• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ანნას ამბავი ანუ როგორ გადალახა მონდომებამ ყველა დაბრკოლება

7 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
ანნას ამბავი ანუ როგორ გადალახა მონდომებამ ყველა დაბრკოლება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

თქვენ გჯერათ რომ ადამიანები ყოვლისშემძლეები ვართ? მე მჯერა, სულ მჯეროდა, ზღაპრების ასაკიდან გამოვედი, მაგრამ მაინც მწამს რომ ადამიანებს ყველაფერი შეგვიძლია თუ მოვინდომებთ. მთები რომ მთებია, ჩვენ მასაც ადვილად გადავდგამთ, მთავარია მონდომება იყოს.

ანნას გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო ზუსტად ვიცი ადამიანების ყოვლისშემძლეობის ამბავი. მერე რა, რომ ანნა ერთი თხელი, ლამაზღიმილიანი ახალგაზრდა გოგონაა, ის მაინც ყოვლისშემძლეა, რადგან ადამიანია და იცის ეს. ხომ მან მთავარი იცის და სულ იცოდა. მეგობარმა გამაცნო, ერთერთ თემაზე სტატიას ვწერდი და ახლაც მახსოვს ის გაკვირვება და სიამოვნება, უფრო ზუსტად, რაც მისი მწყობრი და ძალიან დალაგებული პასუხების წაკითხვის შემდეგ ვიგრძენი. თან ჩემი სეხნიებისადმი განსაკუთრებულ და ცოტა არ იყოს სუბიექტურად მიკერძოეუბულ დამოკიდებულებას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ გასაგები იქნება, რომ ანნათი ნამდვილად აღვფრთოვანდი. მინდა რომ ამ ძალიან საინტერესო გოგონას თქვენც იცნობდეთ.
შორეულ 1981 წელს დაიბადა, არც ისე შორეულ სამეფო ქალაქ მცხეთაში, სამეფო თარიღიც დაემთხვა ამ მოვლენას. 24 იანვარს ანნა ნაზღაიძემ გაახარა ოჯახი, სამეზობლო, საახლობლო და დაბადების მომენტიდანვე იქცა განებივრებულ გოგოდ ბაბუას დარქმეული სახელით.

სტანდარტული ბავშვი იყო, ისეთი როგორიც განებივრებულ და თავხედ ბავშვებს შეეფერება. უსრულებდნენ ყველა სურვილს, მას კი ძალიან ბევრი რამ სურდა, ცეკვაც აინტერესებდა, მუსიკაც, თქვენ წარმოიდგინეთ ტანვარჯიშიც. გარდა ხელოვნების ათობით დარგისა, სპორტის ყველა სახეობის წრეზე იარა, ყველაზე კარგად მაინც მეგობართან ერთად საგურამოში გასტროლები და ხეზე აშენებული სახლები ახსენდება.
მერე იყო სიცივე, შიმშილი, ომი, სისხლი და ბევრი ტკივილი, რომლის გადატანა იმ ავბედით ოთმოცდაათიანებში ყველა ქართველს მოუწია. იმ დროინდელ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში ჩააბარა, სადაც უამრავ პროფესიას დაეუფლა, როგორიცაა მაგალითად ადაპტიური სპორტი, სამკურნალო ფიზკულტურა და რეაბილიტაცია.

დღეს არის ექიმი, მეწარმე ლიდერი არა მაგრამ, ექიმი, ჟურნალისტი და უფლებადამცველი ნამდვილად. შსს აკადემიაში მომავალ პოლიციელებს უკითხავს საგანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის თავისებურებების შესახებ.

