტულად აქტიურ ზონას წარმოადგენს. იგი უშუალოდ სამონასტრო კომპლექს დავითგარეჯას ესაზღვრება.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის სოფლის ტურისტულ პოტენციალს. მობილური ოპერატორის მეშვეობით უზრუნველყოფილი 24-საათიანი კავშირი სამყაროსთან, საბანკო მომსახურება და 24-საათიანი უკაბელო ინტერნეტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოფელ უდაბნოს სტუმრებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

უდაბნოს საზოგადოებრივი ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, მერიისა და გამგეობის ხელმძღვანელები.

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობის პროექტი რეგიონებში 2013 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებით ადგილზე სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. საზოგადოებრივი ცენტრები საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრებში განთავსებულია კერძო კომპანიების − „მაგთიკომის“ და „ლიბერთი ბანკის“ − ფილიალები, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს, ადგილზე აიღონ პენსია.

ცენტრებში ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ინტერნეტის მეშვეობით მათ შეუძლიათ, მიიღონ მათთვის საჭირო და საინტერესო უახლესი ინფორმაცია ამა თუ იმ საკითხზე, რის შესაძლებლობასაც ისინი მანამდე მოკლებულნი იყვნენ.

ბიბლიოთეკაში მოწყობილია გამოფენა სახელწოდებით „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოდოკუმენტური მასალების ასლები, რომლებიც 1918-21 წლების მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ნეტა შემეძლოს სიბერის შეჩერება: ბებია და შვილიშვილი, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანეს

ნეტა შემეძლოს სიბერის შეჩერება: ბებია და შვილიშვილი, რომლებმაც ინტერნეტსივრცე აღაფრთოვანეს

7 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენ ადამ კინსინგერს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი კონგრესმენ ადამ კინსინგერს შეხვდა

12 years ago

დუშეთის მუნიციპალიტეტში 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი გაიხსნა

10 years ago
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელს საწარმოო პროცესი შეუჩერა

7 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by