• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

სათხეს სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება

7 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
სათხეს სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება
7
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

სათხეს სამონასტრო კომპლექსის ქვის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდება. V-X საუკუნეების უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლის დაზიანებების ხარისხისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ტაძრის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM – The International Centre for the Study of the Preservation and Restoration of Cultural Property) ექსპერთა ჯგუფის რეკომენდაციებს დაექვემდებარება. სათხის მონასტრის სარესტავრაციო მეთოდოლოგიისა და საკონსერვაციო სტრატეგიის შემუშავებას პროექტის მთელი მიმდინარეობისას იკრომის მიერ აღიარებული ექსპერტი სტეფანო ვოლტა უზრუნველყოფს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მას სხვადასხვა სირთულისა და მნიშვნელობის ძეგლებზე (მათ შორის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ ძეგლებზე) საკონსერვაციო/სარესტავრაციო პროექტების მომზადებისა და წარმართვის დიდი გამოცდილება აქვს. მონასტრის რეაბილიტაციის მე-2 ეტაპი, რომელიც 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყება, არქიტექტორულ-არქეოლოგიური ანაზომების შესაბამისობაში მოყვანას, ახლადაღმოჩენილი მასალის დამუშავებას და კონსტრუქციული გადაწყვეტის პროექტის მომზადებას დაეთმობა. მიმდინარე წელს გათვალისწინებული სამუშაოების მსვლელობისას გამაგრდება ძეგლის კონსტრუქციული წყობები და შემდგომი სარესტავრაციო ჩარევებისათვის მომზადდება მისი სტრუქტურული სეგმენტები. 2019 წელსვე დაიწყება ქვის საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპიც. დასრულდება კედლის მხატვრობის დროებითი გამაგრების მე-2 ფაზა. სათხეს რეაბილიტაციის პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელებულ სამუშაოებს უცხოელ ექსპერტთან ერთად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, კომპანია „არ-ემ-ჯის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე ლიპარტია, ბოლნისის ეპარქიისა და საზოგადოებრივი გაერთიანება “საყდრისის კომიტეტის” წარმომადგენლები მოინახულებენ. 

დაბა კაზრეთთან მდებარე სათხეს სამონასტრო კომპლექსის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „საყდრისის კომიტეტის“ წევრების ერთობლივი ინიციატვით, სააგენტოს ორგანიზებითა და კომპანია „RMG“-ს დაფინანსებით უკვე მე-2 წელია მიმდინარეობს. სარესტავრაციო პროცესი ოთხ წელზეა გათვლილი, რომლის განმავლობაში კომპანია „არემჯი“ 480 000 ლარს გამოყოფს. პროექტი საქართველოს საპატრიარქოს 4 ეპარქიას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კომპანია „RMG“-ს შორის 2017 წელს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება, რომელიც სათხეს სამონასტრო კომპლექსთან ერთად, ეროვნული კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის 7 უძრავი ძეგლის რეაბილიტაციის 4 წლიან პროგრამას მოიცავს და მილიონ 700 ათასი ლარის გამოყოფას გულისხმობს. სარეაბილიტაციო პროცესის საწყის ეტაპზე გასუფთავდა ტაძართან მიმავალი გზის მონაკვეთი და მოეწყო დროებითი სამშენებლო-ინფრასტრუქტურელი ნაგებობები. ავთენტური ქვების მოძიების მიზნით, ტაძრის გარე და შიდა პერიმეტრზე არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ მოიხსნა მიწაყრილის 60- 130 სმ სიმაღლის ფენა. პროექტირების ეტაპზე მარკირებული 200 ზე მეტი ავთენტური ქვა დასაწყობდა. ახალადაღმოჩენილი ქვები კი აზომვებისა და ფოტოფიქსაციის შედეგად იდენტიფიცირდა და სარესტავრაციო გეგმაზე აისახა. ტაძარი სრულად გაიწმინდა ხე-მცენარეებისაგან და სათანადო მეთოდით დამუშავდა. დროებით კონსერვირდა კედლის მხატვრობის დღემდე შემორჩენილი ფრაგმენტები. სათხის სამონასტრო კომპლექსზე დაწყებულ სარეაბილიტაციო სამუსაოებს კომპანია „ბაგინეთი +“ ახორციელებს. * კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) ექსპერტი სტეფანო ვოლტა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე 2010 წლიდან მუშაობს და კონულტაციას უწევს ქართველ სპეციალისტებს შემდეგ ძეგლებზე: გელათის მონასტერი (მსოფლიო მეკვიდრეობის ძეგლი), ატენის სიონი, მეტეხის ტაძარი, ანჩისხატი, მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი (მსოფლიო მემკვიდროების ძეგლი), ნიკორწმინდა. * სათხის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქვემო ქართლში დაბა კაზრეთიდან 4 კმ ში. ეკლესიის ირგვლივ მრავლად განირჩევა მშრალი წყობის ნამოსახლარების ნაშთები. ტაძარი წარმოადგენს ადგილობრივი ტუფის თლილი კვადრებით ნაგებ დარბაზული ტიპის ეკლესიას რომელიც მრავალშრიანია და მშენებლობისა და ხუროთმოძრვრულ-სივრცობრივი გადაწყვეტის სხვადასხვა ეტაპს ასახავს. ქრონოლოგიურად ტაძრის ჩრდილოეთი მინაშენი განეკუთვნება V-VI სს., რომლის კედლებში უხვადაა ჩართული და გამოყენებული იმავე პერიოდის ფერადოვანი ქვის სტელები. მთავარი, ცენტრალური ტაძარი X ს-ისაა. ტაძარი გამორჩეულია ორნამენტული პლასტიკით მორთული სარკმელებითა და მრავალფეროვანი ეპიგრაფიკული წარწერებით. სათხის ეკლესიის მდიდარი ჩუქურთმით შემკული ცნობილი კანკელი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

Tags: სათხეს მონასტერი
Share3Tweet2

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

HBO საქართველოში Game of Thrones-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

HBO საქართველოში Game of Thrones-ის სახელწოდებით ვისკის აპატენტებს

7 years ago
“სამწუხაროდ, ჩემი ძმა ქართველის ხელით დაიღუპა… გიგის სახლში მიუვარდნენ და იყო სროლები” – რას ჰყვება ძმა უკრაინაში, საეჭვო ვითარებაში დაღუპულ ქართველზე

“სამწუხაროდ, ჩემი ძმა ქართველის ხელით დაიღუპა… გიგის სახლში მიუვარდნენ და იყო სროლები” – რას ჰყვება ძმა უკრაინაში, საეჭვო ვითარებაში დაღუპულ ქართველზე

1 year ago
ახალ წელს თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება

ახალ წელს თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება

11 years ago
სვანეთში ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

სვანეთში ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

9 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by