ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, კონკურსი მოიცავდა ასევე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარებას სამგორი-რუსთავის მიმართულებით მეტროს გაყვანის საკითხთან დაკავშირებითაც. ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, კონკურსში ავსტრიულმა საერთაშორისო კომპანიამ გაიმარჯვა, რომელიც ორივე მიმართულებაზე ჩაატარებს კვლევას და მოამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას.
რაც შეეხება ვადებს კალაძის თქმით, გამარჯვებულმა ავსტრიულმა კომპანიამ დოკუმენტაცია 15 თვეში უნდა მოამზადოს.