2013 წლიდან ეტლით მოსარგებლეა, თუმცა მანამდე იყო საკმაოდ მძიმე დიაგნოზი და დილემა, რომელიც 19 წლის გოგონას წინაშე იდგა. იშვიათი დაავადების კუნთების დისტროფიის გამო დაუხმარებლად გადაადგილება უჭირდა, საბოლოო სამედიცინო დასკვნის შემდეგ ორ გზას შორის- დალოდებოდა სიკვდილს ან ეცხოვრა ცხოვრება, მან არჩევანი მეორეზე შეაჩერა. უკვე წლებია იცის, რომ ცხოვრება უნდა იცხოვრო, საკუთარი ცხოვრება უნდა იცხოვრო, აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს და არასდროს მისცე საშუალება ცხოვრებას გექცეს ბედისწერად.

ანნა ნაზღაიძე „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა გარემოს შეზღუდულობის პრობლემებსა და სამომავლო გეგმებზე.

-უნდა შევეხოთ საკმაოდ რთულ თემას, თუმცა მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენი ისტორია, როგორ გახდით ეტლით მოსარგებლე და როგორ დაძლიეთ ყველა თავდაპირველი დაბრკოლება?

19 წლის ასაკში დამეწყო კუნთების წვა და სახსრების ტკივილი, მოულოდნელად ვეცემოდი, ვეღარ ვაკეთებდი ვარჯიშებს სათანადოდ, მიჭირდა კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა და ჩაკუზული მდგომარეობიდან ფეხზე წამოდგომა, შემეცვალა სიარულის მანერა იმდენად, რომ ოჯახში მეჩხუბებოდნენ ნუ იპრანჭებიო. საბოლოოდ, როდესაც ძალიან გამიჭირდა, დიდი ტკივილების გამო მიმიყვანეს გამოკვლევებზე, დაახლოებით 3 წლიანი არასწორი მკურნალობის შემდეგ დამიდგინეს, რომ მაქვს „კუნთთა პროგრესული დისტროფია“, ანუ „მიოპათია“, ანუ ადამიანურ ენაზე კუნთების მოდუნება. პირველად, როდესაც ეს დიაგნოზი დამისვეს, საფუძვლიანად გამოვიკვლიე ჩემი დაავადება, დავადგინე, რომ იშვიათ დაავადებათა რიგს მიეკუთვნება, რომლის განკურნებაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო იმ დროის მედიცინისათვის და დაავადება დროთა განმავლობაში უფრო მეტად პროგრესირებადი გახდებოდა, რაც საბოლოოდ ყველა კუნთის მოდუნებას და შესაძლოა სავალალო შედეგამდეც მივეყვანე.


