• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Fitch-ის საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მამუკა ბახტაძე – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი გამარჯვება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ყველას გილოცავთ! საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სარეიტინგო პოზიცია გააუმჯობესა. ეს არის უზარმაზარი წარმატება და მეტიც – დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა ფართო რეგიონში, რომელიც Fitch-ის რეიტინგში დაწინაურდა-ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

რას ნიშნავს საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება?! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ეკონომიკა არის უფრო კონკურენტუნარიანი, ჩვენ შევძლებთ მეტი ინვესტიციის მოზიდვას, მეტი სამუშაო ადგილის შექმნას. ეს ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკაში უკვე გვაქვს ნაკლები რისკები, რაც აისახება იმაზე, რომ საპროცენტო განაკვეთები კრედიტებზე კიდევ უფრო შემცირდება. ეს არის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ახორციელებს სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას.

რეიტინგში წინსვლა კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ზოგადად ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და რაც ყველაზე მთავარია, პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევის – სიღარიბის დაძლევაზე.

რა არგუმენტები არსებობდა იმისთვის, რომ Fitch-მა მიიღო ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება?! ჩვენ შევძელით და შევამცირეთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ჩვენი ეკონომიკის ისტორიული პრობლემაა ის, რომ საქართველო გახდა იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. ჩვენ შევძელით და ეს ძალიან მძიმე მოცემულობა შევცვალეთ, რაც ნიშნავს იმას, რომ მყარად და სწორად ვდგავართ იმ გზაზე, რომელიც დაგვეხმარება, ეს დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ. სწორედ ეს დეფიციტი გახლავთ საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო.

ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი, რატომაც Fitch-მა ეს გადაწყვეტილება მიიღო, გახლავთ ის, რომ შარშან, წლის მეორე ნახევარში, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონმა გადაიტანა ძალიან მძიმე ეკონომიკური პერიოდი, ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს ეკონომიკა გავხადეთ უფრო მდგრადი და მედეგი გარე შოკების მიმართ.

ეს განპირობებულია ჩვენს მიერ გატარებული სწორი პოლიტიკით და აქ პირველ რიგში უნდა აღვნიშნო ლარიზაციის სტრატეგია. რეიტინგის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მიმზიდველი ბიზნესგარემო და სახელმწიფოს სწორი მიდგომები. ასევე ის, რომ საქართველო მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში მე-6 ადგილზეა და ჩვენ მოწინავე რეფორმატორი ქვეყანა ვართ.

ჩვენი ეკონომიკის სიმტკიცეს განაპირობებს ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რასაც ზურგს უმაგრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის ზედმიწევნით შესრულება.

Fitch-მა ასევე პოზიტიურად შეაფასა ჩვენს საფინანსო სექტორში არსებული მდგომარეობა, რაც ხელს უწყობს საბანკო ლიკვიდობის, აქტივების ხარისხის და სხვა მაჩვენებლების ზრდას. ამ მხრივ აღსანიშნავია ეროვნული ბანკის სწორი პოლიტიკა, რაც რეიტინგში დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა. რეიტინგის სენსიტიურობის ანალიზის მიხედვით, ყველა ის რეფორმა თუ ინიციატივა, რომელსაც ვატარებთ ჩვენს ეკონომიკაში და რომელიც მიმართულია ფისკალურ და მაკროეკონიმიკურ სტაბილურობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს რეიტინგის შემდგომ გაუმჯობესებაზე.

Fitch-ის რეიტინგის მიხედვით ასევე ძალიან დადებითად არის შეფასებული საპენსიო რეფორმა – საპენსიო ფონდის შექმნა, რომელიც მომავალშიც ხელს შეუწყობს დეფიციტის შემცირებას და გააჯანსაღებს პროცესს.

Fitch-ის შეფასება და საკრედიტო რეიტინგში დაწინაურება გახლავთ ყველაზე ნათელი პასუხი ხშირ შემთხვევაში შეიძლება უცოდინრობით გამოწვეულ, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკური პოპულიზმით ნაკარნახევ კრიტიკაზე. საქართველოს მთავრობა ახორციელებს ფუნდამენტურ რეფორმებს, რომლებიც ჩვენს ეკონომიკას უფრო კონკურენტუნარიანს ხდის და ეს არის კონკრეტული ფაქტი.

ამასთან ერთად, პირადად ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, მივაღწიოთ წარმატებას ჩვენს მთავარ სტრატეგიაში და საქართველო ვაქციოთ რეგიონულ ეკონომიკურ ცენტრად. დღევანდელი დღის მოცემულობით, სწორედ საქართველოა ის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საკრედიტო რეიტინგი აუწიეს. საკრედიტო რეიტინგი საქართველოს გაუუმჯობესეს იმ მთავარი არგუმენტის ფონზე, რომ შარშან სწორედ საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა ყველაზე მდგრადი დამოკიდებულება საგარეო პრობლემებისა და შოკების მიმართ.

საქართველოს დაწინაურება გავლენიან საერთაშორისო რეიტინგებში უკვე ტენდენციადაც იქცა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ჩვენი მაქსიმუმი. ჩვენ მხოლოდ ორი ნაბიჯი გვრჩება, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყოფითი პრობლემების ერთხელ და სამუდამოდ გადალახვაში დაგვეხმარება. მაგრამ რაც მთავარია, ეს ყველაფერი უნდა აისახოს მოსახლეობის ცხოვრების დონეზე და რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენთვის სიღარიბე სამწუხაროდ ჯერ კიდევ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად რჩება და არც ერთი რეიტინგი არაფერს ნიშნავს, თუ ეკონომიკური წინსვლა არ იქნა ყველასთვის ხელშესახები და ჩვენს მოსახლეობაზე ორიენტირებული. ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ინკლუზიურ ზრდას და კმაყოფილები ვიქნებით მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონეზე აისახება და წინსვლა ყველასთვის ხელშესახები იქნება.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენი გუნდის ყველა წევრს, ვინაიდან თითოეულმა მათგანმა მართლაც ტიტანური შრომა გასწია იმისთვის, რომ საქართველოს ამ წარმატებისთვის მიეღწია. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ!

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

განათლების სამინისტრო მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას მოუწოდებს

11 years ago
გიორგი გაფრინდაშვილი: “კანდიდატურის მოხსნას, არ ვაპირებ”

“უკან ვიხევ მხოლოდ უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე”

11 years ago
სეზონზე მთის კურორტები მკაცრი რეგულაციებით იხელმძღვანელებს

სეზონზე მთის კურორტები მკაცრი რეგულაციებით იხელმძღვანელებს

6 years ago

7 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირთა ასოცირების შეთანხმებას ირაკლი ღარიბაშვილი მოაწერს ხელს

12 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by