• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გილოცავ, მე შენ მიყვარხარ

8 years ago
კატეგორია: მკითხველის ბლოგი
A A
გილოცავ, მე შენ მიყვარხარ
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

…”რა უცნაური ლაპარაკი იცი, გრიშა, — პატარაზე გაიბუტა ქალი.
— მიყვარხარ და იმიტომ.

— მართლა?

— აბა, რა, განა ეს საკითხავია? — იო მოდო ლა კაზა.

— რატომ გიყვარვარ? — გაცელქდა ქალი.
— ლამაზი ხარ და იმიტომ.

— და სხვა… სხვა არაფერი?

ჰე, რა ძნელია ხანდახან პასუხის გაცემა… მაგრამ გრიშასათვის — არასოდეს. მაშინვე ჩურჩულით ალაპარაკდა, შესაბამის ატმოსფეროს ჰქმნიდა:

— ამის პასუხი ერთადერთი სიტყვაა, სხვადასხვა ბრუნვაში ორჯერ მოცემული: ადამიანისთვის ადამიანი. და ის თუ იცი, რა არის ადამიანისთვის ადამიანი?

— რა არის… ახლობელია…

— და სხვა არაფერი?

— რა ვიცი… არ ვიცი.

— ახლავე აგიხსნი, — თქვა გრიშამ და მიმოიხედა, — არის ერთი გამოთქმა, რომ ადამიანი ადამიანისათვის მგელია, მაგრამ მე, ამ შემთხვევაში შენი ახლობელი, სულ სხვა თვალსაზრისისა ვარ. და თუ გინდა, რომ აგიხსნა, აბა, თვალები დახუჭე და დინჯად, ნებისყოფიანად დაითვალე ათამდე.

— და უცებ მაკოცებ, არა?

— არა.

— აბა?!

— თუ გაინტერესებს, დათვალე, თუ არადა…

— კარგი, კარგი. თვალები დავხუჭო და ისე?

— ჰო.

— ერთი, ორი, სამი… — დაიწყო ქალმა და ბოლოს განგებ გააგრძელა, — ცხრა-ა, და — ა, აა-ათი… ათი! მითხარი ახლა… გრიშა, სადა ხარ?
ზღვა შრიალებდა მხოლოდ.

— გრიშა! წამოიძახა ქალმა და წამოდგა, — სადა ხარ, გრიშა?
ძალიან ბნელოდა.

— გრიშა! კარგი ახლა, გამოდი, გრიშა! — და ქალი საკუთარმა კივილმა შეაკრთო, გულზე მიიხუტა თითები, თვალები გაუფართოვდა, სახე დაეძაბა, ბნელს მიაშტერდა და შიშმა ჟღარუნით დაუარა სხეულში — იქვე, შორიახლოს, უცნაურად გაფარჩხული კუნძი ეგდო.

— გრიშა! მოდი ჩემთან, გრიგოლ! ხმას აღარ გაგცემ, იცოდე, გრიშა!.. — და ქალმა სილაზე დაჰკრა ფეხი.
გაგიგონიათ?! — ვითომც არაფერი.

„ამ ქალაქგარეთ… ამ ქალაქგარეთ რა მინდოდა, გადაკარგულში, რა ვქნა…“ — გაიფიქრა ქალმა და კუნძს ფრთხილად აუარა, ცდილობდა, არ შეეხედა და განზე იყურებოდა, მაგრამ პატარა ორმოში ჩაუვარდა ფეხი და მუხლზე დაეცა. ამან მთლად არია ქალი, თანაც სიბნელიდან თავად შიში მისჩერებოდა გაყინული, წებოთი ამოვსებული თვალებით, წამოხტა და თვალდახუჭული გაიქცა სილიან ნაპირზე — საკუთარი ფეხის ხმაც კი არ ესმოდა, ვიღაცეები კი გრიალით მისდევდნენ, კაბასა და თმაზე ეტანებოდნენ, სიმწრისაგან თვალდახუჭული, ერთიანად აცახცახებული ქალი კი გარბოდა და უცებ რაღაცას რომ დაეჯახა, შეჰკივლა, სახეზე აიფარა ხელები და ჩაიკეცებოდა, იმ რაღაცას წელზე ხელი რომ არ შემოეხვია და არ ეთქვა:

— ეს მე ვარ, მე.

— გრიშა! წამოიძახა გახარებულმა ქალმა და ჩაეხუტა, — სად იყავი, გრიშა?!

— სად წავიდოდი… შენ, რა, მიგატოვებდი, გეგონა?

— ჰო, ამოისლუკუნა ქალმა და უფრო ჩაეხუტა, რატომ შემაშინე, რატომ შემაშინე, გრიშა?!

— ნუ გეშინია, ნუ ტირი, აბა, შემომხედე… გეყოფა, კარგი, დაწყნარდი და კარგად დამიგდე ყური — აი, ესაა ადამიანისთვის ადამიანი.

— რა ესაა… რას ამბობ?

— აი, სწორედ ესაა ადამიანისთვის ადამიანი, — უთხრა გრიშამ და თავზე გადაუსვა ხელი, — შენ მარტო იყავი, სუსტი და უმწეო, შენ მარტო იყავი ამ წკვარამსა და უკუნეთში, შენს წინ კი უზარმაზარი, გამუქებული ზღვა ავად შრიალებდა, პატარავ, და შეგეშინდა, მარტო იყავი, მარტოკინა, და ამიტომ შეგეშინდა. შენთვის ხომ ღამე იყო, ხომ ღამე იყო ამ ორიოდე წუთის წინ, ახლა კი, ჩემთან რომ ხარ, ჩახუტებული და დაჯერებული, ახლა ხომ დღეა, პატარავ, ხომ დღეა?

— დღეა, გრიშა, დღეა, — ტიროდა ქალი.

— ადამიანი ადამიანისთვის დღეა, — თქვა გრიშამ.”

გურამ დოჩანაშვილი

Share4Tweet2

ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ
ახალი ამბები

“პირველი დაბადების დღე უთქვენოდ… აუტანელია ეს ყველაფერი…“ – ბაღდათში სტიქიის შედეგად დაღუპულ ტყუპ დებს დღეს 15 წელი შეუსრულდებოდათ

04/27/2024
გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში პირველკლასელს ტანსაცმელი გახადეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს
ახალი ამბები

დაპირისპირება პირველკლასელებს შორის | რას ამბობენ ბათუმის სკოლაში მშობლის მიერ გავრცელებულ მძიმე ინფორმაციაზე?

02/27/2024
საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ
ახალი ამბები

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ

11/29/2023
ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა
ახალი ამბები

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

11/10/2023
“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები
ახალი ამბები

“ბავშვს ყოველთვის უნდა ვუთხრათ, რომ გვიყვარს, მაშინაც კი როცა გვაბრაზებს” – ნეიროფსიქოლოგ ნინო მარგველაშვილის რჩევები

10/14/2023
ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი
ახალი ამბები

ნილ არმსტრონგი – სული შემეკრა და ავტირდი

10/16/2023

საინტერესო

მართმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს

მართმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს

12 years ago
ილია მეორე ხვალ სამებაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის

ილია მეორე: მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად

9 years ago

მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა შეეფარდა

12 years ago

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა – ავერსი-გეოფარმი, პსპ და სახალხო აფთიაქი დააჯარიმა

11 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by