მოკლედ ასე განათლებულ-მომზადებულ-დატრენინგებული მივედი ჩემს იმ დროინდელ მკურნალ ექიმთან და დავსვი კითხვა, თუ „რა მეშველებოდა, მქონდა, თუ არა სამომავლოდ განკურნების შანსი“, ექიმმა შემომხედა ამხედ-ჩამხედა გამიღიმა და მიპასუხა, რომ „ჯობია ღმერთს მადლობა შესწირო, რადგან ფეხზე დგახარ და დამოუკიდებლად დადიხარ, შენნაირი პაციენტები ზოგი ცოცხალიც არ არის და გირჩევნია, თუ რამე გაქვს ეხლავე იზრუნო ვის უტოვებ და ანდერძის წერა დაიწყოო“. რა თქმა უნდა, იმ მომენტში, როგორც ადუღებული წყალი გადაგასხან, ისე დამემართა, გამოვტრიალდი და მთელი გზა ტირილით მივედი სახლამდე.
სულ რაღაც 1 თვე დამჭირდა იმის გადასაწყვეტად, მინდოდა დავმჯდარიყავი და მეცადა სიკვდილისთვის, თუ გამეკეთებინა ყველაფერი რის გაკეთებასაც შევძლებდი და მოვასწრებდი. მე , რა თქმა უნდა, მეორე ვარიანტი ვარჩიე და მას შემდეგ უკვე 18 წელი გავიდა. ამ სიტყვების შემდეგ შევძელი და ჩამოვყალიბდი იმად რაც დღეს ვარ, ვისწავლე უამრავი რამ, ვიმუშავე უამრავ სამსახურში, დავკარგე უამრავი მეგობარი (უფრო სწორად მათ აღარ მოინდომეს ჩემთან მეგობრობა ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო), მიმატოვა შეყვარებულმა, 6 წლის სიყვარულის მიუხედავად, ამ ყველაფრის მიუხედავად გავთხოვდი და გავშორდი კიდევაც .
ძალიან დიდი დრო მქონდა იმისათვის, რომ შევგუებოდი ჩემს მომავალ და ახლა უკვე ყოველდღიურ „მეგობარს“ ეტლს. დაბრკოლებების გადალახვას რაც შეეხება, ადამიანი, თუ პოზიტიურად მიუდგები ყველა მოვლენას, მიწაზე მყარად დადგები, კარგად გაიაზრებ რა ჯობია შენთვის და შენი მომავალი ცხოვრებისათვის და არ დაიწყებ უაზრო თვითგვემას, საზოგადოებისათვის თავის შეცოდებას, ოჯახისა და ნათესავებისათვის შენი პრობლემების მოხვევას, დაბრკოლებებსაც უფრო ადვილად გადალახავ. არასოდეს არ იწუწუნო, თუნდაც წუწუნის საფუძველი გქონდეს, რადგან შენს პრობლემას სხვა მაინც ვერ მოაგვარებს, მაინც შენი მოსაგვარებელია, ხოლო საზოგადოებისათვის გახდები ერთი უბრალო წუწუნა და მოსაბეზრებელი „ტიპი“, რომელთან ურთიერთობის სურვილი არავის აღარ ექნება.

-ხართ მოცეკვავე,სპორტსმენი. ეტლს არ შეუშლია თქვენთვის ხელი, რომ გაგეგრძელებინათ საყვარელი საქმიანობა. რა გახდა თქვენი მოტივატორი, ძალა და ინსპირაცია, რამაც ამ რთული გზის წარმატებით დაძლევა შეგაძლებინათ?

სამწუხაროდ, უკვე ყოფილი მოცეკვავე ვარ და ძალიან იშვიათად, თუ ვიცეკვებ, ისიც მეგობრების თხოვნით . ჩემი ყოფილი პარამოცეკვაობა, კი განაპირობა საცეკვაო ეტლის და მეწყვილის არ არსებობამ. დღეს, მხოლოდ ჩემი სამსახურის საქმეებით ვარ დაკავებული, რომელიც უზომოდ მაბედნიერებს, რადგან ვაკეთებ ზუსტად იმას, რისი კეთებაც მსიამოვნებს.

რაც შეეხება მოტივაციას,ინსპირაციას და ა.შ. ვარ უზომოდ მიზანდასახული, შრომისმოყვარე და ჯიუტი და მიყვარს მუდმივად სიახლეების ძიება, ზოგჯერ ადამიანებისათვის რაღაცების მტკიცებაც მომწონს, რომ მე ეს შემიძლია და ძალიან ბევრჯერ ისეთი რამისათვის მომიკიდებია ხელი, რაზე ფიქრსაც სხვები ოცნებაშიც ვერ ბედავენ, მაგალითად მიფრენია პარაპმანით, მიჯომარდია, მიფრენია ზიპლაინით და ეს ყველაფერი გამიკეთებია ეტლით მოსარგებლეობის პერიოდში. ვფიქრობ ადამიანს, როდესაც ცხოვრების სურვილი და მიზანი აქვს არ სჭირდება ზედმეტი ინსპირაციები და მოტივატორები, ეს უბრალოდ თავისთავად, დაუგეგმავად ხდება, ისე, რომ ვერც კი, აცნობიერებ როგორ ხდება ეს ყველაფერი შენს ცხოვრებაში და როდესაც, უკან მომიხედია ხშირად მეც გამკვირვებია ჩემი ნამოქმედარის.

