19 საათის წინ
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტმა კანონპროექტი დაამტკიცა, რომელშიც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევის პირობებზეა საუბარი
19 საათის წინ
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
19 საათის წინ
11 წლის გოგონამ ბავშვებისთვის 500 საბანი და 1100 პირბადე შეკერა
19 საათის წინ
სოფო კილაძე – საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არის უმაღლეს ნიშნულზე, რაც გვქონია ბოლო წლების განმავლობაში
19 საათის წინ
საქართველოს პროკურატურა – ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის „თეატრალურ დარბაზში” თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა.

ახლადშექმნილმა ორკესტრმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილია, ხოლო დირექტორი – კომპოზიტორი და პროდიუსერი მიხეილ მდინარაძე, საზოგადოებას საკმაოდ რთული პროგრამა წარუდგინა. კონცერტზე ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები შესრულდა.

ღონისძიებას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი დაესწრნენ.

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 15-დან 28-წლამდე ასაკის მუსიკოსებს აერთიანებს, მუნიციპალური დაფინანსებით შეიქმნა.

ორკესტრი მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში კონცერტებს პერმანენტულად გამართავს, რა დროსაც კლასიკურ მუსიკასთან ერთად, არაერთ საინტერესო და ექსპერიმენტულ პროექტს წარადგენს.

Please follow and like us: