• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, August 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

გამოცემა Le Poin-მა ბიძინა ივანიშვილს ამოუცნობი ადამიანი უწოდა

13 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები, პოლიტიკა
A A
გამოცემა Le Poin-მა ბიძინა ივანიშვილს ამოუცნობი ადამიანი უწოდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველო რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს ანახლებს, – ამ სათაურით აქვეყნებს ფრანგული გამოცემა Le Point ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, 57 წლის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის მონაცემებით მსოფლიოში რიგით 153-ე მილიარდერია, ამოუცნობი ადამიანია.

“მას საფრანგეთის პასპორტი აქვს და კარგად ფლობს მოლიერის ენასაც, თუმცა არ საუბრობს ფრანგულად. მანვე ინტერვიუს ჩაწერის სურვილი ქართულად გამოთქვა, რომელიც შემდეგ მისმა თანაშემწემ ინგლისურად გვითარგმნა”, – აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუ ურეკში შედგა, სადაც მასპინძელი ჯინსებსა და სპორტულ მაისურში გამოწყობილი შეხვდა ჟურნალისტებს, მის უდიდეს მამულში კი, ტბასთან ახლოს ფლამინგოები დასეირნობდნენ.

ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რუსეთთან ურთიერთობები თანდათანობით ლაგდება. ამის დასტურია ის, რომ გაუქმდა ქართული მინერალური წყლებისა და ღვინის ემბარგო რუსულ ბაზარზე. მისივე თქმით, გაორმაგდა საქართველოში შემოსულ რუს ტურისტთა რიცხვიც.

“საქართველო პატარა და ღარიბი ქვეყანაა. ჩვენი პრიორიტეტები, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემასთან ერთად, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სფეროა. 2006 წელს რუსეთმა ჩვენი ქვეყნიდან ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტი დაბლოკა. თუმცა, წელს მათ ეს აკრძალვა გააუქმეს და “ბორჯომი” და ქართული ღვინის 90 სახეობა რუსულ ბაზარზე დააბრუნეს. გარდა ამისა, წელსვე გაორმაგდა რუსეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა. 2013 წლის პირველ კვარტალში მათმა რიცხვმა 260 ათასი შეადგინა”,- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ფრანგულ Le Point-თან საუბრისას.

რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანგულ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, მართალია, რუსეთს კვლავაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, თუმცა საქართველო ამ პრობლემის ომის გზით მოგვარებას არ გეგმავს.

“საქართველო პატარა ქვეყანაა, რომელსაც აქვს რეგიონული ამბიციები, როგორც ამას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება. რაც შეეხება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ისინი ჩვენი ძმები არიან და საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების სურვილი მაშინ გაუჩნდებათ, როდესაც ჩვენი ქვეყანა მეტად მიმზიდველი და აყვავებული გახდება”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ფრანგულ გამოცემასთან ექსკლუზიური ინტერვიუს დროს აღნიშნა, მიუხედავად მოსკოვთან ურთიერთობების დალაგებისა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, რომელიც 2008 წლიდან არის შეწყვეტილი, არც ისე მარტივი იქნება.

“მოსკოვთან დაახლოებას კვლავაც ბევრი დრო და მუშაობა სჭირდება. ამ ურთიერთობის საბოლოოდ დალაგებას კიდევ დაახლოებით 5-7 წელი დასჭირდება. მე თვითონ ვმუშაობდი რამდენიმე წლის განმავლობაში და ვერ ვიტყვი, რომ რუსებს კარგად ვიცნობ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტზე პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც თავის არიდებს ამ პასუხისმგებლობას.

“სააკაშვილმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა დასავლეთში რეფორმატორისა და დემოკრატის იმიჯი შეექმნა, მაგრამ ამის პარალელურად, საქართველოს ციხეები სავსე იყო პატიმრებით. სააკაშვილი აგრძელებს იმის მტკიცებას, რომ რუსეთთან 2008 წლის ომზე პასუხისმგებლობა მას არ აკისრია”, – დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

17.09.13

Tags: გამოცემა Le Poin-მა ბიძინა ივანიშვილს ამოუცნობი ადამიანი უწოდა
ShareTweet

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა
ახალი ამბები

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი
ახალი ამბები

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა
ახალი ამბები

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026
ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად – ტარიელ კაკაბაძე

08/12/2026
ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა
ახალი ამბები

ახალგორში, ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა და მე-5 შვილი გააჩინა

08/10/2026

საინტერესო

ვინ და რატომ გასცემს დევნილებისთვის უპროცენტო სესხებს?!

13 years ago

ირანში სახელმწიფო, ბუნებრივი მშობიარობის წახალისების მიზნით, ხარჯებს თავის თავზე იღებს

10 years ago
ექსპლუატაციაში მიღების გარეშე შენობა-ნაგებობაში შესახლება დაუშვებელი იქნება

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება

7 years ago
ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა

6 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by