-არსებული სტერეოტიპები და კლიშეები, რას ფიქრობთ, როგორაა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა და ნელნელა თუ გვაქვს უკეთესობა და პროგრესი აზროვნებასა და დამოკიდებულებებში?

დიდი სიამოვნებით ვიტყოდი, რომ გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანთა 80% ისევ სტერეოტიპული მიდგომებით ცხოვრობს, არ იციან ელემენტარული ტერმინოლოგია და დღესაც კი, 21-ე საუკუნეში საკუთარ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრებს მალავენ. მოკლედ ძალიან ბევრია სამუშაო, როგორც საკანონმდებლო სისტემაში, ასევე უბრალო საზოგადოებაში და აბსოლუტურად ყველა სფეროში, სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, უდიდესი ძალისხმევაა საჭირო, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც საჭიროა. ისე არ მინდა გამომივიდეს, რომ არაფერი არ კეთდება, კეთდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება.

-აქტიურად ხართ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბევრ საქმეს ემსახურებით, ენთუზიაზმით, წარმატებით, მონდომებით, რაც მთავარია ხალისით. თუმცა ალბათ ჩვენი გარემოს შეზღუდულობიდან გამომდინარე ბევრი სურვილის შესრულებასა და რეალიზებაში გეშლებათ ხელი. გვიამბეთ, რომელიმე ასეთ გატაცებაზე, რომელიც გინდათ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ აიხდინეთ.

კი, რა თქმა უნდა, როგორც ყველას, მეც მაქვს ოცნება, უზომოდ მინდა რაჭის, სვანეთის, ფშავ-ხევსურეთის და მაღალმთიანი აჭარის მონახულება, ამის შემდეგ საქართველოს ყველა ღირსშესანიშნაობას ვნახავდი, სადაც აქამდე ვერ შევძელი მისვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მიწყობს გარემო ხელს, იმედი მაქვს ოდესღაც ეს ოცნება ამისრულდება. სხვა ყველა ოცნებას მეტ-ნაკლებად თანდათანობით ვისრულებ.

-წარმატებული ქალის საიდუმლო გაგვიმხილეთ. შემდგარი, პროფესიონალი პლუს ოჯახი მეგობრები და დასვენება. ერთერთ ინტერვიუში თქვით, რომ ამის კომბინირებას ახერხებთ, გაგვიმხილეთ ამის მიღწევა როგორა შესაძლებელი.

არ ვიცი, როგორ მივაღწიე წარმატებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ უმთავრესი მაინც შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, საქმეზე ორიენტაციის უნარი, საქმის სიყვარული, კომუნიკაბურობა და იმ საქმის სიყვარულია რასაც ხელს მოკიდებ. როგორ ვახერხებ მეგობრების, სამსახურის და ოჯახის შეთავსებას ამაზე პასუხიც შემიძლია გითხრათ, რომ ყველაზე მთავარი მაინც სიყვარულით გაკეთებული საქმე და ადამიანების სიყვარულია, არ ვიცი როგორ, რაიმე განსაკუთრებული საიდუმლო არ მაქვს, უბრალოდ ვანაწილებ ისე დროს, რომ ყველაფერი მოვახერხო, ესეც თავისთავად ხდება.

-სამომავლო გეგმები, რას აპირებთ და რა ჩანაფიქრები გაქვთ?

სამომავლოდ ამ ეტაპზე ჩემი ყველაზე გრანდიოზულ გეგმად შემიძლია დავასახელო ჩემი დოქტორატურაში სწავლის გაგრძელება და სამსახურთან დაკავშირებული პატარ-პატარა პროექტები. ასევე მაქვს სატელევიზიო პროექტი, რომლის განხორციელებაზე დიდი ხანია ვოცნებობ, მაგრამ სპონსორის არ ყოლის გამო ვერ ვაკეთებ და იმედს ვიტოვებ ამ წელში მაინც, ვიპოვი ვინმეს 🙂

ავტორი: ანა ურუშაძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In