• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, November 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მფრინავმა კატერინე ქვლივიძემ თავდაცვის სამინისტრო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და მათთან კონტრაქტი შეწყვიტა

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მფრინავმა კატერინე ქვლივიძემ თავდაცვის სამინისტრო დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და მათთან კონტრაქტი შეწყვიტა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით,  სამხედრო მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე იძულებული გახდა, შეეწყვიტა კონტრაქტი და დაეტოვებინა თავდაცვის სამინისტრო. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სამინისტრომ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და ყოფილი თანამშრომლისთვის ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ეკატერინე ქვლივიძის მხრიდან კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზს თავდაცვის სამინისტროში შექმნილი მძიმე მდგომარეობა წარმოადგენდა. მფრინავი ქალი აცხადებს, რომ ხელმძღვანელები მას ავიწროებდნენ და არ აძლევდნენ სრულყოფილი საქმიანობის შესაძლებლობას.

ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში მფრინავად მსახურობდა 2007 წლიდან, 11 წელზე მეტი ვადით. 2008 წელს შესრულებული სამსახური ჩათვლილი აქვს  ნამსახურეობის 3 წლად. სამხედრო სამსახურში ყოფნისას კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, რისთვისაც არაერთხელ გამოუცხადეს მადლობა. 2017 წელს მიღებული აქვს II ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის.

„ეკატერინე ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2017  წლის 30 მაისს დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 9 თებერვლამდე ეკატერინე ქვლივიძე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გადიოდა ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებს. საქართველოში დაბრუნებისას გაირკვა, რომ ეკატერინე ქვლივიძე გადაყვანილია წოდებრივად და თანამდებობრივად უფრო დაბალ შტატზე. ასევე, აღმოჩნდა, რომ ქალი მფრინავი აღარ იყო გათვალისწინებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული ესკადრილიის 2018 წლის საბრძოლო მომზადების გეგმაში. ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიზეზად ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ ქალ მფრინავზე რესურსის დახარჯვას აზრი არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოხვდა საბრძოლო მომზადების გეგმაში და  არც მომავალ წელს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ გეგმაში გაითვალისწინებდნენ,” – ამბობენ ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრში. 

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეკატერინე ქვლივიძის დაბრუნების შემდეგ  თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალი მფრინავი გადასულიყო  ქვეით ჯარში, რაზეც ქვლივიძემ გამოთქვა პროტესტი, რადგან ამით, პრაქტიკულად, სრულდებოდა მისი, როგორც მფრინავის, კარიერა. თუმცა მას უარი არ უთქვამს, გაემართა ტრენინგები კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე. ამავდროულად, ხელმძღვანელობას შესთავაზა, გაეგზავნათ ავღანეთის მისიაში, სადაც სრულად შეძლებდა აშშ-ში, ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებზე მიღებული გამოცდილების გამოყენებას, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარი განუცხადეს.

ცენტრის ინფორმაციით, ეკატერინე ქვლივიძემ 2018  წლის მარტიდან რამდენჯერმე დაწერა პატაკი სასწავლო შვებულების აღების მიზნით, მაგრამ პატაკები არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, თავდაცვის სამინისტრომ ეკატერინე ქვლივიძე იძულებული გახადა, მიემართა პატაკით ხელმძღვანელობისთვის სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რადგან  გამუდმებით ირღვეოდა მისი უფლებები.

2019 წლის 23 თებერვალს ეკატერინე ქვლივიძისათვის ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის 28 000 ლარის დაკისრება, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ასევე – 28 000 ლარის 0.2% საურავის დაკისრება 2018 წ. 2 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულ გადახდამდე.

ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ეკატერინე ქვლივიძის სამართლებრივ ინტერესებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს ეკატერინე ქვლივიძის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე და ჩაატაროს შიდა მოკვლევა, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა სამსახურებრივ შევიწროებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.

აღნიშნული საქმის მოკვლევამდე სამინისტრომ უკან გაიხმოს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული ადმინისტრაციული სარჩელი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს გენდერული ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შესწავლის თხოვნით.

წყარო :liberali.ge

Tags: თავდაცვის სამინისტროკატერინე ქვლივიძესამხედრო მფრინავი
Share1Tweet1

ახალი ამბები

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს
ახალი ამბები

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

11/19/2026
„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე
ახალი ამბები

„ძალიან ვიკავებდით თავს ამ ამბის გასაჯაროებისგან“ – რას წერს გიორგი ცქიტიშვილის დედა ხვიჩა კვარაცხელიაზე

11/16/2026
თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა
ახალი ამბები

თელავში შვილმა დედის მოკვლა სცადა

11/15/2026
„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი
ახალი ამბები

„გურიკას საქმეზე შეგნებულად ვართ ჩუმად. ამ დღეებში, არაერთი უცნაური რამ მოხდა…“ – რას წერს ჟურნალისტი

11/12/2026
„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე
ახალი ამბები

„სხვა გზა არ მაქვს, ნატა… ძალიან არ მინდოდა…“ – თამუნა მუსერიძე

11/12/2026
ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

ტარიელ კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს

11/12/2026

საინტერესო

ვენერაზე მეცნიერებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს

ვენერაზე მეცნიერებმა სიცოცხლის ნიშნები აღმოაჩინეს

6 years ago
“მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ” – ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა

“მან ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს შეურაცხყოფა მიაყენა, სადმე თუ გადამეყრება, თავს მოვაძრობ” – ილია თოფურიამ პედი პიმბლეტზე ისაუბრა

2 years ago
ბინის შეძენის მსურველებისთვის „მენაშენეთა ასოციაცია“ რეკომენდაციას ავრცელებს

ბინის შეძენის მსურველებისთვის „მენაშენეთა ასოციაცია“ რეკომენდაციას ავრცელებს

8 years ago
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს

კომუნიკაციების კომისია: “მაგთიკომის“ მიერ მობილური ინტერნეტის მომსახურებაზე დადგენილი ტარიფის გაძვირება საბაზრო კანონზომიერების ფარგლებს სცილდება”

9 years ago

ახალი ამბები

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს
ახალი ამბები

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს

11/19/2026

მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს. კადრები ამ წუთებში ვრცელდება

მეტის ნახვაDetails
“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

“არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/19/2026
დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე

დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე

11/19/2026
,,როგორც ამბობენ, დედა და მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილები” – მეზობლები ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

,,როგორც ამბობენ, დედა და მცირეწლოვანი ბავშვები არიან მოყოლილები” – მეზობლები ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე

11/19/2026

კალენდარი

November 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« Oct    

სიახლეები

  • მაშველებმა ერთი ბავშვი ცოცხალი გამოიყვანეს 11/19/2026
  • “არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე. ნან­გრე­ვებ­შია 7 პირი, მათ შო­რის, 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი“ -შს მინისტრი ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე 11/19/2026
  • დამწვრობით შოკის დიაგნოზით არის მოთავსებული დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში – გუგა ქაშიბაძე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქებისას დაშავებულზე 11/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • საინტერესო
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by